მუხლი 127. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება
თავი XV — საგამოძიებო მოქმედებები
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5743 – ვებგვერდი, 09.03.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 127. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება 1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს. 11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა. 2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. 3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
…ან ერთადერთ საფუძველს. 2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულ იქნა ვაზის შუშის ნატეხები და ტ----------–---მ მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ამავე კოდექსის…
…მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი.…
…შპს,,სა---–--------------ა“ და შპს,,თ-----------“ შორის საიჯარო ურთიერთობის არსებობას, დადასტურებულია ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლების-მა------------ს და გი---------------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 127-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს მისი საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული დაუშვებლად ცნობის საფუძველი.…
…საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტების მონაწილეობას, რადგანაც, მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებათა დახმარებით აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის კვალი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გამოვლენა და გამოკვლევაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. 8. სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილი იქნა მისი კვალი. 9. საქმეში არსებული…
…ან ერთადერთ საფუძველს. 2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულ იქნა ვაზის შუშის ნატეხები და ტ----------–-ომ მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ამავე კოდექსის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 127, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-127/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია