1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის საფლავიდან ამოღება).
2. შუამდგომლობით მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.
3. ექსჰუმაციის შესახებ განჩინება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავებისათვის და სხვა პირებისათვი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(66)
საქმე №2კ-300აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2022
…დასკვნებს, რომლებიც ვრცლად არის მიმოხილული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ ქმნის ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ყველა მტკიცებულება, რაც კი საქმეშია…
საქმე №2კ-4-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2017
…20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ…
საქმე №2კ-1434აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2009
…და 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა…
საქმე №2კ-1441აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2008
…დასკვნა; მიუხედავად ამისა, მან აღიარა დანაშაული, მაგრამ სასჯელის დანიშვნის დროს არც ეს გაითვალისწინეს; პალატამ არასწორად მიიჩნია დაზარალებულის განცხადება პრეტენზიის არქონაზე მსჯავრდებულთან შერიგებად. ამრიგად, საქმეში არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდებას აქვს მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდი და ეჭვი, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის…
საქმე №2კ-1121აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2007
…საქმე ა. ი-ის მიმართ ახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. აღნიშნული საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, მე-18 მუხლის, 131-ე და 132-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისათვის საპროცესო კანონით დადგენილ ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ა. ი-ის მიერ…
საქმე №2კ-938აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2007
საქმე №2კ-127დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2005
საქმე №ბს-314-452-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2004
საქმე №2კ-92კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2002
საქმე №2კ-9-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2000
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 132, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-132/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია