მუხლი 117. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან/და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა
თავი XV — საგამოძიებო მოქმედებები
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვა/დაკითხვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტიანი განხორციელება.
2. ყრუს და სმენადაქვეითებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს.
3. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დასწრებით.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 117. ყრშეზღუ-მდული შესაძლებლობის მქონჯე პირის ან/და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა 1. ყრშეზღუ-მდული შესაძლებლობის მქონჯე პირის გამოკითხვა/დაკითხვა ტუნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბა შმისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტიანი განხორციელება. 2. ყრუს და სმენადაქვეითებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ჟესტური ენის მქცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ ისგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებზეს პასუხები წერილობით გასცეს. 23. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დასწრებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(25)
საქმე №2კ-929აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
…მიახლოება და კომუნიკაცია). 3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. შ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას,…
საქმე №2კ-1351აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
…ასახელებენ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმების განსხვავებული შინაარსის ასახსნელად, იწვევს იმგვარ გადაულახავ ეჭვს, რაც ვერ გადაწყდება ბრალდებულის საუარესოდ. 12. კასატორი - პროკურორი შალვა ნიკვაშვილი თავის საჩივარში რ. ა-ის მიერ საქართველოს სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად იშველიებს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის…
…დადგენის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, კერძოდ: სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა…
…მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ი---------------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა…
…დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–- ბო---–----ის მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ, ფიზიკური ძალის გამოყენებით შვილის მეუღლე ნატ--–-ა ბო---–----ეზე იძალადა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან…
მუხლი 14. დოკუმენტების გადაცემა და მოქალაქეთა დაკითხვა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 117, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-117/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია