განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
330100119003022852
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003022852

საქმე №1ბ/1989-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

 

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ---------------ი;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ვ-–----------------ე (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ---–--------------------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-----–-----–-------------ში)

 

წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად.

 

ადვოკატი - გ--------------ე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თ---–--–-----–----------------------------------------------------ში გ------–---–-----ი შევიდა თავისი ძმის თ---------–-----ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდა ვ-–----------------ე და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ თ---------–-----ის კუთვნილ სანადირო თოფს და მოსთხოვეს ფულადი თანხა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ვ-–----------------ისთვის წარდგენილი ბრალდება.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ვ-–----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------მა.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა გამართლებულის ადვოკატმა გ--------------ემ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურდა ვ-–----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება. იმ მოტივით, რომ განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმდგენილი არ ყოფილა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ვ-–----------------ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება შეაჩერა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების შინაარსი, იმსჯელა მათი უტყუარობის შესახებ და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა გ------–---–-----მა განმარტა, რომ მისი ძმა თ---------–-----ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ბინა არის დაკეტილი, რომელსაც გ------–---–-----ი აკითხავს. 2019 წლის 2 აპრილს მივიდა ძმის თ---------–-----ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თ---–-------–------------------------------------------------------, რა დროსაც კარის საკეტი დახვდა დაზიანებული, სახლში შესვლისას დახვდა სამი პიროვნება, საძინებელში იყო მაღალი პიროვნება, ,,ლუსტრას’’ წვდებოდა; კომპიუტერის ,,შნურით’’ გაუკრეს ხელები, პირდაღმა დააწვინეს იატაკზე, თავზე გადააფარეს ადიელა, რის გამოც სუნთქვა უჭირდა, დაუწყეს ცემა, სთხოვდნენ სეიფის გასაღებს. სეიფი იყო საძინებელში, რომლის შესახებაც გ------–---–-----მა არ იცოდა; მოსთხოვეს ათასი დოლარი, ს-–-----ი სთხოვდა გაეშვათ, იშოვიდა და მიუტანდა ათას დოლარს. ამის შემდეგ, დაახლოებით ათი წუთი იყო სიჩუმე, ამ დროს ბინაში შევიდა მეზობლად, მეხუთე სართულზე მცხოვრები მდგმური მურმანი, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გ------–---–-----ის განმარტებით, თავდამსხმელებმა ბინაში დაჭრეს ავეჯი, გატეხეს გამათბობელი და გამწოვი, ტუალეტის ,,ბაჩოკი’’, თუ რას ეძებდნენ მისთვის უცნობია, მას სთხოვდნენ ფულს. მან ერთი წამით დაინახა მაღალი ბიჭი, კაპიშონით, რომელიც გადმოხტა საწოლიდან, მას ჰქონდა წვერი, პირდაპირი წარბები, სუფთად, ლამაზად ჩაცმული იყო, შემდეგში ფოტოსურათით ამოიცნო. ყაჩაღობის შედეგად ბინიდან წაღებულ იქნა მისი ძმის კუთვნილი სანადირო თოფი. პოლიციის თანამშრომლებმა აჩვენეს კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ სამი პიროვნება რვა საათზე შევიდა შენობაში, ერთი მაღალი გამოვიდა, 2 უკან მანქანაში ჩაჯდა. მაღალი პიროვნება, რომელიც იყო ბინაში მან კამერებში ნანახსაც მიამსგავსა. გ------–---–-----ის განმარტებით, კამერების ნახვის შემდეგ ჩაატარეს ფოტოსურათით ამოცნობა, წარუდგინეს 3 თუ 4 ფოტო, მაღალი პიროვნება ცოტათი გავდა. არის თუ არა ის პიროვნება დარბაზში არ იცის.

 

გ------–---–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N---------, რომლის თანახმად 03.04.2019 წ. მოქალაქე გ------–---–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით/დაზიანებების ზუსტი ლოკალიზაცია და აღწერილობა იხილეთ პირადი შემოწმების მონაცემებში/. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულმა თ---------–-----მა დაკითხვისას დაადასტურა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ. 2019 წლის 2 აპრილს ქ------–-------–--------------------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად წაღებულ იქნა ბიძამისზე გაფორმებული სანადირო თოფი, რომელიც იდო სტუმრების ლოგინზე, ლეიბების ქვეშ, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

 

თოფის სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, აღნიშნული თოფი არის ,,ტულა 2554“ , 16 კალიბრიანი.

 

მოწმე მ---------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 2 აპრილს სამსხურიდან დაბრუნდა დაახლოებით 12-ის ნახევარზე, ხელის დასაბანად საპირფარეშოში შესულმა ნახა, რომ ზედა სართულიდან ჩამოდიოდა წყალი. ბინაში ასულს კარი დახვდა შეღებული, სახლი მთლიანად იყო არეული. გ------–---–-----მა, რომელიც იყო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში, უთხრა, რომ დააყაჩაღა სამმა პირმა. მ---------------ემ გადაკეტა წყალი აბაზანაში და დარეკა პოლიციაში. სასწრაფოს მოსვლამდე გ------–---–-----ისგან შეიტყო, რომ სახლში მისულს საკეტი დახვდა გატეხილი, კარის შეღებისას ბინაში შეათრია სამმა პირმა, დააბეს, დააფარეს ადიელა და სცემს, ხელებზე ჰქონდა ნაჭდევები, ტუჩი-გახეთქილი, დაზარალებულისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები სთხოვდნენ 1000 დოლარს და ოქროს, ვინც ფულს ითხოვდა იყო დაბალი, ხოლო ორი პირი იყო მაღალი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსმა დეტექტივმა ა---------–------–მა განმარტა, რომ 2019 წლის 3 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ 2019 წლის 2 აპრილს გ-–----------------------------------–---------------–------------ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა ჰქონდეს 1980 წელს დაბადებულ ვ-–----------------ეს მცხოვრები: თ---–--–--–-----–------------; 1----–--–--------------–-----------------------–----------------–---–-------–---------------ში და 1985 წელს დაბადებულ გ-----------------ეს - მცხოვრები: მ-----------------------------------------------------------ში. ამასთან, გ-----------------ე და დ---------------- თავიანთ საცხოვრებელ ბინებში ინახავდნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ნივთებს, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომელმა გ---------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 4 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2----–-–-----------–----–----------------------------------–---------------------------ში მცხოვრებ გ------–---–-----ის ბინის ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები - გ-----------------ე, დ---------------- და ვ-–----------------ე იმყოფებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომელმა მ-------------მ განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რ----–----------–---–ის სახლში ინახებოდა ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შს სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების დეტექტივმა გ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 4 აპრილს პირადი კონტაქტისაგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ------–---–-----ის ბინის ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს 19---–--–--------------–-------------–--------------------ში მცხოვრები ო--------------–--ი. ინფორმაცია პატაკით ეცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შსს გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–--------–---მა განმარტა, რომ გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება გ------–---–-----ის ბინაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე. 2019 წლის 4 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქალაქ თ---–--–---------------–---–-------------ში ზ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთები, ინფორმაცია პატაკით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილების თანამშრომელმა გ-------------–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ------–---–-----ის საცხოვრებელი ბინის ყაჩაღობის ფაქტზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გაჩხრიკა ბინა. ამოიღეს ვიდეოჩანაწერები, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ერთ-ერთ მაღაზიაში ნანახი იქნა თუ როგორ ყიდულობდნენ სავარაუდო ეჭვმიტანილები სახრახნისებს, რის შემდეგაც ხელმეორედ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა დაახლოებით 7 ან 8 სახრახნისი. გაჩხრეკილ, იქნა გურჩიანის ბინა ავჭალაში, ჟინვალის ქუჩაზე გაიჩხრიკა ნ-------------ის საცხოვრებელი ბინა, საიდანაც არაფერი ამოღებულა, ლოტკინის დასახლებაში გაჩხრიკეს გოზიტაშვილის ბინა, საიდანაც ამოღებულ იქნა ხუთი ძირი მარიხუანა. დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა ტრანსპორტის მოძრაობა მეხუთე და მეექვსე მიკრორაიონებს შორის. წეროვნის მიმდებარედ საავტომობილო მაგისტრალზე ამოღებულ იქნა ნ-------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა - შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგი“. მის მიერ ალექსიძის ქუჩაზე, დასახლებაში მოხდა ვ-–----------------ის დაკავება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ს------------–---–მა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------–---მა განმარტა, რომ 2019 წლის 9 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2019 წლის 2 აპრილს გლ-----------------------------------–---------------------------ში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს მუ-----------------------------------------------------------------ში მცხოვრები ვ-–----------–---–ი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–----------–---–მა განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი, 2019 წლის 2 აპრილს გაჩერებული იყო ქ-------–--–----------–--------------------------–------ე კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით, ცხრის ნახევარზე მანქანაში ჩაუჯდა სამი პიროვნება, რომლებიც წაიყვანა გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში, მეშვიდე კორპუსთან, ორი პიროვნება ჩავიდა მანქანიდან, ხოლო დარჩენილი ერთი პირი მიიყვანა სანზონაში, ,,პლატონას დუქანთან“ 150 მეტრში. პიროვნება, რომელიც წინ იჯდა იყო წვერით, საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, პიროვნება ამოიცნო წვერით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვ-–----------–---–ის თანხმობით გავიდნენ შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, გ-----------------------------------------------------ე კორპუსის მიმდებარედ, სადაც საავტომობილო გზის ნაპირზე მიუთითა ის ადგილი, სადაც იდგა 2019 წლის 02 აპრილს და ჩაუჯდა სამი მამაკაცი, აღნიშნულის შემდეგ ვ-–----------–---–ის მითითებით გაემართნენ გლდანის მიმართულებით, გაიარეს მეტრო ,,ახმეტელის თეატრი“, ხიზანიშვილის ქუჩა, ავიდნენ მე-5 მ/რაიონში, გადავიდნენ ხიზანიშვილის ქუჩაზე და შევიდნენ მე-4 და მე-6 მ/რაიონებს შორის გამავალ გზაზე, სადაც შეუხვიეს ხელმარჯვნივ, მივიდნენ მე-7 კორპუსთან, კერძოდ, კორპუსის უკანა მხარეს მიუთითა ის ადგილი, სადაც ორი მგზავრი ჩამოსვა და ერთი წაიყვანა უკან, მისივე მითითებით წავიდნენ ხიზანიშვილის ქუჩით და გაემართნენ სანზონაში, ჩარგლის ქუჩის მიმართულებით, სადაც ვ-–----------–---–ის მითითებით გაცდნენ ,,პ-–---------------ის“ ჩასახვევს და გაჩერდნენ ჩ-----–-------------ის მიმდებარედ, სადაც მიუთითა ის ადგილი, სადაც დატოვა მესამე მგზავრი, რომელმაც გადაუხადა 10(ათი) ლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ-–----------–---–მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც ორ სხვა პიროვნებასთან ერთად 2019 წლის 2 აპრილს მიიყვანა გლდანში, ხოლო აღნიშნული პიროვნება შემდეგ მიიყვანა სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე და დატოვა, ამომცნობმა პირმა ვ-–----------–---–მა N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო მრგვალი პირისახის მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით, წარბებით, ასევე საერთო ვიზუალური იერით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება არის ვ-–----------------ე.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა გ------–---–-----მა ამოცნობის დაწყების წინ აღნიშნა, რომ 2019 წლის 02 აპრილს დაახლოებით 11:30 საათზე მივიდა თავისი ძმის თ---------–-----ის ბინაში, მდებარე ქ-------–-------–--------------------------------------------------ში, სადაც დახვდა სამი მამაკაცი, რომლებმაც შეუკრეს ხელები, მოსთხოვეს ფულადი თანხა და სეიფის ადგილმდებარეობა, ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი იყო დაახლოებით 40 წლამდე, საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, სახეზე პატარა ზომის წვერით, რომელიც ნიკაპზე ქონდა შეჭაღარავებული, თმაც ჰქონდა შეჭაღარავებული, სწორი საშუალო ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები, საშუალო სიხშირის მუქი ფერის წარბები, გ------–---–-----მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც ერთ-ერთი არის იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც 2019 წლის 2 აპრილს შეუკრეს ხელები, სთხოვდნენ ფულს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამომცნობმა პირმა გ------–---–-----მა N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო სახის ფორმით და მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით, წარბების ფერით, წვერით და თმით, ასევე საერთო ვიზუალური იერით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება არის ვ-–----------------ე.

 

კრიმინალისტიკური (ფოტო-პორტრეტული) ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ორივე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებზე (ასლები) გამოსახული პიროვნებები მკვეთრად განსხვავებულები არიან. კრიმინალისტიკური თვალსაზრისით (მეთოდურად) ფოტოსურათით პიროვნების ამოცნობა უნდა ჩატარებულიყო დასკვნით კვლევით ნაწილში აღწერილი პირობით.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------მ.

 

მოწმე ნ----------ემ განმარტა, რომ ბრალდებული ვ-–----------------ე არის მისი შვილის ნ-------------ის მეუღლე. 2019 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა სახლში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციელებმა ამოიღეს კბილის ჯაგრისები. ჩხრეკის ოქმი პოლიციელებმა წაუკითხეს, რადგან მას არ ჰქონდა სათვალე.

 

მოწმე ნ-------------მა, რომელიც არის ვ-–----------------ის მეუღლე, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მისი მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

ბრალდებულმა ვ-–----------------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ აქვს ორი პატარა საოჯახო სასტუმრო და ყავდა ოთხი მანქანა: ორი მიცუბიში ,,დელიკა“, 1 ,,ფოლცვაგენის’’ ჯიპი და 1 ,,ტოიოტა პრიუსი’’. ტურისტული სეზონის დაწყებამდე, აპრილის თვეში, არემონტებდა მანქანებს, ეძებდა მანქანის ნაწილებს და საბურავებს, რომ ტურისტები უსაფრთხოდ ეტარებინა. 2 აპრილს დილიდან წავიდა ჯიპით, ჩაასხა ბენზინი, ხელოსანს შეახედა, რაღაც ნაწილი ჰქონდა შესაცვლელი, გავიდა მანქანის ნაწილებზე, შუადღისას დაახლოებით პირველი საათისთვის წავიდა მეგობართან ო--------------–--თან ერთად ფონიჭალაში, საბურავების საყიდლად, იყვნენ ვ-–-----------------ის ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსით’’. რადგან, რაც მათ სურდათ ვერ იშოვა, ოთარი დატოვა ადგილზე, ხოლო თვითონ კვლავ მოძრაობდა, იყო ელიავაზე, შემდეგ ფეიქრებზე, დღის მეორე ნახევარში, ისევ ოთარს გაუარა, რის შემდეგაც დაიშალნენ. შემდეგ წავიდა ძამას ხეობაში მამათა მონასტერში, როდესაც ბრუნდებოდა, დაურეკა მეუღლემ და აცნობა, რომ ეძებდა პოლიცია, თბილისში ჩამოსული დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც დაურეკა გამომძიებელს და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს 11-დან 12 საათამდე ადვოკატთან ერთად მივიდოდა პოლიციის განყოფილებაში. დილით მეუღლესთან ერთად მიდიოდა ადვოკატთან, პოლიციაში გამოსაცხადებლად, რა დროსაც დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში აცნობეს მომხდარის შესახებ და სთხოვდნენ ბრალის აღიარებას. გ-----------------ესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

 

2019 წლის 2 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–-----–---------------------------------------------------ში. დასათვალიერებელი ობიექტი წარმოადგენს გ------–---–-----ის მფლობელობაში არსებულ ბინას, რომელიც განთავსებულია 9 სართულიანი ჩეხური პროექტის, მე-4 სადარბაზოს, მე-6 სართულზე ლიფტიდან ხელმარცხნივ. ბინა არის ოთხოთახიანი, შესასვლელი კარის, ქვედა მრგვალი სახელურიანი საკეტი დაზიანებულია, საკეტის გულა შიგნით არის ჩაჭედილი, ენა გამოშვერილია, გვერდებზე ემჩნევა ნაჭდევები და დაზიანებები. აღნიშნული ბინას მოპირდაპირედ განთავსებულია ბინა N70-ის კარი, რომლის სათვალთვალოზე გარედან მიკრულია თეთრი ფერის ქაღალდის პატარა ნაგლეჯი, დასათვალიერებელ ბინაში ოთახები არეული იყო და ნივთები გადმოყრილი და გადაადგილებული. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ, კერძოდ, მისაღებ ოთახში კარადის წინ დაფენილ ხალიჩის ზედაპირიდან, N2 საძინებელ ოთახში კარადის წინ იატაკზე დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან, ე.წ ლოჯში გაზის გამათბობლის წინ თავზე დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან, აღებული იქნა სუნის კვლის ნიმუშები; შემთხვევის ადგილიდან გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც ჩავიდა კიბეებით, გავიდა სადარბაზოდან და გაჩერდა; შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის კვლები; ბინა N70-ის სათვალთვალოდან ამოღებული იქნა ქაღალდის ნახევი; მისაღებ ოთახიდან ე.წ გორკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა დოკუმენტაცია, ელექტროგამტარებლის სადენი მოწყვეტილი თავით; ბინის კარის საკეტიდან ამოღებულ იქნა გულის შიდა მხარე, ასევე ამოღებულ იქნა ინსტრუმენტი ე.წ. ,,სტამესკა’’, ორი ცალი ქანჩი, ერთი ცალი ოვალური ფორმის ლითონის ყუთი, ერთი ცალი ლითონის თარო; N2 საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მონადირის ბილეთი და იარაღის ტარების ნებართვა გაცემული ანდრეი ს-–-----ზე. აბაზანიდან ამოღებული იქნა მომწვანო სათლი.

 

2019 წლის 9 აპრილის საცხოვრებელი ბინის განმეორებით დათვალიერების ოქმის თანახმად, საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, კერძოდ, სახრახნისების, ბრტყელტუჩების და ქანჩების მოძიების მიზნით დაიგეგმა შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება, შემთხვევის ადგილიდან მდებარე ქ. თ---–-------–-------------------------------------------------------ში შესასვლელი ოთახიდან, ხელმარცხნივ ტუმბოიანი სკამის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 2 (ორი) ცალი სახრახნისი, შესასველიდან ხელმარცხნივ მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის პლასტმასის ტარიანი სახრახნისი, ასევე შესასვლელი ოთახში არსებული პლასტმასის ყუთიდან ამოღებულ იქნა 4 (ოთხი) ცალი ყვითელ და შავ ფერებში გაწყობილი სახრახნისი, N2 საძინებელში არსებული ლოგინის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა შავ და წითელ ფერებში გაწყობილი რეზინის ტარიანი მეტალის თავით რეგულირებადი ქანჩი და ყვითელი და შავ ფერებში გაწყობილი სახრახნისი.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გ-------------–--ემ.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აპრილის N11ბ/5974-19 განჩინების საფუძველზე ჩატარდა ქ.------–-----–-----–----------ში მდებარე ვ-–----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, სააბაზანო ოთახში ხელსაბანის თავზე დამაგრებული ჩასაწყობი სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი მოვარდისფრო ფერის კბილის ჯაგრისი და ერთი ცალი სტაფილოსფერი ჯაგრისი, ასევე ხელსაბანის თავზე დამაგრებული სარკის წინ დასადებიდან ამოღებულ იქნა ,,Gillette-ს ფირმის წვერის საპარსი. სხვა რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ან კანონსაწინააღმდეგო ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

გ-----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 4 აპრილს ქ-------–----------------------–------------------------------------------, ბინა N30-ში გ-----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია შავი პისტოლეტისმაგვარი საგანი, ორი ცალი მჭიდით, ორი ცალი ქურთუკი, რუხი ფერის ე.წ. ,,ბენდენა“, 1 წყვილი სპორტული ფახსაცმელი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვა არაფერი ყოფილა.

 

დ----------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ-------–----------–----------–--------------–-------–--------------ში საცხოვრებელი სახლისა და სახლის უკან არსებულ სათავსოს ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გ-------------–--ემ.

 

ზურაბ მუზაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------–----------–----------------–---–------------ში ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იქნა აღმოჩენილი და ამოღებული.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ.------–----------–----------------------------------------ში, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 5 ცალ მუყაოს ერთჯერად ჭიქაში ჩარგული მომწვანო ფერის მცენარე, რომელზედაც ი-----–-----------–---–მა განაცხადა, რომ ამოღებული ხუთი ძირი მცენარე არის მარიხუანა, რომელიც დათესა და ზრდიდა.

 

ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ-------------–--ემ

 

2019 წლის 2 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, მცხეთა-მთიანეთი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე სოფ. წეროვნის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე დგას შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის’’ ფირმის ავტომობილი სახ.ნომრით B--------, რომელიც მოთავსდა ევაკუატორზე და გადაყვანილ იქნა ქ-------–-------------–---–--------------ში შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ავტოსადგომზე.

 

ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გ-------------–--ემ.

 

ავტომობილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ-------–-------------–---–--------------ში არსებული შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ავტოსადგომზე გაჩერებული შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ მარკის ავტომობილი სახ. ნომრით B-------. ავტომობილიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, დაქტილოფირით მიკრონაწილაკები 16 დ/ფირზე, ავტომობილის საბარგულში ნანახი იქნა მოთეთრო ფერის პლასტმასის ნიღაბი, ასევე ავტომობილი დამუშავებულ იქნა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ რაიმე სახის კვალი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ჩანაწერებში დაფიქსირებულია დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვ-–----------------ის დედის - მ------------ის, სიდედრის - ნ----------ის, მეუღლის - ნ-------------ისა და სხვა პირთა შორის საუბრები, რომლებიც ეხება ვ-–----------------ის ბრალდებასთან დაკავშირებით მათთვის სხვადასხვა პირებისგან მიღებულ ინფორმაციას.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 13 აპრილს დათვალიერებულ იქნა ქ-------–-------–-----------------–-----–-------------ში მდებარე შპს „მ--------–-–---–ის“ აფთიაქი ,,----’’-დან ამოღებული 2019 წლის 02 აპრილის 07:00 საათიდან 14:00 საათამდე განხორციელებული ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერის დროით 10:12:45 საათზე გლდანის მე-6 მ/რ, მე-9 და მე-8 კორპუსებს შორის ჩამოდის შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ ფირმის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო ნომრის მხოლოდ ბოლო ორი სიმბოლო ჩანს Z-, ავტომობილი ჩამოდის შენგელიას ქუჩაზე, გაივლის რამოდენიმე მეტრს და ჩერდება მე-4 მ/რ -ს მხარეს საავტომობილო გზაზე, საიდანაც რამოდენიმე წამში გამოდის მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი. ავტომობილიდან გამოსვლის შემდგომ იგი გადაკვეთს საავტომობილო გზას და ისევ მიემართება გლდანის მე-9 კორპუსის მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზაზე, საიდანაც მანამდე ჩამოვიდა ავტომობილით, გზის გადაკვეთის შემდგომ იგი გადის კამერის ხედვის არეალიდან. 2019 წლის 02 გზის აპრილს 10:32:00 საათამდე ავტომობილთან არც არავინ მიდის არც იქიდან არავინ არ გამოდის, 10:32:21 საათზე კამერის ხედვის არეალში შემოდის იგივე პიროვნება, რომელიც მანამდე ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ მარკის ავტომობილიდან გავიდა და წავიდა და მე-9 კორპუსისაკენ. მას თავზე უკვე აფარია კაპიშონი, მასთან ერთად იმყოფება მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი. ორივე მათგანი გამოდის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან სირბილით გადმოკვეთავენ გზას, ჩასხდებიან ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ მარკის ავტომობილში და ავტომობილით მიემართებიან შენგელიას ქუჩიდან მიხეილ ხერგიანის ქუჩისაკენ. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 10:39:47 საათზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ირაკლი დეკანოიძის მიერ დათვალიერებულ იქნა ნივთმტკიცებად ამოღებული კომპიუტერული დისკი, მასზე არსებული ქ. თბილისი, გლდანი, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ,,ავერსის“ აფთიაქის ვიდეოჩანაწერები. საქაღალდეში აღმოჩნდა ორი ვიდეოფაილი, რომლებიც თარიღდება 2019 წლის 02 აპრილით, ვიდეოჩანაწერებში ჩანს ქალაქი თბილისი, გლდანი, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ,,ავერსის“ აფთიაქის წინ გამავალი საავტომობილო გზა, სადაც 10:21:09 სთ-ზე ხიზანიშვილის ქუჩიდან კადრში შემოდის საავტომობილო გზაზე მიმავალი შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრაობს თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით, იგი სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალიდან გადის 10:21:13 სთ-ზე.

 

ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თიანეთის გზატკეცილი N15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერები, დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილები, თარიღდება 02.04.2019 წლით. კადრში ჩანს თიანეთის გზატკეცილი N15-ის წინ გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა, სადაც 10:59:15 საათზე გლდანის მე-6 მ/რაიონიდან გამოდის შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრაობას აგრძელებს საავტომობილო გზაზე ვიდეოკადრში ხელმარცხნივ. იგი გაივლის N15 საცხოვრებელი სახლის წინ და ჩერდება N200-ე სკოლის წინ, საავტომობილო გზის კიდესთან, რა დროსაც ა/ მანქანიდან გადმოდის მუქ სამოსში ჩაცმული მამაკაცი, კვეთავს გზას და შედის 10:59:59 საათზე გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საყოფაცხოვრებო (სამშენებლო) ინვენტარის მაღაზია ,,ლიდერში“, საიდანაც უკან გამოდის 11:03:50 საათზე, რის შემდეგაც ხსენებული პიროვნება მიდის ისევ შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანასთან, ჯდება მასში, რის შემდეგაც ა/მანქანა კვეთავს საავტომობილო გზას, ბრუნდება და შედის ისევ მე-6 მ/რაიონისკენ მიმავალში 11:04:32 საათზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა კომპიუტერულ დისკზე ჩაწერილი ქ. თბილისი, თიანეთის გზატკეცილი N9-ში განთავსებული შპს ,,ლიდერის“ სამშენებლო მასალების მაღაზიის შიდა და გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერები. ვიდეოფაილი თარიღდება 02.04.2019 წლით. 10:40:13 სთ-ზე კადრში ჩანს შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც ჩერდება მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, საიდანაც გადმოდის დაახლოებით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც 10:40:29 საათზე შედის სამშენებლო პროდუქციის მაღაზიაში, მიდის კამერის ხედვის არეალიდან ხელმარცხნივ. მამაკაცი არის საშუალო აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, აქვს მოკლედ შეჭრილი ჭაღარაშერეული თმა და მოზრდილი ჭაღარაშერეული წვერი, მუქი ფერის წარბები, პიროვნებას აცვია შავი ფერის ე.წ. ,,დუტის“ ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი, შუბლზე აწეული აქვს სათვალე, მაღაზიაში შესულ პიროვნებას თავზე წამოფარებული აქვს ქურთუკის კაპიშონი, რომელსაც იხდის მაღაზიაში შესული. თაროებთან მისული 10:41:17 სთ-ზე იღებს თაროდან ქანჩს, ასევე იღებს თაროდან ლურჯი ფერის ტარის მქონე სახრახნისს. აღნიშნულის შემდეგ მამაკაცი მიდის კამერასთან ახლოს, სალაროსთან, რა დროსაც მას მარცხენა ხელში უჭირავს მოვერცხლისფრო ფერის მქონე შავი ტარის მქონე ქანჩი, ხოლო მარჯვენა ხელში უჭირავს ლურჯტარიანი სახრახნისი, სალაროს გვერდით დახლთან პიროვნება აბრუნებს ლურჯტარიან სახრახნისს და კონსულტანტისგან იღებს შედარებით მოზრდილ სახრახნისს, რომელსაც ყვითელი და შავი ფერებით გაწყობილი პირი აქვს მოვერცხლისფრო ფერის. სახრახნისს პირზე (წვეროზე) წამოცმული აქვს ყვითელი ფერის პლასტმასი, რომელსაც ხსნის პიროვნება და ამოწმებს სახრახნისს. ამის შემდეგ პიროვნება იხდის სახრახნისისა და ქანჩის ღირებულებას, რომლებსაც იდებს ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში და გადის მაღაზიიდან 10:44:16 სთ-ზე. მაღაზიიდან გასული მამაკაცი მიდის გაჩერებულ ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანასთან და ჯდება მასში, რის შემდეგაც 10:44:45 სთ-ზე იძვრება ავტომანქანა გადმოჭრის გზას, ბრუნდება და მიდის სოფელი გლდანის მიმართულებით.

 

ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, გლდანის მე-6 მ/რაიონის მე-7 კორპუსის უკან მდებარე ე.წ. ,,ახალი პარკის“ ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები, პირველი ჩანაწერი იწყება 09:00 საათზე, კადრში ჩანს გლდანის მე-6 მ/რაიონის მე-7 კორპუსის უკანა მხარე და პარკის ნაწილი, კორპუსების უკანა მხარეს ჩანს მე-4 და მე-5 სადარბაზოს შესასვლელი. კადრში ჩანს როგორ მოძრაობს ხალხი პარკში, ასევე კორპუსის უკანა მხარეს საავტომობილო გზა, სადაც მოძრაობს მანქანები. 09:08:05სთ-ზე კადრში ჩნდება შავი ფერის ა/ მანქანა, რომელიც ჩერდება, მანქანის უკანა მხრიდან ჩამოდის ორი პიროვნება, კერძოდ მარცხენა კარიდან ჩამოდის პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მომწვანო ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ბოტასები, სახეზე უკეთია მოთეთრო ფერის სამედიცინო ნიღაბი; მარჯვენა კარიდან ჩამოდის პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თავზე ახურავს შავი ფერის ქუდი, აღნიშნულ პიროვნებას ხელში უჭირავს მოთეთრო ფერის დიდი ზომის პარკი, აღნიშნული პიროვნებები სწრაფი ნაბიჯით შედიან მე-5 სადარბაზოში, ხოლო ა/მანქანა მიდის. 09:08:30 საათზე აღნიშნული პიროვნებები გამოდიან მე-5 სადარბაზოდან გაივლიან კორპუსის უკან და შედიან 09:08:43 სთ-ზე მე-4 სადარბაზოში 09:11:40 სთ-ზე გამოდიან მე-4 სადარბაზოდან ბრუნდებიან უკან და შედიან მე-5 სადარბაზოში, 09:18:56 ისევ გამოდიან სადარბაზოდან მიდიან მე-4 სადარბაზოში და შედიან შიგნით, 09:22:19 სთ-ზე გამოდიან სადარბაზოდან, მიდიან პირველი სადარბაზოს მიმართულებით და გამოდიან სადარბაზოდან, მიდიან პირველი სადარბაზოს მიმართულებით და გადიან კადრიდან, 09:31:00 სთ-ზე ისევ ჩნდებიან კადრში, გაივლიან კორპუსების უკანა მხარეს და 09:31:18 სთ-ზე გადიან კადრიდან, 09:38:37 საათზე ჩნდებიან ისევ კადრში, მიდიან მე-4 სადარბაზოსთან და 09:35:50 სთ-ზე შედიან სადარბაზოში. 09:59:38 სთ-ზე გამოდიან სადარბაზოდან, მიდიან მე-5 სადარბაზოს მიმართულებით და 10:00 სთ-ზე გადიან კადრიდან, 10:01:35 სთ-ზე ერთი მათგანი, რომელსაც აცვია მომწვანო ფერის შარვალი და ლურჯი სპორტული ფეხსაცმელი ჩნდება კადრში, მიდის მე-4 სადარბაზოსთან და შედის შიგნით ჩანაწერი მთავრდება 10:03:00 სთ-ზე. მეორე ჩანაწერი იწყება 10:05:სთ-ზე. 10:06:15 სთ-ზე აღნიშნული პიროვნება, რომელიც შევიდა მე-4 სადარბაზოში, გამოდის და მიდის მე-5 სადარბაზოს მიმართულებით10:17:35 საათზე ორივე მათგანი ჩნდება კადრში, რომლებიც შედიან მე-4 სადარბაზოში 10:30 სთ-ზე გამოდიან სადარბაზოდან, მათ ხელში აღარ უჭირავთ არაფერი და 10:30:30 გადიან კადრიდან 10:52 სთ-ზე ჩნდებიან კადრში, მიდიან მე-4 სადარბაზოსთან და შედიან შიგნით.

 

სასამართლოში ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია არ დაემთხვა ვიდეოჩანაწერში არსებულ ინფორმაციას.

 

ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს N7908-19 განჩინების საფუძველზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვ-–----------------ისგან, ნერწყვის ნიმუშის აღება მოხდა იძულებით, გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა.

 

დაქტილოსკოპირების (ხელის კვლების) ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს N7908-19 განჩინების საფუძველზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვ-–----------------ისგან მოხდა ხელის კვალის (დაქტილოსკოპირება) აღება, რა დროს გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა.

 

სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ ვ-–----------------ისგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის N7908-19 განჩინების საფუძველზე მოხდა ექსპერტის მიერ სუნის ნიმუშის აღება, რა დროსაც გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N--------- თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გლდანის მე-6 მ/რაიონი, მე-7 კორპუსი, ბინა N71 -ში ჯგუფურად განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ვლ----------–-----------------ისაგან (დაბ. 15---------–-----------------) აღებული სუნის ნიმუშის.

 

დაქტილოსკოპირი ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ორ ცალ ფაილზე და სამონადირეო ბარათზე გამოვლინდა დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების ზედდების და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. სატეხზე, ორ ცალ ქანჩზე, ლითონის კოლოფზე, ლითონის ფირფიტაზე, სათლზე, ელ.დამაგრძელებლებზე და თაბახის ფურცლებზე ხელის კვალი დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლინდა.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად:

 

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - 1--------- წელს დაბადებული ვლ----------–-----------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

2. სს N------------ საქმეზე ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი N1 და N2 (იხ.დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N------- 11.04.2019 წლის შესრულებული უფროსი ექსპერტის - თ----------ის მიერ) არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - 1--------- წელს დაბადებული ვლადიმერ ლე----------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდებისა.

 

3.ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - 1--------- წელს დაბადებული ვლ----------–-----------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული შსს საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ 12.02.2008 წლის N----------- ელექტრონული მომართვით წარმოდგენილი-1--------- წელს დაბადებული J-----------------ის ხელის თითის ანაბეჭდების ნიმუშისა.

 

1--------- წელს დაბადებული ვლ----------–-----------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი N1 და N2 -ის იდენტური კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2---------–-დ. ოთ--------------------------–--ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 2--------- წ.დ. ოთ--------------------------–--ის ანაბეჭდების ნიმუშისა.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2---------–-დ. ოთ---------------------------–--ის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 0--------- წ.დ გ-----------------------------------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 0--------- წ.დ. გ-----------------------------------ის ანაბეჭდების ნიმუშისა.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 0--------- წ.დ გ-----------------------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებულ ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 3--------- წ.დ. გო----–---------ის ასული ს-–-----ის და 3--------- წ.დ. დ--------–---------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობათზე არსებულ;ი ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ქ-------–-------–--------------------------------------------ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან, კერძოდ: მისაღებ ოთახში კარადის წინ იატაკზე დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან, ე.წ. ლოჯში გამათბობლის წინ დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ო--------------–--ისგან (დაბ: 2--------- წელს) დ----------------სგან (დაბ: 3--------- წელს) და გ-----------------ისგან ( დაბ:0---------წელს) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N005665019 დასკვნის თანახმად: კონვერტში მოთავსებულ საქაღალდეზე არსებულ ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ.N6_) ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომლის გენეტიკური პროფილი განსხვავდება ო--------------–--ის (ობ. N30, პაკეტი, წარწერით:,, ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) სტერილურ ჩხირზე აღებული მოწმე ო--------------–--ის პირის ღრუდან, დაბ.2---------წ) გ-----------------ის (ობ. N31, პაკეტი წარწერით: ,, ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც. სპეც ბიო ჩხირზე აღებული მოწე გ-----------------------------------ის დაბ. 0---------- წ. პირის ღრუდან) დ----------------ს (ობ.N32; პაკეტი წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც, სპეც. ბიო ჩხირზე აღებული მოწმე დ--------–---------------ის დაბ. 3---------წ. პირის ღრუდან...’) და ვ-–----------------ის (ობ. N33, პაკეტი წარწერით: ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. სტერილურ ბამბის თავიან ჩხირზე აღებული ბრალდებულ ვალდიმერ ლე----------------ის დაბ.1---------წ. პირის ღრუდან) გენეტიკური პროფილებისგან.

 

პაკეტში შტრიხ.კოდით FCD 859193 და წარწერით: საძინებელში კედელში ჩამონტაჟებული სეიფის ძირში იატაკზე ნანახი ორი ცალი რკინის ქანჩი, ერთი ცალი რკინის თარო და ერთი ცალი მეტალის ყუთი ოვალური ფორმის..“ მოთავსებულ მეტალის ყუთზე (ობ.N12) მეტალის ფირფიტაზე (ობ. N13) და ქანჩზე წარწერით ,,12“ და ,,14“ (ობ,. N14) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში მოთავსებულ ქანჩზე, წარწერით ,,19“ და ,,22“ არსებული ბიომასალის (ობ.N15) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი გ-----------------ის (ობN31) გენეტიკური პროფილი იდენტურია, ხოლო მინორულ წილში არ ვლინდება ობ.N6-ი ო--------------–--ის (ობ. N30) დ----------------ს (ობ. N32) და ვ-–----------------ის (ობ.N33) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

პაკეტში შტრიხკოდით FCD 1254090 და წარწერით: ,,მცირე ზომის ქაღალდი მიკრული მეზობლის სათვალთვალოზე ბინა N70-ის კარზე.. მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.N16) გენეტიკური პროფილი გ-----------------ის (ობ.N31 გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

პაკეტში შტრიხკოდით FCD 854250 და წარწერით „.ამოღებული 4 (ოთხი ) ც. სახრახნისი , ბინის შესასვლელში არსებული პლასტმასის ყუთიდან “ მოთავსებული ოთხ ცალი სახრახნისზე (ობ. N23-26) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის საკმარისი ადამიანის ბირთული დნმ- ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში შტრიხკოდით FCD85421 და წარწერით „....1 (ერთი) ც . სახრახნისი , ამოღებულია მე-2 საძინებელში არსებული საწოლის ზედაპ..“ მოთავსებულ სახრახნისზე (ობ. N27 ) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი გ-----------------ის (ობ. N31 ) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვა ნივთებზე იდენტიფიკაციისთვის საკმარისი ადამიანის ბირთული დნმ- ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა ან/და გენეტიკური პროფილი იდენტიფიცირებისთვის არაინფორმატიულია.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 13 აპრილის N5973-19 სასამართლო განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 18 აპრილს 12:09 საათზე ქ.------–--------------–---------------- მიმდებარედ დაკავებულ იქნა ვ-–----------------ე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რომლებსაც სააპელაციო პალატა ქვემოთ მიმოიხილავს დეტალურად, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მოწმეების: გ--–-------–---–--------------------–-–---–-------------–-–--–---–------------------------------------–---–-----–-–------------------------–---–---------–---------------------------ს, ზ-------------–---–-------------------–---–----------–------------------–--------–-----------------–-–---–---------------------–---–---------------–------------------------–---–--------------------------------------------------------------------------------- რ-----–---–-----------------------------------–-–---–----------–------------------------------------------------–---–-----–-–------------------------–--------–---–--------------------------–-------------–---–--------------------–--–-----------------------–-–----–-–---–-----------------------------------–---–------ ზ-------------------------------------------------------------–---------------------–----------------------–------------------------–---–----------------------–------------------------–-----------------------------–---–--------------–------–----–---–----–--–-- ხ--–-–---–-------------------------–-----–---–-----------–--------–-–---–---------------–----------------------–---–-------------------------–--------------–---–ის ჩვენებები, რომლებიც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატამ, მტკიცებულებები შეაფასა მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მათი ერთობლიობის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს და მითუფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. ასე მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებას მიიღებს ო. პ-ის ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება N199აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში კი გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N158აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მარტო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება და როდესაც თავად კ. ჯ-ც არ უარყოფს კ. ყ-ს ავტომანქანაში ჯდომის ფაქტს, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N12აპ-18).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვ-–----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების გასაქარწყლებლად და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასმართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა საკმარისი მტკიცებულებები, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ვ-–----------------ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

დაზარალებულ გ------–---–-----ის ჩვენებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ------–---–-----ის მეზობლის მ---------------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასში მონაწილე პირთა ჩვენებებითადგენა, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ------–---–-----ს მისი ძმის - თ---------–-----ის საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა სამი პირი, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდნენ თანხას, თუმცა ამ მტკიცებულებებით შუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა თავდამსხმელთა შორის ვ-–----------------ე. მიუხედავად იმისა, რომ გ------–---–-----მა თავის ჩვენებებში აღწერა ის პირს, რომელიც მიამსგავსა ვ-–----------------ეს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მას თავს სწორედ ვ-–----------------ე დაესხა. კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებელი ეჭვი კი, ცალსახად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. დაზარალებულ გ------–---–-----ის მიერ ვ-–----------------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე, რომელიც მისი სინაარსით დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებაა და სააპელაციო მასზე არც იმსჯელებს, როგორც დამოუკიდებელ მტკიცებულებად, აღნიშნავს, რომ გ------–---–-----მა განმარტა, რომ ფოტოსურათით ამოცნობამდე მას პოლიციელებმა აჩვენეს კამერის ჩანაწერები, მაღალი პიროვნება, რომელიც იყო ბინაში მან კამერებში ნანახსაც მიამსგავსა, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ასეთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმი ან/და ვიდეოჩანაწერი. ამდენად, ამოცნობა მოხდა არა იმ ნიშან-თვისებების მიხედვით, რომლის ირგვლივ გამოიკითხა დაზარალებული, არამედ ამოსაცნობ ობიექტზე მინიშნებით, რაც კამერების ჩანაწერების წინასწარი ჩვენებაში გამოიხატა, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა. ამასთან, კრიმინალისტიკური (ფოტო-პორტრეტული) ექსპერტიზის N------- დასკვნით დადასტურებულია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ორივე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებზე (ასლები) გამოსახული პიროვნებები მკვეთრად განსხვავებულები არიან, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამოცნობის ოქმი ასევე დაუშვებელი მტკიცებულებაა.

 

მოწმე ვ-–----------–---–ის ჩვენებასთან და მისი ჩვენების გაგრძელებებთან (ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) აღსანიშნავია, დაკავშირებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად, ვ-–----------–---–ის ჩვენება ფაქტობრივად წარმოადგენს ვ-–----------------ის ალიბის, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების დროს ვ-–----------------ე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა სასამართლომ ვერ მიანიჭა მას ალიბის მნიშვნელობას, რადგან ვ-–----------------ემ უარყო ვ-–----------–---–ის ტაქსით გადაადგილების ფაქტი.

 

რაც შეეხება სასამართლოში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს, სააპელაციო პალატა სიღრმისეულად არ მიმოიხილავს იმ პროცესუალურ დარღვევებს, რაც მათი დაუშვებლობის პირდაპირი საფუძველია, რაზეც დეტალურად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და დასძენს, ვიდეოჩანაწერების ავტენტურობა ეჭვქვეს რომც არ დამდგარიყო, ვიდეოჩანაწერებში არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ვ-–----------------ის ბრალეულობა, რადგან ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი, რომ ვ-–----------------ე გადაადგილდებოდა შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ ფირმის ავტომობილით, დარცა ეჭვად და ვარაუდად და არ დადასტურებულა კანონით დადგენილი წესით.

 

სააპელაციო პალატა არნიშნავს, რომ შპს ,,ლიდერის“ სამშენებლო მასალების მაღაზიაში პირის მიერ ქანჩის და სახრახნისის შეძენის ფაქტი, ცალკე აღებული, ვ-–----------------ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, ვინაიდან თავად ვ-–----------------ეს არ დაუდასტურებია შპს ,,ლიდერის“ მაღაზიაში სახრახნისისა და ქანჩის შეძენა და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით დადასტურებულა ეს ფაქტი და არც შპს ,,ლიდერის“ მაღაზიაში შეძენილი ქანჩისა და სახრახნისის შემხებლობა დადგენილა მოცემულ დანაშაულთან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ცალსახად დაადასტურებდა ვ-–----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებები - დანაშაული ჩადენილი ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, ვ-–----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, რისი გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, რომლებიც ვ-–----------------ის სუნის კვალთან ერთად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯი, ელ. სადენი, საკეტის გულა, ე.წ „სტამესკი“, 2 ცალი ქანჩი, მომწვანო ფერის სათლი, ასევე დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული 8 ცალი სახრახნისი და ერთი ცალი ქანჩი, ვ-–----------------ის, დ----------------ს, გ-----------------ის და ო--------------–--ის ნერწყვის ნიმუშებთან ერთად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დოკუმენტები, ლითონის ყუთი, ლითონის თარო, მონადირის ბილეთი, იარაღის ტარების ნებართვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ამოღებული ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“, სახ.ნომრით N---------, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“ სახ.ნომრით N---------, დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები, მოთეთრო ფერის პლასტმასის ნიღაბი, რომლებიც დალუქული სახით ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; გ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყუთში მოთავსებული პისტოლეტი ორ მჭიდთან ერთად და 6 ვაზნით, ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ორი ცალი ქურთუკი, ბენდენა და სპორტული ფეხსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; გ------–---–-----ის, გ-----------------ის, ო--------------–--ის და დ----------------ს სუნისა და ხელის კვლის ნიმუშები დალუქული სახით ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ვ-–----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი კბილის ჯაგრისი და ერთი ცალი პირის საპარსი, დალუქული ცალ-ცალკე 4 პაკეტად, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ვ-–----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ-–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ვ-–----------------ეს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნივთმტკიცებები:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, რომლებიც ვ-–----------------ის სუნის კვალთან ერთად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

-

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯი, ელ. სადენი, საკეტის გულა, ე.წ „სტამესკი“, 2 ცალი ქანჩი, მომწვანო ფერის სათლი, ასევე დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული 8 ცალი სახრახნისი და ერთი ცალი ქანჩი, ვ-–----------------ის, დ----------------ს, გ-----------------ის და ო--------------–--ის ნერწყვის ნიმუშებთან ერთად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დოკუმენტები, ლითონის ყუთი, ლითონის თარო, მონადირის ბილეთი, იარაღის ტარების ნებართვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

-

- ამოღებული ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“, სახ.ნომრით N---------, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

-

- ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“ სახ.ნომრით N---------, დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები, მოთეთრო ფერის პლასტმასის ნიღაბი, რომლებიც დალუქული სახით ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- გ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყუთში მოთავსებული პისტოლეტი ორ მჭიდთან ერთად და 6 ვაზნით, ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ორი ცალი ქურთუკი, ბენდენა და სპორტული ფეხსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

- გ------–---–-----ის, გ-----------------ის, ო--------------–--ის და დ----------------ს სუნისა და ხელის კვლის ნიმუშები დალუქული სახით ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- ვ-–----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი კბილის ჯაგრისი და ერთი ცალი პირის საპარსი, დალუქული ცალ-ცალკე 4 პაკეტად, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე