1. თუ ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი, როგორც წესი, უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იქნა ამოღებული.
2. თუ ამ მუხლის შესაბამისად დაბრუნებულ საგანთან, დოკუმენტთან, ნივთიერებასთან ან ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირი პრეტენზიას აცხადებს, დავა განიხილება სამოქალაქო წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…I, ს.ფ. 302), დ. ხ-ს ეთხოვა კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება. თუ ამოღებული საგანი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იყო ამოღებული (ავტომანქანის დაბრუნების დროს მოქმედი 09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწ.). ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე ნების გამოვლენით ბრალდების მხარემ უარი თქვა სწორედ იმ ამოღებული ნივთის…
საქმე №46აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2015
…საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენში, ნივთმტკიცების ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება: საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა „დაიჰაცუ–შერეიდი“, სახელმწიფო ნომრით...., საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა…
…კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის პროცესის მხარეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების საკითხი უნდა…
საქმე №2კ-461აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2011
…მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი საგნების საკითხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: _ სისხლის სამართლის ¹... საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალირებით, ამოღებისა და ჩხრეკის…
საქმე №2კ-957აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2011
…ჩვენებები უტყუარად ადასტურებს ი. დ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია. ამასთან, არასწორად გადაწყდა ი. დ-ისაგან ამოღებული 4881 ლარისა და 50 თეთრის საკითხი, რაც სსსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს დ. ვ-ეს, შესაბამისად, უნდა შემცირდეს თანხის ოდენობა, რაც დაზარალებულის სასარგებლოდ…
მუხლი 16. კონტრაქტებიდან დაბრუნებული თანხების განაწილება— „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 124, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-124/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია