განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002684536 -1ბ/328-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
17 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ--------------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ--–--ზ თე--------------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------------------
ადვოკატი: კ--------–-–---–-
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ--------–-–---–-ა, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება
ბრალდების არსი:
მ--–--ზ ტ-------–---–-ა ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
სასამართლომ დაადგინა:
მ--–--ზ ტ-------–---–-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლ საწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო ვაზნები, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მისსავე სამსახურეობრივ ოთახში, მდებარე ქ. თ---–-----–--------------------------------------------------–- მდებარე ე------------------- სახლში, სადაც ის მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. 2018 წლის 04 ივლისს, მ--–--ზ ტ-------–---–-ს სამსახურში, მდებარე ქ. თ---–-----–-------------------------------------------------–-, მისსავე სამუშაო ოთახში სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ოთახში განთავსებული კომპიუტერის მაგიდის მეორე უჯრიდან ამოღებული იქნა მ. ტ-------–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი შავ კოლოფში მოთავსებული ხუთი ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი, რის შემდეგაც, მოხდა მისი ბრალდებულად დაკავება. ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზის N------------ამ დასკვნის თანახმად, 5 (ხუთი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან, სამი მათგანი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. კერძოდ: 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9მმ (9X19მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ- ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9მმ (9x18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПM’’, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,AПC’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის კალაშნილკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის ,,AK-47’’, ,,AKC-47“, ,,AKM’’, კარაბინისათვის ,,CKC’’, ხელის ტყვიამფრქვევის ,,PПД’’ , ,,PПK’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები სადავოდ გახადეს, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას უდაოდ მიიჩნიეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე და რომელთა მიხედვითაც უტყუარად დადგენილია შემდეგი გარემოებები:
2018 წლის 04 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს 10:40 საათიდან 11:45 საათამდე ჩატარდა ჩხრეკა დაბა წყნეთი სატყეო უბნის ა.ჭ--------- ქ---------–-. ჩხრეკის შედეგად მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს სამუშაო ოთახიდან სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, შემოსასვლელი კარებიდან ხელმარჯვნივ კედელზე დამონტაჟებული ხის სათავსოს ერთ ფრთიანი კარების ზედა პირველი სათავსოდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ელვაშესაკრავიანი პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ფერის ქსოვილი, რომელსაც ჰქონდა თეთრი და შავი ფერის ქსოვილი, რომელსაც ჰქონდა თეთრი და შავი ფერის სავარაუდოდ არაბულენოვანი წარწერა. შემოსასვლელი კარებიდან ხელმარცხნივ მდებარე კომპიუტერის მაგიდის სათავსოს მეორე უჯრიდან ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი DVD-R დისკი, შავი ფერის გარე მეხსიერების ბარათი მისივე USB კაბელით. ჩხრეკისას მაგიდის იმავე სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის პატარა ზომის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი პატარა ზომის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი პატარა ზომის ვაზნა, ორი ცალი დიდი ზომის ვაზნა, ოთხი ცალი სხვადასხვა ზომის ვაზნის თავი, ერთი ცალი მასრა და ვერცხლისფერი მახვილ თავიანი რკინის დეტალი. იმავე კომპიუტერის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის ლეფტოპი მისივე დასამუხტი საშუალებით.
ტომი 1 - ს.ფ. 101-115;
სუს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ინსპექტორების ბ--------------------------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დაბა წ-----–- სატყეო უბანი ა. ჭ--------- ქ---------–- დაევალათ მ--–--ზ ტ-------–---–-ს სამუშაო დაცვის ოთახის ჩხრეკა, სადაც მ--–--ზ ტ-------–---–- მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები და ასევე კომპიუტერის მაგიდის სათავსოს მეორე უჯრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პატარა ზომის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი პატარა ზომის ვაზნა, ორი ცალი დიდი ზომის ვაზნა, ოთხი ცალი სხვადსხვა ზომის ვაზნის თავი, ერთი ცალი მასრა და ვერცხლისფერი მახვილ თავიანი რკინის დეტალი. ჩხრეკისას ამოღებული ნივთები გამომძიებლის მიერ მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტებში, რომელიც ადგილზევე დაილუქა, ჩხრეკის ოქმზე და ლუქებზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები;
ტომი 1 - ს.ფ. 131-133; ტომი - 4 - ს.ფ. 178-180;
2018 წლის 05 აგვისტოს ბალისტიკური პიროტექნიკური ექსპერტიზის N------------ამ დასკვნის თანახმად, დადგენილია რომ 05 (ხუთი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან:
1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9მმ (9X19მმ). კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
1 (ერთი) ცალი ობიექტი, რომლის კაფსული გახვრეტილია და მასში გაყრილია კაუჭი ბურთულოვანი ძეწკვით თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9მმ (9X19მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. ვაზნა შემდგომში დემონტირებულია, არ გააჩნია მუხტი და კაფსული. წარმოდგენილი სახით იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოყენებისათვის.
1(ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ (9 X18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПM’’ სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,AПC’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის ,,AK-47’’, ,,AKC-47“, ,,AKM’’, კარაბინისათვის ,,CKC’’, ხელის ტყვიამფრქვევის ,,PПД’’ , ,,PПK’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
1 (ერთი) ცალი ობიექტი თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, 1960 წლის ნიმუშის 5,56მმ (223 US RLMIBGTON) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 5,56 მმ. კალიბრის კარაბინებისა; შაშხანების და ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. წარმოდგენილი სახით (მასში განთავსებული არ არის დენთის მუხტი) იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და სროლისათვის უვარგისია.
1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვია მფრქვევევისათვის - - ,,AK-74’’, ,,AKC-74, ,,AKC-74Y, ,,PПK-74’’, PПKG-74’’ და სხვა. მასრა როგორც ცალკე ერთეული არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და მისი ვარგისიანობა დგინდება კომპლექსურად ვაზნასთან ერთად.
აღნიშნულ მასრასთან თავსებადია წარმოდგენილი 2 (ორი) ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, მაგრამ როგორც ერთი მთლიანი დენთის მუხტის არ ქონის გამო არ წარმოადგენს საბრძოლო მასალას და უვარგისია გამოსაყენებლად.
3.4 (ოთხი) ცალი ტყვიიდან;
2 (ორი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის - ,,AK-74’’, AKC-74, ,,AKC-74Y, ,,PПK-74’’, PПKG-74’’ და სხვა. ტყვია როგორც ცალკე ერთეული არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და მისი ვარგისიანობა დგინდება კომპლექსურად ვაზნასთან ერთად.
1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის - - ,,AK-74’’, AKC-74, ,, AKM’’, კარაბინისათვის ,,CKC’’ ხელის ტყვიამფრქვევისათვის PПД’’ , ,,PПK’’ და სხვა. ტყვია როგორც ცალკე ერთეული არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და მისი ვარგისიანობა დგინდება კომპლექსურად ვაზნასთან ერთად;
1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმ-ლუგერის 9 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი 9 მმ (9X19მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. წარმოდგენილი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის საშტატო იარაღიდან.
1 (ერთი) ცალი ობიექტი, რომელსაც აქვს მახვილი ბოლო, არის ხელყუმბარებისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალის, უნიფიცირებული ფალიის ,,УЗРГМ’’-ს შემადგენელი ნაწილი-საცემელი.
ტომი 1 - ს.ფ. 185-190;
მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სამუშაო ოთახში კომპიუტერის მაგიდის მეორე უჯრაში ინახავდა სხვა ნივთებთან ერთად შავი ფერის პატარა პლასტმასის ყუთს, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა სხვადასხვა კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, მათ შორის პისტოლეტის ვაზნები, მათ შორის ერთისაგან დამზადებული ჰქონდა ბრელოკი, ტყვიის გულები, ერთი ცალი მასრა და ხელყუმბარის დამრტყმელი ნემსა. ზემოხსენებული ვაზნები, დაახლოებით ერთი წლის წინ ნაპოვნი იქნა მის მიერ დ----–------- ტერიტორიაზე, რომელიც მიიტანა თავის სამუშაო ოთახში, ჩააწყო ყუთში და ინახავდა კუთვნილ უჯრაში, ვაზნები და მასრა, ასევე ხელყუმბარის დამრტყმელი ნემსა ეკუთვნის მას;
ტომი 1 - ს.ფ. 242-247;
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი,ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
პალატამ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით დადასტურებულად მიიჩნია, მ--–--ზ ტ-------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრიქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუმბარა, ნაღმი და ა.შ);
აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით და გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაპოვნის დაუფლებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა. ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, გარაჟში, მიწაში და ა.შ. ამ დროს მთავარია, პირმა ისეთ ადგილას შეინახოს საბრძოლო მასალა, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა და ატარებდა საბრძოლო მასალას მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32). აქედან გამომდინარე პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებები შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს მხილების კუთხით არსებობს მტკიცებულებები, რომელთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. პალატა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას პალატა ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში. ამასთან, პალატა მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, ორივე მოწმე ბ-------------------------------–-–---–- თავიანთ გამოკითხვის ოქმებში ადასტურებენ, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს დაბა წ-----–- სატყეო უბანი ა.ჭ--------- ქ---------–- დაევალათ მ--–--ზ ტ-------–---–-ს სამუშაო დაცვის ოთახის ჩხრეკა, სადაც მ--–--ზ ტ-------–---–- მუშაობდა დაცვის თანამშრომლად, რა დროსაც კომპიუტერის მაგიდის სათავსოს მეორე უჯრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პატარა ზომის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი პატარა ზომის ვაზნა, ორი ცალი დიდი ზომის ვაზნა, ოთხი ცალი სხვადასხვა ზომის ვაზნის თავი, ერთი ცალი მასრა და ვერცხლისფერი მახვილ თავიანი რკინის დეტალი. რაც შეეხება ამოღების ოქმს შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს 10:40 საათიდან 11:45 საათამდე ჩხრეკა ჩატარდა დაბა წყნეთი სატყეო უბნის ა.ჭ--------- ქუ------- ჩხრეკის შედეგად სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის პატარა ზომის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი პატარა ზომის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი პატარა ზომის ვაზნა, ორი ცალი დიდი ზომის ვაზნა, ოთხი ცალი სხვადასხვა ზომის ვაზნის თავი, ერთი ცალი მასრა და ვერცხლისფერი მახვილ თავიანი რკინის დეტალი. ხოლო 2018 წლის 05 აგვისტოს ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9მმ (9X19მმ). კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ (9 X18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПM’’ სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,AПC’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის ,,AK-47’’, ,,AKC-47“, ,,AKM’’, კარაბინისათვის ,,CKC’’, ხელის ტყვიამფრქვევის ,,PПД’’ , ,,PПK’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; ამდენად სახეზეა მ--–--ზ ტ-------–---–-ს ქმედებაში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ბალისტიკური პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები) არასაკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი იქნეს, რომ მ--–--ზ ტ-------–---–-ა ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულმა მ--–--ზ ტ-------–---–-ა სრულად აღიარა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება საქმეში არასაკმარის მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ დაუსაბუთებელი და არასარწმუნოა.
ამასთან პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია თანმიმდევრული, კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სრულიად შეესაბამება, თანხვედრაშია სხვა წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. ამასთან რაიმე უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულება რაც გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--–--ზ ტ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–--ზ ტ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა, მოინანია), დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით;
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ--–--ზ ტ-------–---–-სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი, მ--–--ზ ტ-------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - მ--–--ზ ტ-------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები: „სამსუნგი“- ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3------------------ 3----------------- მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ ბარათი ნომრებით: 5---------------------- შავი ფერის ტყავის შალითაში მოთავსებული, შავი ფერის ტყავის საფულე წარწერით: „A-----“, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 700 ლარი - 7 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 დოლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ტყავის საფულე “G------------------------ რომელშიც მოთავსებულია მ--–--ზ ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი ნომრით: 1--------, მარიამ ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი ნომრით: 13-------; მეტრომანის ბარათი ნომრით - 3---------- ე-–--- ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი ნომრით - 1---------
შარვლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მეტალის რგოლზე ასხმული 8 ცალი გასაღები, ღამის განათების ბატარეა და ერთი ცალი „Kingston”-ის ფირმის მეხსირების ბარათი წარწერით: D----------, შავი ფერის მაჯის საათი წარწერით: „SMOCK RESIST”, მოვერცხლისფრო მეტალის ბეჭედი შავი თვლით, ზუგრჩანთა წარწერით:“POWER IN EAVAS AIR” მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებით: შავი ფერის პატარა ზომის ბლოკნოტი წარწერით: „Note” მასში გაკეთებული ქართულენოვანი ჩანაწერებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
პატარა ზომის შავი ფერის ტყავის შალითაში მოთავსებული რკინის დეტალი, შავი ფერის ნაჭრის შალითაში მოთავსებული გასაშლელი მეტალის ხელკეტი და შავი ფერის იზოლენტით გაკეთებული, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს პატარა ზომის დროშა არაბული წარწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
მ. ტ-------–---–-ს სამუშაო (დაცვის) ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: შავი ფერის პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 3 ცალი პატარა ზომის ვაზნა,2 ცალი დიდი ზომის ვაზნა, 4 ცალი სხვადასხვა ზომის ვაზნის თავები, 1 ცალი გილზი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.
ვერცხლისფერი მახვილთავიანი რკინის დეტალი, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის სათავსო მასში მოთავსებული 2 ცალი შავი ფერის ნაჭრით, რომლებზეც აღინიშნება შავ-თეთრი ფერებით გაკეთებული არაბულენოვანი წარწერა (ორი ცალი ისლამური დროშა), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
„სამსუნგი“-ს ფირმის პორტატული კომპიუტერი (ლეპტოპი) თავისი დასამუხტი მოწყობილობით, ერთი ცალი შავი ფერის გარე მეხსიერების ბარათი თავისივე USB კაბელით, ერთი ცალი დივიდი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
მ. ტ-------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები:
,,Acer’’-ის ფირმის ლეპტოპი ნომრით: E----------- ,,panasonic’’-ის ფირმის ვიდეო კამერა მასში მოთავსებული შავი ფერის მიკრო ჩიპით, ,,Remax’’-ის ფირმის ვიდეორეგისტრატორი, ,,sansung’’-ის ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3--------------------------------------- მასში მოთავსებული ბილაინის სიმ ბარათით საიდ. ციფრებით: 8------------------, შავი ფერის ,,iPhone5’’–ის მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3-------------- მასში მოთავსებული მაგთიკომის ბარათით საიდ. ციფრებით: 8------------------, შავი ფერის კომპიუტერი საიდ. ნომრით: L---------------, შავი ფერის ,,ქენონის’’-ის ფირმის ფოტოაპარატი მასში მოთავსებული ლურჯი ფერის მეხსიერების ბარათით და დასამუხტი მოწყობილობით, ,,samsung’’-ის ფირმის თეთრი ფერის მეხსიერებიბარათი ,,ტრანსენდი’’-ის ფირმის ლურჯი ფერის 4GB მეხსიერების ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ვერცხლისფერ ჩარჩოში მოთავსებული ისლამური სახელმწიფოს ამსახველი ფოტოსურათი, ისლამური სახელმწიფოს სიმბოლოებიანი თავსაკრავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 03 ცალი დისკი, შპს მაგთიკომიდან გამოთხოვილი ინფორმაცია - ერთი ცალი დისკი, 2018 წლის 25 ივლისის პატაკის თანდართული ერთი ცალი დისკი, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების N------------------------ დანართი სამი ცალი ,,ტოშიბას’’ ფირმის მეხსიერების ბარათი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულმა მ--–--ზ ტ-------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ--------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3. მ--–--ზ ტ-------–---–- (---------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
4. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--–--ზ ტ-------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი
დაკავების ზუსტი დროიდან 2018 წლის 04 აგვისტოს 15 საათი და 35 წუთიდან.
