განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#---------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2--- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------–----–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა---–-------
განსასჯელი - ვ-–--------------------, დაბადებული 1----–-–----- მარტს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები თბილისში, 9------------ში, ამჟამად ძებნილი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა; სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ვ-–-------------------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნებით, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა.
2----–-–-ს 1--------, დაახლოებით 22:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ-–--------------------, თავის მეზობელ და მეგობარ ზ------------–-–---–თან ერთად, დაბრუნდა სახლში, რომელიც მდებარეობს თბილისში, 9------------ში. სახლთან მისვლისას ვ-–-------------------მა დაიწყო ხმამაღალი საუბარი, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომანქანა ,,ვ---------ის‘‘ პატრონს, იგინებოდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ხსენებული ავტომანქანის უხერხულად გაჩერების გამო. ხმაურზე 9------------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოიხედა იმავე სახლში დროებით მცხოვრებმა ა-–-------------------მა, რომელმაც მოუწოდა ვ-–-------------------ს, თავი შეეკავებინა უწმაწური გამონათქვამებისგან. განაწყენებულმა ვ-–-------------------მა მოკიდებული სიგარეტი ესროლა ა-–-------------------ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გავიდა ქუჩაში. ვ-–-------------------სა და ა-–-------------------ს შორის კონფლიქტი შემოიფარგლა სიტყვიერი შეურაცხყოფით. ზ------------–-–---–მა და ხმაურზე გამოსულმა მეზობლებმა, მათ შორის, ა-–-------------------ის მეუღლე მ-------------მ, არ მისცეს საშუალება ვ-–-------------------სა და ა-–-------------------ს, კონფლიქტი გადაზრდილიყო ჩხუბში.
გაშველების შემდეგ ვ-–-------------------- შევიდა თავის საცხოვრებელ ბინაში, აიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ავიდა საცხოვრებელი ბინის სახურავზე, საიდანაც კარგად ჩანს ა-–-------------------ის საძინებელი ოთახის ფანჯრები, შეარჩია ხელსაყრელი პოზიცია და დარწმუნებულმა, რომ ა-–-------------------ი, მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა სახლში, აწარმოა მრავალი გასროლა მათი საძინებელი ოთახის მიმართულებით. სროლების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მ-------------, ხოლო ა-–-------------------მა მოახერხა სხვა ოთახში თავის შეფარება, რის გამოც ის სიკვდილს გადაურჩა. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------------------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2----–-–-ს 2--------, ვ-–--------------------ს ბინაში, მდებარე თბილისში, 9------------ში, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ავტომატის მჭიდი, მასში მოთავსებული 30 ტყვიით, და ცალკე 30 ტყვია, ასევე, ამოღებულ იქნა ხელყუმბარა.
განზრახ მკვლელობა და
განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
დაზარალებულმა ა-–-------------------მა, მართალია, სასამართლოს არ მისცა სრულყოფილი ჩვენება და შეწყვიტა ჩვენების მიცემა, თუმცა სრულად დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, 2----–-–-ს 1--------, დაახლოებით 20:00 საათზე, დაბრუნდა სახლში, თბილისში, 9------------ში, რომელიც ნაგირავები ჰქონდა. სახლთან გააჩერა მისი კუთვნილი ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანა. დაახლოებით 22:10 საათზე გაიგო გინების ხმა. გადაიხედა საძინებლის მარჯვენა ფანჯრიდან და დაინახა მეზობლად მცხოვრები ვ-–---------------------------ი, თავის მეგობარ ზ---------- ერთად. მოუწოდა ვ----ს, შეეწყვიტა გინება, რაზეც ამ უკანასკნელმა გინება და ლანძღვა უკვე მისკენ მიმართა, თან სიგარეტი ესროლა. ამის გამო ჩავიდა ეზოში, სადაც ვ-–--------ის გვერდით იმყოფებოდა მისი მეუღლე და აწყნარებდა მას. კამათის დროს ეზოში ჩავიდა მისი მეუღლე მ----ც. ეუბნებოდა ვ----ს, ნასვამი იყო და როდესაც გამოფხიზლდებოდა, მეორე დღეს ესაუბრათ. როგორც ახსოვს, ჩხუბის დროს ვ----ს მამიდა ი---ც გამოვიდა. ვ-–--------ი ცოლმა დაიყოლია და სახლში შეიყვანა. მისი მეგობარი ზ-----ც წავიდა. თვითონ, მეუღლესთან ერთად, შევიდა თავის სახლში. მეორე სართულზე ასვლისას ვ----ს სახლიდან ისევ გაიგო გინების ხმა და როდესაც ოთახში შევიდა, მომენტალურად გაიგო რამდენიმე, დაახლოებით სამჯერ გასროლის ხმა. იმ წუთას არ დაუნახავს, ვინ ისროდა, მაგრამ გაიგო ყვირილი: ,,მოგკლავთო‘‘. მისაღებ ოთახში მეუღლემ ჩააქრო ნათურა და მხოლოდ ტელევიზორის შუქი ანათებდა, რომელსაც დის შვილიშვილი უყურებდა. მათი საძინებლის ფანჯარები პირდაპირ უყურებდა ვ----ს სახლის აივანს და ფანჯარას. სახლებს შორის სულ 15 მეტრი იყო დაშორება და თავისუფლად შეეძლო ვ----ს, თავისი სახლიდან მათი დანახვა. საძინებელი ოთახის მარჯვენა ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა თავის აივანზე მდგარი ვ-–--------------------, ხელში ავტომატით. წამებში კიდევ გაისმა ავტომატის ჯერი. მან ისევ ისროლა მისი გახედვის შემდეგ, ისროდა საძინებელი ოთახის მხარეს, რადგან იცოდა, რომ ღამის საათებში იმ ოთახში იყვნენ. გასროლების დროს შეშინებული მ---- ოთახის ცენტრში მოექცა, ის გადაეფარა მეუღლეს და უთხრა, სასწრაფოდ გასულიყვნენ, რა დროსაც მ----მ უპასუხა, რომ დაჭრილი იყო. მოახერხა მისი გაყვანა ბინის შემოსასვლელში, სადაც მეუღლემ გონება დაკარგა და დაეცა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. შემდეგ სროლები ისევ განახლდა, გასროლილი ტყვიები ოთახებში იყრებოდა. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვ-–-------------------- ჯერ აივნიდან ისროდა და მერე - სახურავიდან. პირადად დაინახა, რომ ვ-–-------------------- ისროდა.
მოწმე ზ------------–-–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2----–-–-ს მარტში იქეიფეს ბიჭებმა, მივიდა ვ---- (ვ-–--------) ო--------იც, რომელთან ერთადაც, შემდეგ დაბრუნდა უბანში. შესახვევში უხერხულად იყო გაჩერებული 0-------ის ავტომანქანა, რაზეც ვ----მ ყვირილი დაიწყო: ,,ეს მანქანა აქ უნდა იყოს? მოაშორონ აქედანო‘‘. ფანჯრიდან გადმოიხედა ა-–-------------------მა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა, და მიმართა მათ: ,,რა გაყვირებთ, აქ მოსახლეობა არისო‘‘. ვ---- და ა-–---------ე ლაპარაკს შეჰყვნენ, რა დროსაც დაუძახა, რომ დაბლა ჩავიდოდა. ქუჩაში გასვლისთანავე ა-–---------ემ და ვ----მ ისევ დაიწყეს ერთმანეთის გინება, თვითონ შუაში ჩადგა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ერთმანეთისთვის, ი--- ო--------აც გამოვიდა, ისიც აჩერებდა ა-–---------ეს და თავის ძმისშვილ ვ----ს. ამ დროს ვ---- მიტრიალდა და თავისი სახლისკენ გაიქცა. რამდენიმე წუთში, ა-–---------ესა და ვ----ს სახლებს შორის იდგა, როდესაც სროლის ხმა გაისმა. ვ----ს სახლისკენ გაიხედა და დაინახა, რომ ის სახურავის შუა ნაწილში ავტომატით ხელში იდგა, რომლიდანაც ცეცხლის ალი იფრქვეოდა, იარაღი ა-–-------------------ის სახლისკენ ჰქონდა მიმართული. სროლის ხმაზე შეეშინდა და ჩაიმუხლა, თან შესძახა: ,,რას შვები, რატომ ისვრიო?‘‘ სახლისკენ გაიქცა, რა დროსაც ისევ ინტენსიური სროლის ხმა იყო. აფორიაქებულმა ტაქსი გააჩერა და მთელი ღამე სახლში არ მისულა, ნანერვიულებმა ალკოჰოლი მიიღო. დილას დაბრუნდა სახლში და დედამ უთხრა, რომ სროლების შედეგად ა-–-------------------ის მეუღლე მ------------- გარდაიცვალა. თავისი ფეხით წავიდა განყოფილებაში. ყველა ისე უყურებდა, თითქოს, მკვლელი იყო და მოუწია საწინააღმდეგოში დარწმუნება, ისეთი სიტუაცია იყო, სიმართლე უნდა ეთქვა. მოწმის განმარტებით, სხვა დროს ვ----ს ხელში ან მის სახლში იარაღი არ უნახავს. ასევე, განაცხადა, რომ მისთვის რთული იყო მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, თუმცა ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა და რეალობა უნდა ეღიარებინა.
მოწმე ლ---–-------–-–---–-ს ჩვენების მიხედვით, ცხოვრობდა ვ-–--------------------ს მეზობლად, ასევე, მათ მეზობლად ახლობლის ბინაში ცხოვრობდა ა-–-------------------ის ოჯახი. შემთხვევის დღეს, ღამით, ხმაურზე გავიდა გარეთ და ნახა, რომ ა-–---------ე ვ----ს აგინებდა, თავისი შვილი კი აშველებდა მათ. ვ----ს სახლის წინ მანქანა იყო გაჩერებული, ვ---- ზედ იყო ამხტარი და ერთმანეთს აგინებდნენ. ამ დროს დაინახა, რომ ვ---- გაიქცა და სახლში შევიდა. თვითონაც შევიდა, ა-–---------ეც სახლში ჰყავდა მ----ს შეყვანილი. მათი შესვლიდან დაახლოებით 2-3 წუთში იქვე მდებარე პატარა მაღაზიის მხრიდან სროლები ატყდა. ზოგადად იმ პერიოდში ასეთი სროლები მათ უბანში ისმოდა ხოლმე კ------ მხრიდან. რა ხნის ინტერვალით ხდებოდა გასროლები, არ იცის, თუმცა ინტენსიური იყო, მისი აზრით, ავტომატიდან ისროდნენ. სროლა რომ დამთავრდა, გამოვიდნენ გარეთ და გაიგეს, რომ ა-–-------------------ის ცოლი იყო გარდაცვლილი. ა-–---------ე იგინებოდა და ყვიროდა: ,,ცოლი მომიკლეს და არავის შევარჩენო‘‘. დაინახა, რომ სროლის შემდეგ მალევე ვ-–--------ი გამოვიდა და გაუხვია მ-----------------, დაუძახა: ,,ვ----, სად მიდიხარ? მობრუნდიო‘‘, მაგრამ მან გზა გააგრძელა.
მოწმე ი--- ო--------ას სასამართლოსა და გამოძიებაში მიცემული ჩვენებების თანახმად, 2008 წელს ყოფილმა მეუღლემ თავისი ბინა მიაგირავა ა-–-------------------ს და მის მეუღლეს, თვითონ კი დასთან - გ---–--------------თან ერთად ცხოვრობდა. იქვე ცხოვრობდა მისი ძმისშვილი ვ-–--------------------ც, თუმცა ცალკე. 2----–-–-ს 1--------, სახლში ყოფნისას, შემოესმა ჩხუბის და გინების ხმა. დაინახა ბ----–-–---–---- კართან ერთმანეთისკენ იწევდნენ ზ------------–-–---–ი და ა-–-------------------ი, მისი მეუღლეც იქვე იყო და მის სახლში შეყვანას ცდილობდა. თვითონ ზ----- მიჰყავდა სახლისკენ, მაგრამ არ უჯერებდა. ზ-----ს დედაც იქ იყო. სტრესული სიტუაცია იყო. ა-–---------ე ცოლმა სახლში შეიყვანა. თავისი ძმისშვილი იქ არც ჩხუბის დროს და არც შემდეგ არ დაუნახავს. ამის შემდეგ ზემოდან, ო--------ების სახლის მხრიდან, სროლების ხმა ისმოდა მისი სახლის მიმართულებით. იმ პერიოდში სულ ისროდნენ ხოლმე კ------ მხრიდან. ტყვიები სახლთან ხვდებოდა. ამ დროს ზ----- ბ----–-–---–ი მისი თვალთახედვის არეში იყო. სახლში იყო, როდესაც გაიგო, რომ სროლების შედეგად ვიღაც გარდაიცვალა. ვ-–--------ი არც ამ ამბის შემდეგ უნახავს. პოლიციელები ეკითხებოდნენ, სახურავზე ასასვლელი საიდან არისო. ადგენდნენ, საიდან განხორციელდა სროლა. არ იცოდა, თუ სხვენი ჰქონდა სახლს და პოლიციელებმა დაანახეს. სხვენიდან შეიძლება სახურავზე ასვლა, რადგან პატარა ფანჯარასავით აქვს, სახლიდან ასასვლელი არ არის, საჭიროა კიბის დახმარება.
მოწმე გ---–--------------მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ვ-–-------------------- მისი ძმისშვილია. 2----–-–-ს 1-------- სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, რა დროსაც სახლში პოლიციელები დახვდნენ. იფიქრა, რომ მათმა მეზობელმა ა-–-------------------მა, რომელიც იქვე გირით ცხოვრობდა, მოკლა თავის მეუღლე მ----, რადგან ხშირად კამათობდნენ. თვითონ არც შემთხვევას შესწრებია და არც ჩხრეკას. ამის შემდგომ დაკითხა გამომძიებელმა.
მოწმე ა-–---------ე პ-----------მა სასამართლოს განუმარტა, რომ არის ვ-–--------------------ს ბიძაშვილი, ერთად გაიზარდნენ და არასდროს მასთან იარაღი არ უნახავს. ა-–-------------------ს და მის ცოლს არ იცნობდა, შემთხვევის დროს საპატიმროში იმყოფებოდა, ისინი კი მის სახლში გირაოთი ცხოვრობდნენ. როგორც მონაყოლით იცის, მისი სახლის ზემოთ, სასაფლაოზე ჩხუბისა და სროლის შედეგად, ანასხლეტი ტყვიით გარდაიცვალა ქალი. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ვ-–--------ი აღარ უნახავს. მისი და ვ-–--------ის ბინის ფანჯრები დაახლოებით პირისპირ არის, ოღონდ ვ-–--------ის სახლი შედარებით დაბალია. მის ბინაში არსებული საძინებლის ფანჯარა უყურებს ვ-–--------ის სახლს, მისაღების ფანჯარა - ქუჩას. თავისუფლად ვერ დაინახავ, იქით სახლში რა ხდება. მარცხენა მხარეს, მაღლა ზედა ქუჩიდანაც ჩანს მისი ფანჯარა. ფანჯარა ნაძვნარიდანაც ჩანს. ზედა მხრიდან, სასაფლაოს გორიდან, მთლიანად ჩანს მისი ფანჯრები და თუ ფარდა გაწეულია, შესაძლებელია, დაინახოს ადამიანმა, რა ხდება მისაღებსა და საძინებელში. სახლის მხრიდან სახურავზე ასასვლელი არ არის. არც ყოფილა და კიბის გარეშე იქ ასვლა არ შეიძლება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, თბილისში, 9------------ში მდებარე სახლის მეორე სართულზე, ბინაში შევდივართ ფოიეთი, სადაც შესასვლელიდან 1---------ში გულაღმა მდგომარეობაში ასვენია მდედრობითი სქესის ქალი. ქალს მარცხნივ შუბლ-თხელ-საფეთქლის მიდამოში აღენიშნება ნაფლეთოვანი ჭრილობა, შუბლის მარცხენა ნახევარი და სახის არე მოსვრილია სისხლით, მარცხნივ ბეჭის ხაზზე, ბეჭის მიდამოში, აღენიშნება ჭრილობა, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ ბეჭსა და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის, დაახლოებით მე-6-7 ნეკნის საპროექციოდ, აღენიშნება განივად მდებარე ჭრილობა, რომლის გვერდითაა 0-------------ის ჭრილობა. ფოიეში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს შევდივართ საძინებელ ოთახში, შესასვლელიდან პირდაპირ - საძინებელ ოთახში, ხოლო შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს - მისაღებ ოთახში. ამ ოთახის კარის მარცხენა მხარეს, კართან, არის წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ოთახის ბოლოს დგას ტელევიზორი. მარჯვენა მხარეს, კედელთან, აღინიშნება დაზიანება. ამავე ოთახში მდგარი კარადის გასწვრივ, მარცხენა მხარეს, კარით შევდივართ საძინებელ ოთახში, სადაც კომოდს აღენიშნება დაზიანება. ასევე, ოთახის შესასვლელიდან მარცხნივ, კარის ჩარჩოსა და კედლის კუთხეში, არის დაზიანების კვალი. საძინებელ ოთახს შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს აქვს მარჯვნივ და მარცხნივ ორი ცალი ხის ფანჯარა, რომლებიც გადაჰყურებს ქუჩას. მარჯვენა ფანჯარას, ჩარჩოს და შუშას აქვს დაზიანება, სავარაუდოდ, არის ნატყვიარი. 11 სავარაუდო ცეცხლნასროლი დაზიანებაა, დაყრილია შუშები. აღნიშნული ფანჯრის მოპირდაპირედ, მინაზე ნატყვიარების მოპირდაპირედ, არის 9----------- სახლი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის გვერდით აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა მეტალის ფრაგმენტები და დეფორმირებული საგნები. მისაღებ ოთახში, ასევე, ამოღებულ იქნა დეფორმირებული საგნები, ასევე, ამოღებულ იქნა სისხლის ლაქები და მოცისფრო ნაჭერი, სისხლისმაგვარი ლაქებით. საცხოვრებელი ბინიდან გავდივართ ქუჩაზე, სადაც ბინის კედელზე, ფანჯრის ქვედა მხარეს, აღინიშნება დაზიანების კვალი. ამ ფანჯრის მარჯვენა მხარეს, კედლის კუთხეში, არის დაზიანების კვალი, ასევე, არის აგურისა და შუშის ნამტვრევები. ამის შემდეგ შევდივართ მოპირდაპირედ, 9------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში. ეზოში, მიწაზე დაყრილია ოვალური ფორმის მოგრძო მეტალები (სავარაუდოდ, მასრები). ასევე, დათვალიერების დროს გარდაცვლილის სახლის ხელმარცხნივ ნანახი იქნა ოვალური ფორმის მოგრძო მეტალი. ასევე, შევდივართ გარდაცვლილის მოპირდაპირე საცხოვრებელ ეზოში, საიდანაც, სავარაუდოდ, განხორციელდა სროლა. ავდივართ სახლის სახურავზე, სადაც ნანახი იქნა სამი ცალი მასრა და ვაზნა.
შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმით, 9------------ში, აივნიდან ხელმარცხნივ არის ბინაში შესასვლელი კარი, ბინა არის ე.წ. ბელეტაჟზე აშენებული, კიბეების ხელმარცხნივ, კედელზე, არის პატარა ზომის ფანჯარა. წინა მხრიდან არის ი--- ო--------ას ბინა, სადაც ცხოვრობს ორი ოჯახი, ბინა მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ. საცხოვრებელი ბინის სახურავს უკანა მარცხენა მხარეს აქვს ე.წ. საბუხრე, რომლის წინ არის მცირე ზომის ხისკარიანი შესასვლელი, საიდანაც არის სახლის სახურავსა და ჭერს შორის შესასვლელი.
ბიოლოგიური ექსპერტიზის #------ დასკვნით, მ-------------ს სისხლი მიეკუთვნება A----- ჯგუფს. მ-------------ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----- ჯგუფს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე და ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----- ჯგუფს.
2----–-–-ს 2-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ მ-----------------–-სგან ამოღებულ იქნა მ-------------ს გვამიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა. იმავე დღეს იმავე სამსახურიდან ამოღებულ იქნა მ-------------ს ტანსაცმელი.
სამედიცინო ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად,§ მ-------------ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული ფილტვების ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობის შედეგად.
§ გვამს აღენიშნება ფილტვების გამჭოლი ჭრილობა, რომელიც შემავალია მარცხნივ იღლიის უკანა ხაზსს და ბეჭის ხაზს შორის მე-9-10 ნეკნთაშუა სივრცეში, ჭრილობა მარცხენა ბეჭის გარეთა კიდეში, ჭრილობა მარცხნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოში, ნაჭდევი მარჯვნივ წელის მიდამოში, ნაჭდევი მარცხნივ მე-9-10 ნეკნთაშორის სივრცეში იღლიის უკანა ხაზზე, ნაჭდევი მარცხნივ მე-9-10 ნეკნთაშორის სივრცეში ბეჭის ხაზზე, ნაჭდევი მარცხნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოში, ნაჭდევი მარცხენა წარბის გარეთა ნახევარში, ნაჭდევი მარცხენა ზედა ქუთუთოზე, ნაჭდევი მარცხენა თვალბუდის ქვედა კიდეში. ფილტვების გამჭოლი ჭრილობა მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის მოქმედებით, დანარჩენი ჭრილობები და ნაჭდევები შესაძლებელია მიყენებული იყოს როგორც კინეტიკური ენერგიადაკარგული ჭურვების, ასევე, მეორადი ჭურვების ან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის პერიოდში. ფილტვების გამჭოლი ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ მძიმე ხარისხს. დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად შეიცავენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. მიღებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება გარდაცვალების თარიღს. მიღებული დაზიანება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
§ ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ და ქვევიდან ზევით. ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელის ზომაა 0---------. ჭრილობა შემავალია მარცხნივ იღლიის უკანა ხაზსა და ბეჭის ხაზს შორის მე-9-10 ნეკნთაშორის სივრცეში, ჭრილობის არხი გაივლის ფილტვებს და ბრმად მთავრდება მარჯვნივ იღლიის წინა ხაზზე, მე-7-6 ნეკნთაშორის სივრცეში, კანქვეშ, საიდანაც ამოღებულ იქნა ჭურვი. სროლის მანძილის განსაზღვრისათვის საჭიროა ტანსაცმლის გამოკვლევა.
ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის #-------- დასკვნით, მ-------------ს ტანსაცმელზე (პერანგის უკანა მხარეს) არსებული ერთი დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, ხოლო მეორე დაზიანების წარმოშობის მექანიზმის დადგენა ვერ მოხერხდა.
ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნით დადგენილია, რომ მ-------------ს გვამიდან ამოღებული ერთი ცალი რუხი ფერის მაგნიტური ლითონისგან დამზადებული, ცილინდრულ-კონუსური ფორმის საგანი, სიგრძით 1----, დიამეტრი - 4---, არის საბჭოთა წარმოების, 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი (გულარი), იგი იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, მ-------------ს გვამიდან ამოღებული ერთი გულარი არ არის დეფორმირებული. მ-------------ს მკვლელობის მომენტისთვის მსროლელი სავარაუდოდ იმყოფებოდა მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, სასამართლოში წარმოდგენილი და სასამართლო გამოძიების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია ვ-–--------------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია: პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, ვ-–--------------------ს განზრახმა ქმედებამ გამოიწვია ერთი პირის - მ-------------ს სიკვდილი, ხოლო მეორე პირის - ა-–-------------------ის მიმართ ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია აღიარებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ.Fedorchenko and Lozenko v. Ukraine, განაცხადი no.387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, გამოიკვლია რა საქმეში არსებული მასალები, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ-–-------------------ს ჰქონდა ა-–-------------------ისა და მ-------------ს განზრახ მოკვლის განზრახვა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შედეგი დადგა მხოლოდ მ-------------ს მიმართ.
2----–-–-ს 1--------, ღამის საათებში, თბილისში, 9------------თან მომხდარი ფაქტის ირგვლივ სასამართლოს ჩვენება მისცეს როგორც დაზარალებულისა და განსასჯელის მეზობლებმა, ისე - განსასჯელის ნათესავებმა და დაზარალებულმა ა-–-------------------მა, რომელმაც უშუალოდ დაინახა საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის ფანჯრებისკენ ავტომატმომარჯვებული ვ-–--------------------.
დაზარალებულმა თავის ჩვენებაში აღწერა კონფლიქტის დაწყების გარემოებები, რომ ვ-–-------------------სა და მას შორის შელაპარაკება დაიწყო მის უცენზურო გამონათქვამებთან და გინებასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო ავტომანქანის გაჩერებასთან. დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და ნაწილობრივ მისი სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება თანხვედრაშია მოწმეების: ზ-----ბ და ლ---–- ბ----–-–---–---- ჩვენებებთან, რომ კონფლიქტი ა-–-------------------სა და ვ-–-------------------ს შორის გამოიწვია ამ უკანასკნელის რეაქციამ სახლის წინ გაჩერებულ ავტომანქანაზე, რაც გამოიხატა ურთიერთშეურაცხყოფასა და გინებაში, რასაც შემდგომ მოჰყვა ვ-–--------------------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელება.
დანაშაულის კვალიფიკაციის დადგენისას მნიშვნელოვანია ქმედების ჩამდენი პირის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ, რა მიზნის მიღწევისკენ იყო მიმართული მისი ქმედება, ამასთან, უნდა გაანალიზდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანებების მიყენების მომენტში, დამნაშავის შემდგომი ქცევა, მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად იკვეთება ვ-–--------------------ს ფსიქოემოციური დამოკიდებულების, მკვლელობის განზრახვის განმაპირობებელი ფაქტორი ა-–-------------------თან მიმართებით. ამასთან, კონფლიქტის თვითმხილველი ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ქუჩაში ა-–-------------------თან ერთად იყო მისი მეუღლე მ------------- და მიუთითებენ მის ჩართულობაზე დაპირისპირებული პირების გაშველებაში, რამაც პრაქტიკულად არ მისცა საშუალება მასში მონაწილე პირებს, კონფლიქტი გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, რადგან მ-------------მ მეუღლე სახლში შეიყვანა. აღნიშნულს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეები - ლ---–- და ზ------------–-–---–ები. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მყოფ ვ-–--------------------ს მეუღლეს, მისგან სასამართლომ, ისევე, როგორც გამოძიებამ, ვერ მიიღო ჩვენება, რადგან შემთხვევის შემდეგ, ვ-–--------------------ს მსგავსად, ის აღარ გამოჩენილა სახლში.
სასამართლო მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით დარწმუნდა, რომ კონფლიქტი მხოლოდ ა-–-------------------სა და ვ-–-------------------ს შორის მოხდა და მასში ზ------------–-–---–ის როლი მხოლოდ გაშველებაში გამოიხატებოდა. რაც შეეხება ი--- ო--------ას ჩვენებას, თითქოს, მის ძმისშვილს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, წინააღმდეგობაში ყველა თვითმხილველი მოწის ჩვენებასთან და ემსახურება მხოლოდ ვ-–---------- ო--------ისთვის პასუხისმგებლობის არიდებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ლ---–- და ზ------------–-–---–ების მიერ გაცხადებულ გარემოებას, რომ, მას შემდეგ, რაც ვ-–-------------------- გაიქცა და სახლში შევიდა, სახლში შევიდნენ ა-–-------------------ი და მ-------------ც, რის შემდეგაც დაიწყო ინტენსიური სროლები ო--------ების სახლის მხრიდან იმ სახლის მიმართებულით, სადაც ა-–-------------------სა და მის ცოლს ჰქონდათ ბინა ნაგირავები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ უარყო ვერც მოწმე ი--- ო--------ამ, რომელმაც, ასევე, დაადასტურა, რომ სროლები განხორციელდა ო--------ების სახლის მხრიდან, რა დროსაც ზ------------–-–---–ი მისი თვალთახედვის არეში იყო.
მოწმე ზ------------–-–---–ის ჩვენებით (რომლის სისწორეში ეჭვის შტანის საფუძველიც სასამართლოს არ აქვს, რამდენადაც ის განსასჯელის მეგობარია) დადგენილია, რომ სროლის ხმაზე მან გაიხედა ვ----ს სახლისკენ და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი იდგა სახურავის შუა ნაწილში ავტომატით ხელში, რომლიდანაც ცეცხლის ალი იფრქვეოდა და მას იარაღი ა-–-------------------ის სახლისკენ ჰქონდა მიმართული. ამასთან, განმარტა, რომ შიშისგან ჩაიმუხლა და შესძახა, თუ რას აკეთებდა, რატომ ისროდა. ამასთან, სროლები, რასაც ინტენსიური სახე ჰქონდა, განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვ-–--------------------, ა-–-------------------ი და მ------------- უკვე სახლებში იყვნენ შესული.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვ-–--------------------სა და ა-–-------------------ის საცხოვრებელი ბინების მდებარეობა. მოწმე ა-–---------ე პ-----------ის ჩვენების თანახმად, მათი ბინები დაახლოებით პირისპირაა და ფანჯრები უყურებენ ერთმანეთს, თუმცა მისი ბინა, რომელშიც მ------------- და ა-–-------------------ი ცხოვრობდნენ, უფრო მაღლა მდებარეობს, ხოლო ვ-–--------------------ს - შედარებით დაბლა. მოწმემ დაადასტურა, რომ სახურავიდან ფანჯრები უნდა გამოჩენილიყო. აღნიშნული სრულად ემთხვევა დაზარალებულ ა-–-------------------ის ჩვენებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს.
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულების საცხოვრებელი ბინის მისაღებისა და საძინებელი ოთახების ფანჯრები სწორედ ვ-–--------------------ს ფანჯრისა და აივნის მხარეს გადიოდა. შესაბამისად, ვ-–-------------------- შეძლებდა გარდაცვლილ მ-------------სა და დაზარალებულ ა-–-------------------ის დანახვას. ასეც რომ არ ყოფილიყო, მან იცოდა ოთახების განლაგება, რამდენადაც დაზარალებულისა და მისი მეუღლის დროებითი საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა მის ნათესავებს და სროლები განახორციელა საძინებელი ოთახის მიმართულებით, სადაც ა-–-------------------ი და მისი მეუღლე ეგულებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------------სა და ა-–-------------------ის საძინებელი ოთახის მიმართულებით სროლების წარმოებისას ვ-–-------------------- მოქმედებდა განზრახ, ვინაიდან ახორციელებდა რა სროლებს მიზანმიმართულად, სურდა თუ არ სურდა დამდგარი შედეგი, ყველა შემთხვევაში ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მოსალოდნელი შედეგის დადგომას, რამდენადაც სროლებს ახორციელებდა დამიზნებით ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით, იცოდა რა, რომ ორივე მათგანი სახლში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ა-–-------------------ის საცხოვრებელის ბინიდან ამოღებულია მრავალი მასრა, რითაც, ზემოხსენებულ გარემოებებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ გასროლები არ ყოფილა შემთხვევითი, ის პირდაპირ იყო გამიზნული ა-–-------------------ისა და მისი მეუღლისაკენ.
მართალია, მოწმეებმა - ი--- ო--------ამ და ლ---–- ბ----–-–---–მა განაცხადეს, რომ იმ პერიოდში ხშირი იყო კ------ დასახლების მხრიდან სროლების ხმა, რაც დაცვის მხარემ სცადა, განსასჯელის ინტერესებისთვის მოერგო, თუმცა სასამართლო გამორიცხავს, მოცემული გარემოებების არსებობის პირობებში, მ------------- გარდაცვლილიყო სხვა პირის მიერ განხორციელებული გასროლების შედეგად, რამდენადაც, გარდა იმისა, რომ დაზარალებული ა-–-------------------ი და მოწმე ზ------------–-–---–ი პირდაპირ მიუთითებენ, რომ სროლებს სწორედ ვ-–-------------------- ახორციელებდა, აღნიშნული ეწინააღმდეგება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ მ-------------ს მკვლელობის მომენტისთვის მსროლელი სავარაუდოდ იმყოფებოდა მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე.
აღნიშნულ დასკვნასთან სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ ა-–-------------------ისა და მოწმე ზ------------–-–---–ის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, ო--------ების საცხოვრებელი სახლის სახურავზე მათ დაინახეს ვ-–--------------------, რომელიც ისროდა ავტომატიდან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის პოზიციას, თითქოს, ვ-–-------------------- ასე მცირე დროში ვერ ავიდოდა სხვენზე, რამდენადაც სხვენს ასასვლელიც კი არ აქვს, რითაც დაცვის მხარე შეეცადა განსასჯელის პასუხისმგებლობის გამორიცხვას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმზე, რომლის თანახმადაც, გამოძიების ორგანოს თანამშრომლები, კრიმინალისტებთან ერთად, ავიდნენ საცხოვრებელი ბინის სახურავზე, რომელსაც უკანა მარცხენა მხარეს აქვს ე.წ. საბუხრე, რომლის წინ არის მცირე ზომის ხისკარიანი შესასვლელი, საიდანაც არის სახლის სახურავსა და ჭერს შორის ჩასასვლელი. ამავე დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს-ს წარმომადგენლებს სპეციალური ტექნიკა ან საშუალება, მაგალითად, კიბე არ გამოუყენებიათ, რამდენადაც ასეთი არ დასტურდება საგამოძიებო მოქმედების ოქმით. ამასთან, მართალია, განსასჯელის მამიდამ - ი--- ო--------ამ განაცხადა, რომ არ იცოდა სხვენის არსებობის შესახებ და ის პოლიციელებმა დაანახეს, თუმცა, ასევე, განაცხადა, რომ სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სხვენის პატარა ფანჯრიდან. შესაბამისად, ვ-–--------------------ს სახურავზე მოხვედრა, თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში, მით უფრო, რომ ის იმავე სახლში ცხოვრობდა, სასამართლოსთვის არ წარმოადგენს შეუძლებელ ფაქტს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მ-------------ს სიკვდილის მიზეზია იმავე ნაირსახეობის ვაზნის მოქმედების შედეგად გამოწვეული სისხლნაკლებობა, რა სახეობის საბრძოლო მასალაც ამოღებულ იქნა ვ-–--------------------ს ბინის ჩხრეკისას.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-------------ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განითარებული ფილტვების ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობის შედეგად. კერძოდ, გვამს აღენიშნება ფილტვების გამჭოლი შემავალი ჭრილობა მარცხნივ იღლიის უკანა ხაზსა და ბეჭის ხაზს შორის და ჭრილობა მარცხნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოში, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის მოქმედებით. მნიშვნელოვანია ფილტვების გამჭოლი ჭრილობა, რომელიც არის სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის და მიღებული დაზიანება პირდაპირ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ამასთან, მართალია, გამოძიების მხრიდან ვერ მოხდა იმ კონკრეტული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, რომლიდანაც ვ-–-------------------მა განახორციელა მრავალჯერადი გასროლა ა-–-------------------ისა და მ---- ს-------- საცხოვრებელი ბინის მიმართულებით, თუმცა მ-------------ს სხეულიდან ამოღებული, 1--- წლის ნიმუმის, 5------ კალიბრის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი (გულარი) ადასტურებს, რომ ვ-–-------------------მა მ-------------ს სწორედ ამ სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
რაც შეეხება დაცვის პოზიციას, რომ ზ------------–-–---–მა ვ-–--------------------ს წინააღმდეგ ჩვენება მისცა პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღნიშნულს სასამართლო კატეგორიულად ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ზ------------–-–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას სრულიად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მ------------- იყო გარდაცვლილი, განყოფილებაში მივიდა და სიმართლე განაცხადა, ასევე, განმარტა, რომ მისთვის რთული იყო სასამართლოში მოსვლა და მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, თუმცა რეალობა უნდა ეღიარებინა. შესაბამისად, სასამართლო გამორიცხავს მოწმის მიერ ჩვენების მიცემას პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ასევე, მოწმის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემისას მასზე დაკვირვებაზე ხაზგასმას, რამდენად გულწრფელი იყო ის ამ დროს, და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გასჩენია მის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, რა დროსაც ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან და ერთობლიობაში იძლევა ნათელ სურათს.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–--------------------, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი სროლის განხორციელებისას ა-–-------------------ისა და მ-------------ს საცხოვრებელი სახლის ფანჯრების მიმართულებით, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - სიცოცხლის მოსპობის დადგომის შესაძლებლობას.
მკვლელობის დადგენისას განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული დამნაშავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული, მცდელობის სახით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს ა-–-------------------ის მიმართ.
დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: განზრახვაში გამოხატული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების დაწყება და მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ხაზს უსვამს განსასჯელის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დაწყებამდე, რომ იგი კონფლიქტის დროს უეცრად შევიდა სახლში, შესული იყო დაზარალებულიც, აწ გარდაცვლილ მ-------------სთან ერთად, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, მისივე სახლის სხვენიდან დაიწყო არაერთჯერადი სროლა ა-–-------------------ისა და მ-------------ს მიმართულებით, რომლებიც იმ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ და რა დროსაც ვ-–--------------------სთვის სულერთი იყო, გასროლილი ტყვიები მოხვდებოდა მხოლოდ ერთ-ერთს თუ ორივე მათგანს. განსასჯელის მიერ ნაწარმოები გასროლების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა მ-------------, ხოლო ა-–-------------------ი გადაურჩა სიკვდილს სრულიად შემთხვევით. დადგენილია, რომ სწორედ განსასჯელის მიერ ნაწარმოები სროლის შედეგად მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობა გახდა მ-------------ს გარდაცვალების, ხოლო ა-–-------------------ისთვის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ-–--------------------ს მიერ განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება
მოწმე ს------ ო--------ამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ვ-–-------------------- არის მისი შვილი. 2----–-–-ს 1-------- დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე დაბრუნდა სახლში. ეზოში ბევრი პოლიციელი დახვდა, უთხრეს, შენმა შვილმა ქალი მოკლაო და სახლში არ შეუშვეს, კართანაც პოლიციელი იჯდა. სახლში შევიდა 3-4 პოლიციელი, 2-3 წუთის შემდეგ თვითონაც შეიყვანეს, ასევე, ლ---–-------–-–---–- და ლ--–------–--–---–- შევიდნენ. მისი რძალიც შეიყვანეს და აუხსნეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ჰკითხეს, სად იყო მისი შვილი ვ-–--------ი, უთხრა, რაც იცოდა, თანამშრომლის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო. სანამ შიგნით შევიდოდა, ერთი პოლიციელი სამზარეულოში იჯდა და რაღაცას წერდა, დანარჩენი თანამშრომლები საძინებელ ოთახში იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვს ეძინა. ჩხრეკა არც ჩაუტარებიათ, ასწიეს მისი შვილის და რძლის ლოგინის მატრასი და ნანახით შოკში ჩავარდა, ერთი ლიმონკა იყო და სხვა ზუსტად არ ახსოვს. რძალმა კივილი დაიწყო: ,,ეს რა გააკეთეთო?‘‘ იარაღები ჩაუდეს, რომ მისი შვილისთვის დაებრალებინათ. რძალს უთხრეს: ,,მოიტანე ცელოფანი და აკრიფეო‘‘, რაც რძალმა გააპროტესტა. როგორც მიხვდა, უნდოდათ, ხელი მოეკიდა, რომ ანაბეჭდი დარჩენილიყო. მის შვილს დანაც არასდროს ჰქონია. გარდერობის კარიც გააღეს, ბავშვის საწოლიც ასწიეს. უთხრეს, თქვენი სხვენიდან სროლა იყოო, არადა - კ------ სასაფლაოდან მაშინ ყოველდღე ისმოდა სროლები.
მოწმე ლ---–-------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს დაესწრო ო--------ების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა გადახსნეს ბავშვის საწოლი და ნახეს ლიმონკები და რაღაცეები, რაც პირადად მასაც დაანახეს. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ჩხრეკის ჩატარებაში მონაწილეობდა და ო--------ების ბინაში იმყოფებოდა დაახლოებით სამი-ოთხი პოლიციელი.
ვ-–--------------------ს ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–-ს 2--------, 03:10-03:40 საათამდე შუალედში, დამსწრეების - ლ---–-------–-–---–-სა და ლ--–------–--–---–-ს თანდასწრებით, ს------ ო--------ასთან ჩატარებული ჩხრეკისას, თბილისში, 9----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა ყავისფერი ავტომატის მჭიდი, შიგ მოთავსებული 30 ტყვიით, ასევე, ლეიბზე ეწყო 30 ავტომატის ტყვია და გვერდით იდო მწვანე ფერის ხელყუმბარა, დაშლილ მდგომარეობაში, წარწერით: 8-----------------–--------.
ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნის მიხედვით,§ სავაზნე მჭიდში მოთავსებული ოცდაათი, ცალკე წარდგენილი ოცდაათი და #6 პაკეტში მოთავსებული ერთი (სულ სამოცდაერთი) ვაზნა არის საბჭოთა წარმოების, 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის სამხედრო ვაზნები, განკუთვნილი 1--- წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A-----‘ ავტომატებისათვის და ,,P--‘‘ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. სამოცდაერთივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;
§ თორმეტი და სამი (სულ თხუთმეტი) მასრა არის საბჭოთა წარმოების, 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის სამხედრო ვაზნის შემადგენელი ნაწილები, განკუთვნილი 1--- წლის ნიმუშის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5------ კალიბრის ავტომატებისა და ,,P--С-74‘‘ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. თხუთმეტივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 1--- წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5------ კალიბრის ერთსა და იმავე ავტომატში;
§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ექვსი ტყვია არის საბჭოთა წარმოების, 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილები, განკუთვნილი 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისა და ,,P---74‘‘ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ექვსივე ტყვია მკვრივ ბლაგვ საგანთან კონტაქტის გამო დეფორმირებული და ფრაგმენტირებულია. ორი ტყვია ვარგისია მხოლოდ კონკრეტულ იარაღთან იდენტიფიკაციისათვის, ხოლო ოთხი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის. ექვსივე ტყვია გასროლილი 5------ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ერთი და იმავე ავტომატური იარაღიდან;
§ ხუთი ცალი მოყვითალო ფერის მაგნიტური ლითონისგან დამზადებული ნატეხები არის საბჭოთა წარმოების, 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილები (გარსები), განკუთვნილი 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისა და ,,P---74‘‘ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. მათ გასროლის შედეგად დაკარგული აქვთ გულარები და პერანგები. ტყვიის ხუთივე გარსი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის;
§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი რუხი ფერის მაგნიტური ლითონისგან დამზადებული, ცილინდრულ-კონუსური ფორმის საგანი, სიგრძით 1----, დიამეტრი - 4---, არის საბჭოთა წარმოების, 1--- წლის ნიმუშის, 5------ კალიბრის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილები (გულარები), ისინი იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
ბალისტიკური ექსპერტიზის #ა----- დასკვნით დადგენილია, რომ მწვანე ფერის ელიფსური ფორმის ლითონის საგანი და ცილინდრული ფორმის ლითონის კონსტრუქცია ბერკეტით, ჭილიბითა და რგოლით, წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ ხელის მსხვრევადი ყუმბარის ,,P-----ის‘‘ კორპუსს, სასკდომი მუხტით, და ქარხნული წესით დამზადებულ ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილ ,,У-----ს‘‘ ტიპის საბრძოლო ფალიას. ისინი წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და სავარაუდოდ ვარგისი არიან დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. ვარგისიანობის ზუსტი განსაზღვრისათვის საჭიროა საბრძოლო გამოცდის ჩატარება, რაც იწვევს ნივთმტკიცების განადგურებას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ამავე მუხლის ,,მ‘‘ პუნქტის მიხედვით, საბრძოლო მასალა არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ.
იმ საკითხთან მიმართებით, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა ვ-–--------------------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, რაც ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, რომლითაც განახორციელა გასროლები ა-–-------------------ის სახლის მიმართულებით და მოახდინა მ-------------ს მკვლელობა, არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მ-------------ს გვამიდან ამოღებული, ერთი ცალი (შესაბამისი ფორმის მქონე) საგანი არის 1--- წლის ნიმუმის, 5------ კალიბრის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი (გულარი). ანალოგიური კალიბრისა და ნიმუშის საგნებია (მასრები და ტყვიები) ამოღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საცხოვრებელი ბინიდან და მისი ირგვლივ მდებარე ადგილებიდან, რა დროსაც, ასევე, ამოღებულია ხელის მსხვრევადი ყუმბარა, სასკდომი მუხტით. შესაბამისად, ის რომ სასამართლოს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, არ შეუძლია, ზუსტად დაადგინოს ვ-–--------------------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის დრო და გარემოებები, არ არის განსასჯელის ქმედების კვალიფიკაციისთვის ხელშემშლელი გარემოება. დადგენილია, რომ ვ-–-------------------- უკანონოდ ფლობდა ბრუნვისთვის შეზღუდულ საგნებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის, ასევე, არ აქვს მნიშვნელობა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საგამოძიებო მოქმედების ამსახველი წერილობითი დოკუმენტით - ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, ვ-–--------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში, საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა ყავისფერი ავტომატის მჭიდი, შიგ მოთავსებული ოცდაათი ტყვიით, ასევე - ოცდაათი ავტომატის ტყვია და ხელყუმბარა, დაშლილ მდგომარეობაში. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ტყვიები და ხელის მსხვრევადი ყუმბარა განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი უფლება ვ-–-------------------ს არ გააჩნდა.
ამასთან, იმ ფაქტს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოღებულ იქნა ვ-–--------------------სა და მისი მეუღლის საწოლიდან, ადასტურებს თავად განსასჯელის დედა ს------ ო--------ა, რომელმაც დაზუსტებით იცოდა, რომელ საწოლზე ეძინა მის შვილს. ს------ ო--------ამ განაცახადა, რომ ეს ნივთები პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მისი შვილის და რძლის საწოლიდან.
ჩხრეკის მიმდინარეობას ესწრებოდა, ასევე, მოწმე ლ---–-------–-–---–-, ლ--–------–--–---–---- ერთად. მოწმე ლ---–- ბ----–-–---–მა სასამართლოში დაადასტურა ვ-–--------------------ს საძინებელი ოთახიდან სამართალადამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის პოზიციას, რომ ვ-–--------------------ს საცხოვრებელ ბინაში პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა იარაღის ჩადება, ვინაიდან ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა იმავე სახის, იდენტური საბრძოლო მასალა, რაც ამოღებულ იქნა გარდაცვლილ მ-------------ს სხეულიდან, ხოლო იმ ფაქტის გამო, რომ არ ჩატარებულა ექსპერტიზა თითის კვლებზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს გამოძიებას არასრულყოფილად, რამდენადაც ვ-–-------------------- მომხდარი ფაქტი შემდგომ აღარავის უნახავს. შესაბამისად, იდენტურობის დასადგენად არ არსებობდა ვ-–--------------------ს ხელის კვლის ნიმუშები და არ არსებობდა იარაღზე ანაწმენდების გაკეთების აუცილებლობაც.
ამასთან, მოწმე ლ---–-------–-–---–-ს ჩვენებით არ დასტურდება განსასჯელის დედის ჩვენება იმ გარემოების შესახებ, თითქოს, პოლიციის თანამშრომლები მათზე ადრე შევიდნენ ოთახში. აღნიშნული მოწმის განმარტებით, ჩხრეკა ჩატარდა 3-4 პოლიციელის მონაწილეობით, რაც სრულ თანხვედრაშია ბინის ჩხრეკის ოქმთან.
სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, რაც თავისთავად მოიცავს, ასევე, შენახვასაც, როდესაც გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღი თან დააქვს პირს, რომელსაც არ აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხევაში, ვ-–-------------------მა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღი, რომელსაც იგი, საბრძოლო მასალასთან ერთად, უკანონოდ ინახავდა, გამოიყენა განზრახ მკვლელობის ჩასადენად. მოწმე ლ---–- ბ----–-–---–მა მიუთითა, რომ სროლების შემდეგ დაინახა ვ-–--------------------, რომელიც მის დაძახებაზე არ გაჩერდა და წავიდა მ-----------------. მართალია, აღნიშნული პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ვ-–-------------------ს ამ დროს თან ჰქონდა იარაღი, თუმცა საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, რამდენადაც შემთხვევის ადგილზე ვერ იქნა აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული მიუთითებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მკვლელობის შემდეგ განსასჯელი ვ-–-------------------- გადაადგილდა ცეცხლსასროლი იარაღით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ვ-–-------------------მა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენით, შენახვითა და ტარებით ჩაიდინა განზრახი დანაშაული.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, განსასჯელ ვ-–--------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოცემულ დანაშაულთან მიმართებაშიც, ისევე, როგორც განზრახ მკვლელობასა და განზრახ ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობაში, სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–--------------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით, რამდენადაც, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება კვალიფიცირდება 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით, რისთვისაც დამძიმებულია სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ვ-–-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით. ასევე, მნიშვნელივანი საფრთხის შემცველობით გამოირჩევა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა თუ ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა, შენახვა და ტარება, რამდენადაც ნებისმიერ დროს აქვს პირს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის კანონისმიღმა ურთიერთობაში.
სასამართლო ვ-–--------------------ს მიმართ თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, რომ პირადი შურისძიების მოტივით ჩაიდინა მ-------------ს მკვლელობა და ა-–-------------------ის მკვლელობის მცდელობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის განზრახ გამოყენების გამო გარდაიცვალა ადამიანი და საფრთხე შეექმნა სხვა ადამიანის (ადამიანთა) სიცოცხლეს, ასევე, ატარებდა და ინახავდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ საგნებს. სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს განსასჯელის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, რომ დატოვა ადგილი და მრავალი წლის განმავლობაში იგი თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს. სასამართლო მხედველობაში იღებს ვ-–--------------------ს წარსულ ცხოვრებასაც, რომ სხვა დროს არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2018 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილებით (რომელიც ძალაში შევიდა 2----–-–----- ივნისს), სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრულ სანქციას დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ამდენად, ვ-–-------------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2----–-–----- ივნისამდე მოქმედი რედაქციით. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა, ვ-–-------------------ს განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის დაუნიშნავს ერთ სასჯელს. იმავე სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ვ-–-------------------ს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელს განუსაზღვრავს 2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ვ-–--------------------ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების აუცილებლობაზე, რამდენადაც აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. ვ-–--------------------ს მიერ დანაშულები ჩადენილია 2009 წელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–-------------------ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდება ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 და მე-7 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ავტომატის მჭიდი, ვაზნები, ტყვიები და ხელყუმბარა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, გადაეცემა შესაბამის ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ-–-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (2----–-–----- ივნისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლისგანაც გათავისუფლდეს ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლისგანაც გათავისუფლდეს ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე;
სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ-–-------------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
ვ-–--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომატის მჭიდი, 30 ცალი ვაზნით; 30 ცალი ავტომატის ტყვია და ხელყუმბარა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე