საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.12.2011
საქმის ნომერი
2კ-642აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹642აპ-11 29 დეკემბერი, 2011წ.

ხ-ე კ. 642აპ-11 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ხ-სა და მსჯავრდებულ ტ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. წ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით:

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ ი. ჯ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ ი. ჯ-სა და განსასჯელ მ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 7000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მ. კ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

მ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 10 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით.

ტ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ტ. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 30000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 აგვისტოდან.

კ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ კ. ხ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 30000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

კ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 9 აგვისტოდან 2010 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის დადგენილებით კ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს თანხის ნაწილის, კერძოდ, 33000 ლარის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თ. ო-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ (საკადასტრო კოდი ...), რეგისტრირებულ, მშენებარე, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში არსებულ საცხოვრებელ 84,4 კვ.მ. ფართზე, მდებარე: თ-ში, მ. გ-ი ¹..., ბინა ¹...-ზე დადებული ყადაღა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საგნების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

შრომის წიგნაკი ¹... ¹..., რუსულ ენაზე შევსებული, თბილისის მესამე სახლმმართველობის მიერ ლ. ლ-ს სახელზე გაცემული ორი ცნობა ¹... და ¹..., ლ. ლ-ს სახელზე დამზადებული ბინის ყალბი ორდერი, ორი ცნობა ¹... და ¹..., წერილი ¹... თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფროსის სახელზე, ვინმე „რ-ს“ ხელმოწერით, რუსულ ენაზე შევსებული წერილი ორ ეგზემპლარად ¹..., ვინმე ს-ს ხელმოწერით, რუსულ ენაზე შევსებული ფორმა ¹..., რუსულ ენაზე შევსებული წერილი ¹..., ვინმე „პ-ს“ ხელმოწერით და 2010 წლის 6 აგვისტოსა და 2010 წლის 9 აგვისტოს შეხვედრების ამსახველი ორი DVD+ღ და ერთი ჩD-ღ დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:

ტ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ტ. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 30000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 აგვისტოდან.

კ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ კ. ხ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 30000 ლარის ოდენობით.

კ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2011 წლის 28 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 9 აგვისტოდან 2010 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ი. ჯ-სა და მსჯავრდებულ მ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 7000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მ. კ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

მ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 10 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის დადგენილებით კ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს თანხის ნაწილის, კერძოდ, 33000 ლარის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თ. ო-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ (საკადასტრო კოდი ...), რეგისტრირებულ, მშენებარე, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში არსებულ საცხოვრებელ 84,4 კვ.მ. ფართზე, მდებარე: თ-ში, მ. გ-ი ¹..., ბინა ¹...-ზე დადებული ყადაღა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ შრომის წიგნაკი ¹... ¹..., რუსულ ენაზე შევსებული, თბილისის მესამე სახლმმართველობის მიერ ლ. ლ-ს სახელზე გაცემული ორი ცნობა ¹... და ¹..., ლ. ლ-ს სახელზე დამზადებული ბინის ყალბი ორდერი, ორი ცნობა ¹... და ¹..., წერილი ¹... თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფროსის სახელზე, ვინმე „რ-ს“ ხელმოწერით, რუსულ ენაზე შევსებული წერილი ორ ეგზემპლარად ¹..., ვინმე ს-ს ხელმოწერით, რუსულ ენაზე შევსებული ფორმა ¹..., რუსულ ენაზე შევსებული წერილი ¹..., ვინმე „პ-ს“ ხელმოწერით და 2010 წლის 6 აგვისტოსა და 2010 წლის 9 აგვისტოს შეხვედრების ამსახველი ორი DVD+ღ და ერთი ჩD-ღ დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის აბზაცი: ,,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კ. ხ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 17000 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს».

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. ხ-სა და მსჯავრდებულ ტ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. წ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ კ. ხ-სა და ტ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ხ-სა და მსჯავრდებულ ტ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. წ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

დ. სულაქველიძე