5. მ--–--ზ ტ-------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - მ--–--ზ ტ-------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები: „სამსუნგი“- ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3------------------ 3----------------- მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ ბარათი ნომრებით: 5---------------------- შავი ფერის ტყავის შალითაში მოთავსებული, შავი ფერის ტყავის საფულე წარწერით: „A-----“, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 700 ლარი - 7 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 დოლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ტყავის საფულე “G------------------------ რომელშიც მოთავსებულია მ--–--ზ ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი ნომრით: 1--------, მარიამ ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი ნომრით: 13-------; მეტრომანის ბარათი ნომრით - 3---------- ე-–--- ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი ნომრით - 1---------
შარვლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მეტალის რგოლზე ასხმული 8 ცალი გასაღები, ღამის განათების ბატარეა და ერთი ცალი „Kingston”-ის ფირმის მეხსირების ბარათი წარწერით: D----------, შავი ფერის მაჯის საათი წარწერით: „SMOCK RESIST”, მოვერცხლისფრო მეტალის ბეჭედი შავი თვლით, ზუგრჩანთა წარწერით:“POWER IN EAVAS AIR” მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებით: შავი ფერის პატარა ზომის ბლოკნოტი წარწერით: „Note” მასში გაკეთებული ქართულენოვანი ჩანაწერებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
პატარა ზომის შავი ფერის ტყავის შალითაში მოთავსებული რკინის დეტალი, შავი ფერის ნაჭრის შალითაში მოთავსებული გასაშლელი მეტალის ხელკეტი და შავი ფერის იზოლენტით გაკეთებული, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს პატარა ზომის დროშა არაბული წარწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
მ. ტ-------–---–-ს სამუშაო (დაცვის) ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: შავი ფერის პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 3 ცალი პატარა ზომის ვაზნა, 2 ცალი დიდი ზომის ვაზნა, 4 ცალი სხვადასხვა ზომის ვაზნის თავები, 1 ცალი გილზი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.
ვერცხლისფერი მახვილთავიანი რკინის დეტალი, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის სათავსო მასში მოთავსებული 2 ცალი შავი ფერის ნაჭრით, რომლებზეც აღინიშნება შავ-თეთრი ფერებით გაკეთებული არაბულენოვანი წარწერა (ორი ცალი ისლამური დროშა), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
„სამსუნგი“-ს ფირმის პორტატული კომპიუტერი (ლეპტოპი) თავისი დასამუხტი მოწყობილობით, ერთი ცალი შავი ფერის გარე მეხსიერების ბარათი თავისივე USB კაბელით, ერთი ცალი დივიდი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
მ. ტ-------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები:
,,Acer’’-ის ფირმის ლეპტოპი ნომრით: E----------- ,,panasonic’’-ის ფირმის ვიდეო კამერა მასში მოთავსებული შავი ფერის მიკრო ჩიპით, ,,Remax’’-ის ფირმის ვიდეორეგისტრატორი, ,,sansung’’-ის ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3--------------------------------------- მასში მოთავსებული ბილაინის სიმ ბარათით საიდ. ციფრებით: 8------------------, შავი ფერის ,,iPhone5’’–ის მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3-------------- მასში მოთავსებული მაგთიკომის ბარათით საიდ. ციფრებით: 8------------------, შავი ფერის კომპიუტერი საიდ. ნომრით: L---------------, შავი ფერის ,,ქენონის’’-ის ფირმის ფოტოაპარატი მასში მოთავსებული ლურჯი ფერის მეხსიერების ბარათით და დასამუხტი მოწყობილობით, ,,samsung’’-ის ფირმის თეთრი ფერის მეხსიერებიბარათი ,,ტრანსენდი’’-ის ფირმის ლურჯი ფერის 4GB მეხსიერების ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ვერცხლისფერ ჩარჩოში მოთავსებული ისლამური სახელმწიფოს ამსახველი ფოტოსურათი, ისლამური სახელმწიფოს სიმბოლოებიანი თავსაკრავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 03 ცალი დისკი, შპს მაგთიკომიდან გამოთხოვილი ინფორმაცია - ერთი ცალი დისკი, 2018 წლის 25 ივლისის პატაკის თანდართული ერთი ცალი დისკი, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების N------------------------ დანართი სამი ცალი ,,ტოშიბას’’ ფირმის მეხსიერების ბარათი,საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი