განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002521051
საქმე №1ბ/1026-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ლ-–----------–--ე, მ-------–---–---ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვ----------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------–-) .
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის);
სასჯელი: საბოლოო სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, ვ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2018 წლის 20 მარტს, დღის საათებში, თბილისში, გ----–---–---------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----------------–---–ი და გი-----------–----–-–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს „მ---------------–--–ის“ კუთვნილ 4260 კილოგრამ შავი ლითონის ჯართს, რის შედეგადაც შპს „მ---------------–--–ს“ შესაძლოა მისდგომოდა 1618 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენით, ვ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ვ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ----------------–---–მა და ითხოვა მისი გაუქმება.
მეორე მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მთელი სამართალწარმოების განმავლობაში არასწორად იქნა შეფასებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას.
მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ვ----------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ვ----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულების საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის წარმომადგენლის - ვა------------------------–----------------------------------------------------------–-------------------–------–---–-------–----------–---–--------------------------–-–------------------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებს; სატვირთო ავტომობილის ამოღების 2018 წლის 20 მარტის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 21 მარტის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 22 მარტის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 22 მარტის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 23 მარტის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 24 მარტის ოქმს; პირის ამოცნობის 2018 წლის 31 მარტის ოქმებს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნას; პირის ამოცნობის 2018 წლის 5 აპრილის ოქმს; პირის ამოცნობის 2018 წლის 18 აპრილის ოქმს; გი-----------–----–-–---–ის დაკავების 2018 წლის 24 მაისის ოქმს; დათვალიერების 2018 წლის 14 ივნისის ოქმს; ვ----------------–---–ის დაკავების 2018 წლის 14 ივნისის ოქმს; ვ----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენს; ვ----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენს.
მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ვ----------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 20 მარტს, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვ----------------–---–ი, გი-----------–----–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა შპს „მ---------------–--–ის“ კუთვნილ 4260 კილოგრამ შავი ლითონის ჯართს, რის შედეგადაც შპს „მ---------------–--–ს“ შესაძლოა მისდგომოდა 1618 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ვ----------------–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ----------------–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ჯართის მიმღებ პუნქტებში, 4260,00 კილოგრამი შავი ლითონის ჯართის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 1618,80 ლარს, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ შემთხვევაში, ყველა ამსრულებელი ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყებამდე (და არა მისი დაწების შემდეგ) თანხმდებიან ქურდობის ჩადენაზე. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, ვ----------------–---–ი და გი-----------–----–-–---–ი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მარტს, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვ----------------–---–ი, გი-----------–----–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა შპს „მ---------------–--–ის“ კუთვნილ 4260 კილოგრამ შავი ლითონის ჯართს, რის შედეგადაც შპს „მ---------------–--–ს“ შესაძლოა მისდგომოდა 1618 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ვ----------------–---–ი უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ----------------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ვ----------------–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ანრი დელიბაშვილის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივითა და სხვისი ქონების დაუფლების მიზნით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად არ არსებობს (სახეზეა დაუსრულებელი დანაშაული), მის პიროვნებას (აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და მიაჩნია, რომ ვ----------------–---–ს უნდა განესაზღვროს სანქციით დადგენილი მინიმალური სასჯელი - წლიტ თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ვ----------------–---–ის შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 2018 წლის 20 მარტს, ხოლო 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დადგენილი დანაშაული კი ჩადენილია - 2018 წლის 12 მარტს, რის გამოც საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე; ბ----------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; დ---------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ასლები, ლაზერულ დისკზე, რომლებიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; საქმეზე ამოღებული სამშენებლო ამწეების დეტალები, რომელიც ინახება ქ.------–----------------------–--–ზე მდებარე შპს ,,გ---–--ის“ დაცულ ტერიტორიაზე დაულუქავი სახით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი;
ვ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ვ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ვ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 14 მაისიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 14 ივნისიდან - 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ ვ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით ვ----------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად რ-–-----–--ის (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მ--------------------------–----–----------------–--------ე, საკადასტრო კოდი 8-----------) 5000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე; ბ----------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; დ---------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ასლები, ლაზერულ დისკზე, რომლებიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- საქმეზე ამოღებული სამშენებლო ამწეების დეტალები, რომელიც ინახება ქ.------–----------------------–--–ზე მდებარე შპს ,,გ---–--ის“ დაცულ ტერიტორიაზე დაულუქავი სახით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი