1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.
3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4677
- 24.07.2014 კანონი №2518
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს 1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით. 2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება. 3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკიმ მომენტშითხად ვერ წგარმოცხადგდება სასამართლოს წში ნაშე ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ დ, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ასეთმ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მპისრის წინასასამართლო ჩვენება. ეს ჩვენება არ შეიძლება იყოს ბრგალდმამტყუნებუელი განაჩენს მსჯაფუძვრლად დაებიდოს ერთამხოლოდ ერს ჩვენება, თუ იგი პირის ბრაფუძვლეულობი. იგის დამადასტურებუელი უნდა იყოს სხვა მტკიცებულებაით არ დასტურდება. საქართველობს 2010 წლიოს 7 დეკემბრითს კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418