1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.
2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.
5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.
8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.
9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4677
- 22.06.2012 კანონი №6549
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა 1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით. 2. ამომცნობი სარგებლობს მოწმის უფლებებით და ეკისრება მისი მოვალეობები. 3. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გდათვალისწინდგებუნილი წესით უნდა დიყოს გამოკითხული/დაკითხოსული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მან ნს ახა ემოსაცნობ ობიექტითან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. 43. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 32 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. 54. ამოცნობამდე ამოსაცნობი უფლებამოს ილია ნებისმიერი ადგილი დაიკავოს სხვა პირთა შორის. 6. ამოსაცნობი ობიექტი ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. 75. პირის ოცა ამომცნობა შეიძლებსა ჩატარდეთვის ამოსაცნობის ვ ობიზუალური დაკვირვებქტის გარეშე. ამოსაცნობა შდ წარდგესნა შეუძლებელია ჩატარდეს ამოსაცნ ობზე ვიზუალურის დაკავშირვებულის გა არეშეც, აღქმგონის სხვა საშრულ ძალების გახმოყენებით. 8. როცვა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. 9ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. 6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. 7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა. 108. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით. 9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(55)
- საქმე №2კ-676აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
…ჯ-ე – იყო. ასევე, 2019 წლის 23 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმითაც დასტურდება, რომ მ. გ-ემ, კონკრეტულ ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით – სიმაღლით, თმით, თვალებით და სახის მოყვანილობით – ამოიცნო ბ. ჯ-ე. ამოცნობისას, რომელიც ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და ბ. ჯ-ის ადვოკატის მონაწილეობით, დაზარალებულმა მიუთითა, რომ ყაჩაღური თავდასხმისას კარგად დაამახსოვრდა დანაშაულის…
- საქმე №2კ-965აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2025
…საფრთხის გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას, უპირობოდ მნიშვნელოვანია. 35. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატ ტ. კ–ის არგუმენტს, რომ ბ. შ–ესთან მ. გ–ის ამოცნობის ჩაუტარებლობით დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა. 36. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლითაც…
- საქმე №2კ-923აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2025
…დაზარალებულის მიერ ამოცნობილი პირი - გ. გ-ა გამოსახულია სიმაღლის საზომის ფონზე. შესაბამისად, ამ ფორმით ჩატარებული ამოცნობა ვერ დაედება საფუძვლად გამამტუნებელ განაჩენს, ვინაიდან წარმოადგენს პირდაპირ მინიშნებას და ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს. ამასთან, ამოცნობის ოქმებში, როგორც დაზარალებული, ისე მოწმე - ე. ა-ჩი აღნიშნავენ,…
- საქმე №2კ-244აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
…საგნის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა ლ. ბ–მა ამოიცნო პირადი ნივთები, რომელიც სამართალდამცავებმა დ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ლ. ბ–სთან კუთვნილი ზურგჩანთისა და მაჯის საათის ამოცნობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით დადგენილი წესების სრული დაცვით მოხდა. თითოეულ შემთხვევაში ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი წარედგინა ორ სხვა…
- საქმე №2კ-407აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2023
…იგი ვერ გაიზიარებს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირთა განმარტებებს, რომლის თანახმადაც, მათ დ. მ-ე გადასცეს გ. ა-ს, იმის გამო, რომ ბრალდების მხარეს ამ პირებთან არ ჩაუტარებია გ.ა-ს ამოცნობა. აღნიშნული მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-9 ნაწილის შინაარსს, კერძოდ, ამოცნობა არ არის აუცილებელი ჩატარდეს, როდესაც ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ…
- საქმე №2კ-1099აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2023
- საქმე №2კ-636აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
- საქმე №2კ-541აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2022
- საქმე №2კ-396აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2022
- საქმე №2კ-671აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
- საქმე №2კ-388აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
- საქმე №2კ-469აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
- საქმე №2კ-637აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.04.2017
- საქმე №2კ-605აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2016
- საქმე №2კ-1121აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2007
- საქმე №2კ-620აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117002119919 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №060100119003174188 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100119002909482 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100119003022852 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100119002819898 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100118002613084 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2019
- საქმე №330100117002112452 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №010100117001812287 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2019
- საქმე №330100118002374761 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №010100118002567674 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №110100118002491325 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №820100118002512821 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №010100116001345674 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №330100117002183789 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №330100117002030192 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2019
- საქმე №110100117002066210 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №160100117002247514 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2018
- საქმე №200100115815693 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2018
- საქმე №080100115003226096 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 08.01.2020
- საქმე №060100119003174188 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №180210019002906050 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 13.12.2019
- საქმე №330100119003022852 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №820100118002680167 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №330100118002686988 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.