განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
330100119003032999
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003032999

საქმე №1ბ/1695-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- ხ--------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა-–---------- ბ----ა, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, დაბადებული 1----–-–------------–-, ნასამართლევი, რეგისტრირებული ხ-----------------------–--------–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----------------------ში;

 

ადვოკატი - გ--–- ნ-----–--–---–ი;

 

კვალიფიკაცია:

 

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის;

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის;

3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 მარტს ა-–---------- ბ----ა გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ამ დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში: ა-–---------- ბ----ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი N5---- და საბრძოლო მასალა - სამი ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ „ნაგანისთვის“, რომლებსაც ასევე უკანონოდ ატარებდა 2019 წლის 23 აპრილს.

 

მითითებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული ა-–---------- ბ----ა 2019 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე თბილისში, ბ-------------–----–-----------------------------------------------------–---------------- სართულებს შორის დაუდგენელი მოტივით ჩაუსაფრდა ამავე სადარბაზოში, ბინა N3--ში მცხოვრებ დ----- ჩ--------ს, რომელსაც ესროლა ბინიდან გამოსვლისთანავე და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება მარჯვენა მხრის სარტყელის მიდამოში, მხრის სახსრის ზემოთ დელტისებურ და ქედის მიდამოების საზღვარზე, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, თუმცა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. დ----- ჩ--------მა გაუწია წინააღმდეგობა და ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა ა-–---------- ბ----ას, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

 

ა-–---------- ბ----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ა-–---------- ბ----ას ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა ბრალდების მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- ხ--------ემ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, მის ნაცვლად კი გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის, დამაჯერებლობისა და ურთიერთშეთანხმებულობის სტანდარტს. დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მოჰყავს შემდეგი არგუმენტები:

ა) ა-–---------- ბ----ას მამხილებელი ერთადერთი მტკიცებულება თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებაა. მოწმე ამტკიცებს, რომ მის მეუღლეზე - დ----- ჩ--------ზე თავდამსხმელი სწორედ ა-–---------- ბ----ა იყო, რის შესახებ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მეუღლემაც უთხრა. თუმცა თვითონ დაზარალებულმა დ----- ჩ--------მა გამოკითხვის ოქმში დეტალურად აღწერა მასზე თავდასხმის გარემოებები, მაგრამ მიუთითა, რომ ვერ იცნო თავდამსხმელი და შემთხვევის შემდეგ მეუღლისთვისაც არ უთქვამს, რომ თავდამსხმელი ა-–---------- ბ----ა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული მსჯავრდებულს კარგად იცნობდა, იოლად შეძლებდა მის ამოცნობას, მართლაც ა-–---------- ბ----ა რომ დასხმოდა თავს. ამდენად, თ---------–-------ჩ--------ის ჩვენება არ უნდა იქნას მიჩნეული სარწმუნო ჩვენებად, ვინაიდან იგი რადიკალურად განსხახდება დაზარალებულის ჩვენებისგან;

ბ) სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ოდოროლოგიური, ბიოლოგიური (ე.წ. დნმ-ის) ან სხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მიუთითებდნენ ა-–---------- ბ----ას დანაშაულში მონაწილეობაზე.

 

ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი (გარდა მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებისა), რომლებსაც სააპელაციო პალატა ქვემოთ მიმოიხილავს დეტალურად, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 3-801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, დილით მეუღლესთან - დ----- ჩ--------თან და მცირეწლოვან შვილთან კ------------ე ჩ--------თან ერთად გეგმავდა სახლიდან გასვლას, თუმცა პირადი საქმის გამო იგი სახლში შებრუნდა. მეუღლეს და შვილს სთხოვა, ჩასულიყვნენ დაბლა და იქ დალოდებოდნენ. სააბაზანო ოთახში შევიდა, რა დროსაც გაიგონა გასროლის ხმა, ბავშვის ტირილი და მეუღლის ღრიალი. უმალ გარეთ გავიდა და დაინახა სადარბაზოს კედელზე მიყრდნობილი მეუღლე, რომელიც ცდილობდა ა-–---- (ა-–----------) ბ----ასთვის იარაღის წართმევას, რომელიც ამ უკანასკნელს ეჭირა ხელში და ძიძგილაობდნენ. დ----- ჩ--------მა მოიგერია ა-–---- ბ----ას თავდასხმა და წაართვა მას იარაღი. ა-–---- ბ----ა შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მან მეუღლე და შვილი სახლში შეიყვანა და 112-ში დარეკა. ა-–---- ბ----ასთვის წართმეული იარაღი მისმა მეუღლემ სახლში შეიტანა, დივანზე დადო და თქვა, ,,ამით დამჭრაო“. იარაღი მოგვიანებით პოლიციამ ამოიღო. ა-–---- ბ----ა და მისი მეუღლე იყვნენ კურსელები, ჰქონდათ ახლო ურთიერთობა. ეს უკანასკნელი სახლშიც რჩებოდა მათთან, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობა შეწყვიტეს, რისი მიზეზიც გახდა მეუღლესთან მისი უთანხმოება. ა-–---- ბ----ა წარსულში მისი მეუღლის მანქანაში დააკავეს.

 

გარდა მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებისა, ა-–---------- ბ----ას მიერ დ----- ჩ--------ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე მოწმე (დაზარალებულ) დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმით (23.04.2019), ელ. სმენით შეტყობინების ოქმით (23.04.2019), ამოღების ოქმით (23.04.2019), ნიმუშის აღების ოქმებით (24.04.2019; 25.04.2019), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N1------- ექსპერტიზის დასკვნით (25.04.2019), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N4---- ექსპერტიზის დასკვნით (25.04.2019), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის დასკვნით (25.04.2019), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N1--- დასკვნით (01.05.2019), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (28.05.2019), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (04.06.2019), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (10.10.019), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (15.07.2019), რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (04.06.2019) დადგენილია, რომ დ----- ჩ--------ს 2019 წლის 23 აპრილს სამედიცინო შემოწმებისას დაუდგინდა მარჯვენა მხრის სარტყელის მიდამოში, მხრის სახსრის ზემოთ, დელტისებურ და ქედის მიდამოების საზღვარზე მოგრძო ზოლისებური ფორმის ნაჭდევი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითითებულ თარიღს - 2019 წლის 23 აპრილს.

 

მოწმე (დაზარალებულ) დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმით (23.04.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე, როდესაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩადიოდა საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე, მე-3 და მე-4 სართულებს შორის კიბის უჯრედის ბაქანზე მოულოდნელად შემოესმა სწრაფი ნაბიჯების ხმა, რომელიც უახლოვდებოდა. მიტრიალდა და დაინახა მისკენ მიმართული ცეცხლსასროლი იარაღი, გაიგონა გასროლის ხმა და იგრძნო, რომ მარჯვენა მხრის არეში მიიღო დაზიანება. ორივე ხელით დაიჭირა იარაღი, რომელიც მისკენ იყო მიმართული და ცდილობდა თავდამსხმელისთვის მის წართმევას. ამასობაში ბინიდან მისი მეუღლე გამოვიდა და ყვირილი დაიწყო. მან მოახერხა თავდამსხმელის განიარაღება, რომელმაც ჩაირბინა კიბეზე და გაიქცა. თავდამსხმელისთვის წართმეული იარაღი სახლში შეიტანა და დააგდო ტყავის სკამზე. თავდასხმის დროს იყო აღელვებული, მისკენ მიმართული იარაღის გარდა ვერაფერს ხედავდა, თავდამსხმელისთვის არც შეუხედავს და ამიტომ მისი ამოცნობა არ შეუძლია.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (08.05.2019) დასტურდება, რომ 2019 წლის 8 მაისს, 18:10-18:55 საათზე ჩატარდა დაზარალებულ დ----- ჩ--------ის 2019 წლის 23 აპრილის ჩვენების შემოწმება, რა დროსაც დაზარალებულმა დაადასტურა ჩვენება და მიუთითა მასში დასახელებულ ადგილებზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (10.10.2019) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „იარაღისმაგვარ საგანზე“, ერთ ცალ მასრაზე, ასევე დ----- ჩ--------ის ქურთუკსა და სვიტერზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები;

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (10.10.2019,) დაზარალებულ დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმითა (23.04.2019) და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (08.05.2019), რომელიც შინაარსით მისივე გამოკითხვის ოქმის გაგრძელებაა, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 23 აპრილს დ----- ჩ--------ზე განხორციელდა ძალადობა (იარაღით თავდასხმა), რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, თუმცა იმის დადგენა, თუ ვინ მიაყენა ეს დაზიანება დაზარალებულს, შესაძლებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებსაც სააპელაციო პალატა დეტალურად ქვემოთ მიმოიხილავს.

 

მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებით, რომელიც უშუალოდ შეესწრო მეუღლეზე - დ----- ჩ--------ზე შეიარაღებული პირის თავდასხმის ფაქტს, დასტურდება, რომ 2019 წლის 23 აპრილს, მას შემდეგ, რაც სახლში გაიგონა იარაღიდან გასროლის ხმა, სადარბაზოში დაინახა დაჭრილი მეუღლე, რომელიც ცდილობდა ა-–---------- ბ----ასთვის იარაღის ხელიდან წართმევას, რაც შეძლო კიდეც. თავდამსხმელისთვის წართმეული იარაღი დ----- ჩ--------მა სახლში შეიტანა და განმარტა, რომ მისი დაჭრა სწორედ ამ იარაღით მოხდა. საყურადღებოა, რომ თ---------–-------ჩ--------ი კარგად იცნობდა ა-–---------- ბ----ას, რომელთანაც წარსულში მეგობრობდა მისი მეუღლე. მეტიც, ეს უკანასკნელი სახლშიც რჩებოდა მათთან და ამდენად მოწმეს არ გაუჭირდებოდა მისი ამოცნობა.

 

ელ. სმენით შეტყობინების ოქმით (23.04.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს თავდასხმიდან მოკლე პერიოდში სწორედ თ---------–-------ჩ--------მა შეატყობინა სამართალდამცავებს, რომ მის მეუღლეს - დ----- ჩ--------ს ა-–---------- ბ----ამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მარჯვენა მხარის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებასა და დაზარალებულ დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმში არსებულ ინფორმაციას შორის რადიკალური განსხვავებებია ა-–---------- ბ----ას მხილების ნაწილში, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არასწორად ახდენს თ---------–-------ჩ--------ის ჩვენების ციტირებას, თითქოს ამ უკანასკნელის განმარტებით, მეუღლისგან შეიტყო თავდამსხმელის ვინაობის შესახებ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს - თ---------–-------ჩ--------ს არ უთქვამს, რომ მეუღლემ თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა. მოწმემ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ დ----- ჩ--------მა მიუთითა თავდამსხმელისთვის წართმეულ იარაღზე და განმარტა, რომ იგი ამ იარაღით დაჭრეს. ამდენად, იმის მტკიცება, რომ დაზარალებულ დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმსა და მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებას შორის არსებითი წინააღმდეგობებია, რასაც შესაძლოა ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი სანდოობა, არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსიდან. სააპელაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ რაიმე მოტივი (მიზანი) რის გამოც შესაძლოა, თ---------–-------ჩ--------ს მოეხდინა ა-–---------- ბ----ას ცრუ დასმენა - უდანაშაულო პირის მხილება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე სახის დამაჯერებელი არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმის მიუკერძოებლობას.

 

როგორც აღინიშნა, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულისა და ა-–---------- ბ----ას ნაცნობობაზე და გააკეთა შემდეგი დასკვნა - თავდამსხმელი ა-–---------- ბ----ა რომ ყოფილიყო, დაზარალებული იოლად შეძლებდა მის ამოცნობას. ამ არგუმენტთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმზე, რომლის შინაარსის თანახმად დაზარალებული იმას კი არ ამბობს, რომ თავდამსხმელის სახე ვერ დაიმახსოვრა, არამედ მთელი ყურადღება მისკენ მიშვერილ იარაღზე ჰქონდა გადატანილი და თავდამსხმელისთვის არც შეუხედავს. გასათვალისწინებელია, რომ დ----- ჩ--------ს თავდასხმისას თან ახლდა მცირეწლოვანი შვილი. ეს კი მეტ დამაჯერებლობას სძენს მის ჩვენებას, რომ ამის გამო მთლიანად კონცენტრირებული იყო იმაზე, რომ იარაღს არ გაესროლა და მცირეწლოვანი შვილი არ დაზიანებულიყო. პალატა მიუთითებს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მოულოდნელ სტრესზე რეაგირების დროსაც გამოავლენს მთელ რიგ თავისებურებებს. ამიტომ ის გარემოება, რომ დაზარალებულმა თავდასხმისას ვერ დაინახა მსჯავრდებული, რომელსაც წარსულში იცნობდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ თავდასხმა ა-–---------- ბ----ას არ განუხორციელებია.

 

დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ა-–---------- ბ----ას მამხილებელი ერთადერთი მტკიცებულება - მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენება, თუმცა ის ფაქტი, რომ დ----- ჩ--------ს იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ა-–---------- ბ----ამ მიაყენა, უტყუარად დასტურდება არაერთი თვალსაჩინო მტკიცებულებით, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1--- დასკვნით (01.05.2019) ცალსახად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იარაღში (რომლითაც მოხდა დ----- ჩ--------ზე თავდასხმა) მოთავსებულ ვაზნაზე არსებული თითის კვალი იდენტურია ა-–---------- ლ--------ს ძე ბ----ას (პ/ნ 5----------) მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (15.07.2019) თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ რევოლვერის ტიპის იარაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ა-–---------- ბ----ას გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

სააპელაციო პალატას სურს, აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებულების წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66).

 

ამდენად, დ----- ბ----აზე განხორციელებული თავდასხმის იარაღსა და ვაზნაზე ა-–---------- ბ----ას უნიკალური პროფილისა და ანაბეჭდების არსებობას, თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებასთან ერთობლიობაში აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რომ დ----- ჩ--------ს იარაღის გამოყენებით სხეულის დაზიანება სწორედ ა-–---------- ბ----ამ მიაყენა და საპირისპიროს მტკიცება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად გამოძიების მსვლელობისას მსჯავრდებულისგან სუნის, ნერწყვის და სხვა ნიმუშების აღებისა, საქმეში არ მოიპოვება ოდოროლოგიური, ბიოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მიუთითებდნენ დანაშაულში ა-–---------- ბ----ას მონაწილეობაზე და აღნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც მხარეები თავად განსაზღვრავენ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობას, რისი გათვალისწინებით არალეგიტიმურია დაცვის მხარის მოლოდინი, რომ საპროცესო მოწინააღმდეგე მოიპოვებს და წარადგენს სწორედ იმ მტკიცებულებებს, რასაც თავად ვარაუდობს, ხოლო, მეორე მხრივ, დასძენს, რომ მსჯავრდებულისგან აღებული იქნა ხელის კვლის, სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის - დაქტილოსკოპიური და გენეტიკური, რითიც უტყუარად დადასტურდა ა-–---------- ბ----ას დანაშაულთან შემხებლობის ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 აპრილს ა-–---------- ბ----ას მიერ იარაღიდან გასროლის შედეგად დ----- ჩ--------მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება (მარჯვენა მხრის სარტყელის მიდამოში, მხრის სახსრის ზემოთ, დელტისებურ და ქედის მიდამოების საზღვარზე მოგრძო ზოლისებური ნაჭდევი), რაც ობიექტურად, მის ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა. აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, დილით, იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, რა დროსაც გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. უმალ გარეთ გავიდა და დაინახა სადარბაზოს კედელზე მიყრდნობილი მეუღლე, რომელიც ცდილობდა ა-–---- (ა-–----------) ბ----ასთვის იარაღის წართმევას, რომელიც ამ უკანასკნელს ეჭირა ხელში. დ----- ჩ--------მა მოიგერია ა-–---- ბ----ას თავდასხმა და წაართვა მას იარაღი, რომელიც სახლში შეიტანა, დივანზე დადო და თქვა, ,,ამით დამჭრაო“. იარაღი მათი სახლიდან მოგვიანებით პოლიციამ ამოიღო.

 

გარდა მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებისა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევი ა-–---------- ბ----ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე მოწმე (დაზარალებულ) დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმით (23.04.2019), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (23.04.2019), თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით (23.03.2017), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N1------- დასკვნით (25.04.2019), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N4---- დასკვნით (25.04.2019), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (25.04.2019), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს წერილით (02.05.2019), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N1--- დასკვნით (01.05.2019), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (28.05.2019), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის წერილით (06.05.2019), შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღრიცხვის განყოფილების წერილით (23.05.2019), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (10.10.019), რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

მოწმე (დაზარალებულ) დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმით (23.04.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე, მე-3 და მე-4 სართულებს შორის კიბის უჯრედის ბაქანზე, მოულოდნელად დაინახა მისკენ მიმართული ცეცხლსასროლი იარაღი, გაიგონა გასროლის ხმა და იგრძნო, რომ მარჯვენა მხრის არეში მიიღო დაზიანება. ორივე ხელით დაიჭირა იარაღი, რომელიც მისკენ იყო მიმართული და ცდილობდა თავდამსხმელისათვის მის წართმევას, რაც მოახერხა კიდეც. წართმეული იარაღი სახლში შეიტანა და დააგდო ტყავის სკამზე.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (08.05.2019) დასტურდება, რომ 2019 წლის 8 მაისს, 18:10-18:55 საათზე ჩატარდა დაზარალებულის დ----- ჩ--------ის 2019 წლის 23 აპრილის ჩვენების შემოწმება, რა დროსაც დაზარალებულმა მითითა ჩენებაში დასახელებული ადგილები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (23.04.2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, 10:50-13:15 საათზე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, კორპუსი N155, მე-2 სადარბაზოში. დათვალიერების დროს მე-3 და მე-4 სართულებს შორის არსებული კიბის ბაქანზე, იატაკიდან დაახლოებით 130 სმ. სიმაღლეზე კედელზე ნანახი იქნა დაზიანების კვალი, ხოლო იატაკიდან ამოღებული იქნა ტყვიის გულას მაგვარი პატარა ზომის მეტალის საგანი, ბინა N3--ში კი ამოღებული იქნა ტყავის სავარძელზე მოთავსებული ბარაბნიანი იარაღისმაგვარი მეტალის საგანი, რომლის ბარაბანში მოთავსებულია 3 ვაზნა და ერთი მასრა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N4---- დასკვნით (25.04.2019) უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული:

 

N5---- იარაღი წარმოადგენს რუსული წარმოების, ტულის საიარაღო ქარხანაში ქარხნული წესით დამზადებულ 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

სამი ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის“ (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის N5---- რევოლვერისთვის), მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

ერთი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის", ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის N5---- რევოლვერში.

ერთი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის (7,62 mm „Nagant“) ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ "ნაგანისათვის", ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის “ნაგანის” სისტემის N5---- რევოლვერიდან.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N1------- დასკვნით (25.04.2019) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა. მასრის შიდა კედლებზე დაფიქსირდა დენთის წვის პროდუქტები NO2-ი და ნახშირის ნაწილაკები. ტყვიის ზედაპირზე დაფიქსირდა დენთის წვის პროდუქტების - NO2-ის კვალი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (10.10.2019) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „იარაღისმაგვარ საგანზე“, ერთ ცალ მასრაზე და დ----- ჩ--------ის ქურთუკზე და სვიტერზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები;

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (25.04.2019) შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სამი ცალი ვაზნის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, რომელთაგან ერთ-ერთი - ვაზნის ზედაპირზე არსებული კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, ხოლო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N1--- დასკვნით (01.05.2019) უტყუარად დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 27.04.1986 წელს დაბადებული ა-–---------- ლ--------ს ძე ბ----ას (პ/ნ 5----------) მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (15.07.2019) ცალსახად დადასტურებულია, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ რევოლვერის ტიპის იარაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ა-–---------- ბ----ას გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (23.04.2019), მოწმე (დაზარალებულ) დ----- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმით (23.04.2019), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებაა, ცალკე აღებული უტყუარად დასტურდება, რომ დ----- ჩ--------ზე თავდასხმისას, ერთი გასროლის შემდეგ ამ უკანასკნელმა მოახერხა თავდამსხმელისათვის იარაღის წართმევა, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა მისივე საცხოვრებელი ბინიდან, ხოლო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N4---- დასკვნით (25.04.2019) უტყუარად დადგენილია, რომ ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო სამი ცალი ვაზნა მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ამასთან, მოწმე თ---------–-------ჩ--------ის ჩვენებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N1--- დასკვნითა (01.05.2019) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (15.07.2019), რომლებითაც მოხდა იარაღსა და ვაზნებზე დამნაშავის კვალის იდენტიფიცირება, ცალსახად დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იქ სწორედ ა-–---------- ბ----ამ მიიტანა.

 

შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღრიცხვის განყოფილების წერილით (23.05.2019) ირკვევა, რომ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, ,,ნაგანის“ სისტემის ,,5----“ რევოლვერი რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ დგას. ამდენად, ა-–---------- ბ----ას ზემოაღნიშნული იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება კანონით დადგენილი წესით მინიჭებული არ ჰქონია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით (23.03.2017) ა-–---------- ბ----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

ა-–---------- ბ----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

ა-–---------- ბ----ას, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- ბ----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

ა-–---------- ბ----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 8 მარტიდან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელო და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს წერილით (02.05.2019) ირკვევა, რომ ა-–---------- ბ----ა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს - 2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით იმყოფებოდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს კონტროლის ქვეშ და გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2021 წლის 7 მარტს.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის წერილით (06.05.2019) დადგენილია, რომ ა-–---------- ბ----ას შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

 

ამდენად, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს - 2019 წლის 23 აპრილს ა-–---------- ბ----ას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ნასამართლევმა ა-–---------- ბ----ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2019 წლის 23 აპრილს ასევე უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერს N5---- საბრძოლო ვაზნებით და სამ ცალ ვაზნას, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა-–---------- ბ----ას მსჯავრდების ნაწილში, რაზეც ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შესაგებელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ სასამართლოში წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, გაკაწვრა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე - სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ ა-–---------- ბ----ამ დ----- ჩ--------ს იარაღიდან გასროლით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, მარჯვენა მხრის სარტყელის მიდამოში, მხრის სახსრის ზემოთ, დელტისებურ და ქედის მიდამოების საზღვარზე, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, თუმცა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ა-–---------- ბ----ას ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო შენახვას - ამ საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, ხოლო ტარება - ამ საგნებთან ერთად გადაადგილებას, რაც შეიძლება, განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, ავტომანქანით, რომლითაც დამნაშავე მოძრაობდა და სხვა.

 

ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების - ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ამ ნივთების შეძენა, შენახვა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია სსკ-ის 236 მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ნასამართლევმა ა-–---------- ბ----ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2019 წლის 23 აპრილს ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ა-–---------- ბ----ას ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა-–---------- ბ----ას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა ა-–---------- ბ----ას მიმართ სასჯელების დანიშვნისას ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ერთობლიობა, რაც მაღალი საშიშროების მატარებელია), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (ა-–---------- ბ----ამ პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა განზრახი დანაშაულები), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა-–---------- ბ----ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

ამასთან, ვინაიდან ა-–---------- ბ----ამ განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ა-–---------- ბ----ას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით - სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით

 

7.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად: სუნის ნიმუშები, ანაწმენდი, ხელთათმანები, ნერწყვის ნიმუში (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში), ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ტყვია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

სამი ცალი ვაზნა, „ნაგანის“ სისტემის იარაღი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;

 

დ----- ჩ--------ის ტანსაცმელი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ერთი ცალი CD დისკი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ბ----ას ადვოკატის გ--–- ნ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ა-–---------- ბ----ა ცნობილი იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

ა-–---------- ბ----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 25 აპრილიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

სუნის ნიმუშები, ანაწმენდი, ხელთათმანები, ნერწყვის ნიმუში, ერთი ცალი მასრა, ერთი ცალი ტყვია (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

სამი ცალი ვაზნა, „ნაგანის“ სისტემის იარაღი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;

 

დ----- ჩ--------ის ტანსაცმელი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ერთი ცალი CD დისკი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში) დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე.

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მაია თეთრაული