განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002505471- 1ბ/1486-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
26 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა---–-----
მსჯავრდებული: პ---–--------–-----------–--–---–-- დაბადებული 1----–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------–-------------------------------–--
ადვოკატი - დ------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პა--–-------–--–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------------მ, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ბრალდების არსი:
პ---–-------–--–---–-- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით;
სასამართლომ დაადგინა:
გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, პ---–-------–--–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული „TO3-63” მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფი, რომლის ლულა და კონდახი კუსტარული წესითაა გადაჭრილი. კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, იგი წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის ორივე ლულიდან, 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის საბრძოლო ვაზნით. 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 18:14 საათზე, ქ. თ---–--–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პა--–-------–--–---–- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებული “TO3-63” მოდელის, 16 კალიბრის, ცეცხლსასროლ იარაღს 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის საბრძოლო ვაზნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ---–- ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები, გარდა 2018 წლის 16 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნისა, სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე და რომელთა მიხედვითაც უტყუარად დადგენილია შემდეგი გარემოებები:
მოწმე ს------------------–---–-- გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ მუშაობს შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 მაისს დაახლოებით 18:00 საათზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან ვა---–--------–---–--------------–---------------ან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ფეხით მოძრაობდა ქ.თბილისი, პ--------- ქუჩაზე. სამივე მათგანს ეცვა პოლიციის მუშაკის უნი-ფორმები. აღნიშნულ ქუჩაზე N---- მიმდებარედ ფეხით მოძრაობის დროს მათ პირისპირ მიდიოდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ჟილეტი. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჟილეტის უბეში მალავდა რაღაც საგანს, რომელიც ერთ-ერთ მომენტში გაისწორა და სამივემ დაინახეს, რომ ეს საგანი აშკარად წააგავდა გადაჭრილ სანადირო თოფს ე.წ. „აბრეზს“. ხსენებული მამაკაცი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, რომელსაც დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, რა დროსაც მან წამიერად ჟილეტის უბიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგანი და იქვე დააგდო, თუმცა, თვითონ გაქცევა არ უცდია. პოლიციის მუშაკები სირბილით მივიდნენ მასთან და ჰკითხეს დემოგრაფიული მონაცემები, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო პ---–--------–-----------–--–---–-- რომელსაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის მართლ საწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, განემარტა ბრალდებულის უფლებები და მოხდა მისი ადგილზევე დაკავება. მან და კ----–------------- იქვე შეადგინეს დაკავების ოქმი, რომლის დასრულების შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა პა--–-------–--–---–-ს მიერ გადაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“, რომელიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები. ამოღების ოქმში პ---–-------–--–---–-- განაცხადა, რომ ასფალტზე დაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი იყო „აბრეზი“, იყო მისი და მათი დანახვისთანავე გადააგდო იგი. პ---–-------–--–--ლს არც დაკავებისას და არც ამოღებისას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“ აღმოჩნდა ორლულიანი და ჰქონდა ხის ტარი. მასში მოთავსებული იყო ორი ცალი მოლუჯრო ფერის საფანტის ვაზნისმაგვარი საგანი,რომელიც ამოღებული იქნა ე.წ. „აბერიზდან“ მისი განმუხტვის მიზნით და გადაჭრილ სანადირო თოფთან ერთად, ორივე ვაზნისმაგვარი საგანი დაილუქა ერთ ფუთად N37/14/4 ლუქით, დაესვა თარიღი და მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნულ დოკუმენტებს პა--–-------–--–---–- გაეცნო პირადად, რომლებიც მან დაადასტურა ხელმოწერით. ოქმებში რაიმე საჩივარი არ შეუტანია, მხოლოდ ამოღების ოქმში გააკეთა განცხადება რომ ასფალტზე დაგდებული სანადირო თოფი იყო მისი და გადააგდო პოლიციელების დანახვისთანავე.
მოწმე კ----–------------- გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ მუშაობს შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 მაისს დაახლოებით 18:00 საათზე, ამავე განყოფილების თანამშრომლებთან, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან ვ----–--------–---–----- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელთან ს-----------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ფეხით მოძრაობდა ქ.თბილისი, პ--------- ქუჩაზე. სამივე მათგანს ეცვა პოლიციის მუშაკის უნი-ფორმები. აღნიშნულ ქუჩაზე N---- მიმდებარედ ფეხით მოძრაობის დროს მათ პირისპირ მიდიოდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ჟილეტი. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჟილეტის უბეში მალავდა რაღაც საგანს, რომელიც ერთ-ერთ მომენტში გაისწორა და სამივემ დაინახეს, რომ ეს საგანი აშკარად წააგავდა გადაჭრილ სანადირო თოფს ე.წ. „აბრეზს“. ხსენებული მამაკაცი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, რომელსაც დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, რა დროსაც მან წამიერად ჟილეტის უბიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგანი და იქვე დააგდო, თუმცა თვითონ გაქცევა არ უცდია. პოლიციის მუშაკები სირბილით მივიდნენ მასთან და ჰკითხეს დემოგრაფიული მონაცემები. მისი თქმით, ის აღმოჩნდა 1----–--–- პ---–--------–-----------–--–---–-- რომელსაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, განემარტა ბრალდებულის უფლებები და მოხდა მისი ადგილზე დაკავება. მან და ს-----------------–---–მა ადგილზევე შეადგინეს დაკავების ოქმი, რომლის დასრულების შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პა--–-------–--–---–-ს მიერ გადაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“, რომელიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები. ამოღების ოქმში პ---–-------–--–---–-- განაცხადა, რომ ასფალტზე დაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი იყო „აბრეზი“ და ეკუთვნოდა მას. მათი დანახვისთანავე კი გადააგდო იგი. პ---–-------–--–--ლს არც დაკავებისას და არც ამოღებისას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“ აღმოჩნდა ორლულიანი, ხისტარიანი. მასში მოთავსებული იყო ორი ცალი მოულუჯრო ფერის საფანტის ვაზნისმაგვარი საგანი, რომელიც იქნა ამოღებული ე.წ. „აბერიზდან“ მისი განმუხტვის მიზნით და გადაჭრილ სანადირო თოფთან ერთად ორივე ვაზნისმაგვარი საგანი დაილუქა ერთ ფუთად N37/14/4 ლუქით, დაესვა თარიღი და მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნულ დოკუმენტებს პა--–-------–--–---–- გაეცნო პირადად, რაც მან დაადასტურა ხელმოწერით. ოქმებში რაიმე საჩივარი არ შეუტანია, მხოლოდ ამოღების ოქმში გააკეთა განცხადება რომ ასფალტზე დაგდებული სანადირო თოფი იყო მისი და გადააგდო პოლიციელების დანახვისთანავე. მან საუბრისას განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნისმაგვარი საგნები ნამდვილად იყო თავისი და იგი რამდენიმე წუთის წინ იპოვნა პ--------- ქუჩაზე და შეინახა ჟილეტის ჯიბეში.
მოწმე ვა---–--------–---–-ა დაადასტურა თავის გამოკითხვის ოქმში ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია და მიუთითა, რომ 2018 წლის 12 მაისს დაახლოებით 18:00 საათზე მისი და მისივე თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას დააკავეს პა--–-------–--–---–- ფეხით მოძრაობის დროს, ქ.თბილისი, პ--------- ქუჩაზე. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კი, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პა--–-------–--–---–-ს მიერ გადაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“, რომელიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები.
მსჯავრდებულმა პ---–-------–--–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ინტერნეტში ნახა განცხადება, რომ იყიდებოდა სანადირო თოფი ვინმე რ-–-----ს მიერ, რომელსაც დაუკავშირდა და სთხოვა, რომ სანადირო თოფი მისთვის ეჩვენებინა. მას სურდა, რომ ჯერ თოფი მხოლოდ ენახა, თუმცა, შეძენას არ აპირებდა, იგი მისსავე მეგობარს უნდა შეეძინა. 2018 წლის მაისის თვეში, 12 რიცხვში, მას თავად დაურეკა რ-–----მა და უთხრა, რომ შეხვდებოდა. ისინი ერთმანეთს პ-------------ში შეხვდნენ, რა დროსაც დაინახა, რომ მისკენ წავიდა პოლიციის 3 თანამშრომელი, რა დროსაც რ-–----მა მანქანის ქვეშ რაღაც შეაგდო და გაიქცა, ხოლო თავად იგი დააკავეს. დაკავებისას იგი დააგდეს და პოლიცია აშინებდა, თუმცა მას ამის შესახებ არსად განუცხადებია.
2018 წლის 12 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისი პ----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი რომლის ტარი არის ხის და ლულა აქვს ორი, მასში მოთავსებულია ორი ცალი საფანტის ვაზნის მაგვარი საფანტი, რომელიც განმუხტვის მიზნით იქნა ამოღებული ე.წ. ,,აბრეზიდან
2018 წლის 13 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქარხნული წესით დამზადებული 1963 წლის ნიმუშის ,,TO3-63’’ მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფის ლულა და კონდახი გადაჭრილია თვითნაკეთი წესით. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, იგი წარმოადგენს გადაჭრილს თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან.ქარხნული წესით დამზადებული 2 ცალი 16 კალიბრის ვაზნა განკუთნილია, ამავე კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის, მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამბერ გამოსაყენებლად;
სადავოდ ცნობილი 2018 წლის 16 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები“ მოთავსებულ კონტეინტეინერში, წარწერით: „სასხლეტიდან“ და კონტეინერში, წარწერით: „სახელურიდან“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1 და N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1,2 შერეული გენეტიკური პროფილები ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერებში, წარწერებით: „ლულიდან“, „ვაზნა N1“ და „ვაზნა N2“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N3-5) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–-ილმა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული დასკვნის გარშემო.
პა--–-------–--–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება უდავოდ ცნობილ ს------------------–---–---------–---------------------–--------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 12 მაისის ამოღების ოქმს, 2018 წლის 13 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, სადავოდ ცნობილი 2018 წლის 16 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ პ---–--------–--–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
წარმოდგენილი გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ პ---–-------–--–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარებაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენახორციელდება მოქმედებით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაპოვნის დაუფლებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.ხოლო მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით და ა.შ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის დენადი დანაშაული, მისი ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო ტარება დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ცეცხლსასროლი იარაღის,საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან ტარების) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღს და საბრძოლო მასალას, მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32). აქედან გამომდინარე პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებები შეააფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ პ---–-------–--–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ პ---–--------–--–---–-- მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ პ---–--------–--–---–-- მხილების კუთხით არსებობს მტკიცებულებები, რომელთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. პალატა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას პალატა ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში. ამასთან, პალატა მსჯავრდებულ პა--–-------–--–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, ფაქტის თვითმხილველი სამივე მოწმე - პოლიციის თანამშრომლები ს------------------–---–--------–----------------------–--------–---–- თავიანთ გამოკითხვის ოქმებში ადასტურებენ, რომ 2018 წლის 12 მაისს, პ--------------------- მიმდებარედ ფეხით მოძრავი მამაკაცი, ჟილეტის უბეში მალავდა რაღაც საგანს, რომელიც ერთ-ერთ მომენტში გაისწორა და დაინახეს, რომ ეს საგანი აშკარად წააგავდა გადაჭრილ სანადირო თოფს ე.წ. „აბრეზს“. ხსენებული მამაკაცი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, რომელსაც დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, რა დროსაც მან წამიერად ჟილეტის უბიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგანი და იქვე დააგდო. რაც შეეხება ამოღების ოქმს შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით რომლითაც დასტურდება, რომ ქ.თბილისი პ----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი რომლის ტარი არის ხის და ლულა აქვს ორი, მასში მოთავსებულია ორი ცალი საფანტის ვაზნის მაგვარი საგანი, რომელიც განმუხტვის მიზნით იქნა ამოღებული ე.წ. ,,აბრეზიდან’’, ამოღების ოქმზე შენიშვნის სახით დაფიქსირებულია პა--–-------–--–---–-ს განმარტება „ასფალტზე დაგდებული ე.წ. აბრეზი არის ჩემი რომელიც პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე გადავაგდე“, ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქარხნული წესით დამზადებული 1963 წლის ნიმუშის ,,TO3-63’’ მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფის ლულა და კონდახი გადაჭრილია თვითნაკეთი წესით. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, იგი წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. ქარხნული წესით დამზადებული 2 ცალი 16 კალიბრის ვაზნა განკუთნილია, ამავე კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის, მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამბერ გამოსაყენებლად; ამასთან სადავოდ გამხდარი ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები“ მოთავსებულ კონტეინტეინერში, წარწერით: „სასხლეტიდან“ და კონტეინერში, წარწერით: „სახელურიდან“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1 და N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1,2 შერეული გენეტიკური პროფილები ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერებში, წარწერებით: „ლულიდან“, „ვაზნა N1“ და „ვაზნა N2“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N3-5) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამდენად სახეზეა პ---–--------–--–---–-- ქმედებაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების შემადგენლობის ყველა ნიშანი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, იმის თაობაზე, რომ პ---–-------–--–--ლს, თითქოსდა, გადაჭრილი სანადირო თოფის მხოლოდ ნახვა სურდა, თუმცა, მის შეძენასა და შემდგომში ამ იარაღით გადაადგილებას არ აპირებდა. მსჯავრდებულის აპელირება აღნიშნულზე დაუსაბუთებელი და არასარწმუნო ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას.
ამასთან პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია თანმიმდევრული, კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სრულიად შეესაბამება, თანხვედრაშია სხვა წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პა--–-------–--–---–-ს ჩვენებას, წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, არათანმიმდევრული, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიმე უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულება რაც გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პ---–--------–--–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პა--–-------–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ---–-------–--–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემობა ის, რომ პირობით მსჯავრდებულია განზრახი დანაშაული ჩადენისათვის;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია - სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის (დანაშაულის რეციდივი) მოთხოვნათა გათვალისწინებით.
პა--–-------–--–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
პა--–-------–--–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაწილით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, პ---–-------–--–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით პა--–-------–--–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ პ---–-------–--–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია), დამამძიმებელი გარემოებები (პირობით მსჯავრდებულია განზრახი დანაშაული ჩადენისათვის), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ პ---–- ბ----–--–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ პა--–-------–--–---–-სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი, პ---–--------–--–---–-- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ცალი საბრძოლო ვაზნით), რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულმა პა--–-------–--–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--------------ბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3.პა--–-------–--–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
4.პა--–-------–--–---–- ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაწილით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, პ---–-------–--–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით პა--–-------–--–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
7.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ პ---–-------–--–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
8.მსჯავრდებულ პა--–-------–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
9. პ---–-------–--–--ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 12 მაისიდან.
10.სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ცალი საბრძოლო ვაზნით), რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს;
11. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი