მუხლი 122. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან
თავი XV — საგამოძიებო მოქმედებები
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 122. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან 1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით. 2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მისი თვისებების შეცვლას, ანალოგიურ დებულებას შეიცავდა ამოღების დროს მოქმედი 20.02.1998წ. კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ავტომანქანის ამოღების მომენტისთვის მისი საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად მნიშვნელობის მქონე გარემოებას შესაძლოა წარმოადგენდეს…
საქმე №2კ-871აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2010
…ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 19 მაისის წერილით, საბილინგო ჩანაწერი განადგურდა იმიტომ, რომ დათქმულ 5-დღიან ვადაში პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ისინი არ გამოითხოვა. აღნიშნულით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა; სააპელაციო სასამართლომ არ ჩაატარა სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, არ გაარკვია და არ აღმოფხვრა მტკიცებულებებს…
…ნორმიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო სახელმწიფო პასუხისმგებელია ბრალის ნებისმიერი ფორმით მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ნივთიერი მტკიცებულება შეინახოს ისეთ პირობებში, რომელებიც…
…შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ისა და გ. ტ-ის მიერ ბრალეული ქმედება ჩადენილ იქნა როგორც საჯარო მოსამსახურის _ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლების მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთიერ მტკიცებულებას ინახავდა პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში,…
…მუხლის 1-ლი ნაწილის,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს, ხოლო,,გ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება და ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის…
…ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“; ე) 46-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე− 54 -ე ნაწილები: „47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე. 48. ამ კოდექსის 142-ე…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 122, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-122/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია