განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002824827
№1/10-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულების - მ-------------–---–ის, გ---------------ის და თ-------------–---–ის
ადვოკატების - მ-----–-------–--ის, მ--–--------–-----ს და ს-----------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: მ-------------–---–ი
მამის სახელი: ჰ---–----
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ--–--–---
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ--–--–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კვალიფიკაცია: მ-------------–---–ის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას, მ-------------–---–მა გ---------------ესთან და თ-------------–---–თან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას თავისა და სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა შ----------–---–---–ს.
ბრალდებული: გ---------------ე
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 1----–-–-----------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ--–--–---
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ--–--–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კვალიფიკაცია: გ---------------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას, გ---------------ემ მ-------------–---–თან და თ-------------–---–თან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას თავისა და სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა შ----------–---–---–ს.
ბრალდებული: თ-------------–---–ი
მამის სახელი: თ-------
დაბადებული: 1-----–-–------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ა--–---
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ა--–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კვალიფიკაცია: თ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას, თენგიზი ჯანიაშვილმა გ---------------ესთან და მ-------------–---–თან ერთად, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯგუფურად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა შ----------–---–---–ს. კერძოდ, გ---------------ემ და მ-------------–---–მა თავისა და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყეს შ----------–---–---–ს, რომელსაც თენგიზი ჯანიაშვილმა ხელკეტი ორჯერ ჩაარტყა თავის არეში.
მ-------------–---–ი 2018 წლის 18 დეკემბერს 21:47 საათზე დააკავეს და 2018 წლის 20 დეკემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
გ---------------ე 2018 წლის 18 დეკემბერს 21:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 20 დეკემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
თ-------------–---–ი 2019 წლის 4 იანვარს 18:30 საათზე დააკავეს და ამავე დღეს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას, მიმდებარედ თენგიზი ჯანიაშვილმა, გ---------------ემ და მ-------------–---–მა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენეს შ----------–---–---–ს. კერძოდ, შ----------–---–---–ს გ---------------ემ და მ-------------–---–მა თავისა და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყეს, ხოლო თ-------------–---–მა თავის არეში ხელკეტი ორჯერ ჩაარტყა.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად.
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ შ----------–---–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს ქალაქ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაპროტესტებელად სხვებთან ერთად მიდიოდა. სოფელ ვ--–--–---ში გზა იყო გადაკეტილი, რის გამოც კოლონა რამდენიმე საათით გაჩერდა. იქვე სოფელ ველისციხის გზაჯვარედინზე იდგა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ორ ქალბატონს - მ---------–--ეს და ც-–---–----------ს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. "დასაწველები ხართ, ბენზინს დაგასხამთო" ეუბნებოდნენ. შოთა დალაქიშვილი ქალებს გამოესარჩლა, რის გამოც იგი იქვე მდგომ პირებთან შელაპარაკდა. შელაპარაკება გადაიზარდა კამათში და იგი სცემეს. მას პირველად თ-------------–---–მა დაარტყა, შემდეგ მ-------------–---–მა და გ---------------ემ. მ-------------–---–ი და გ---------------ე მას მუშტებს ურტყამდნენ. თ-------------–---–მა ხელკეტი ორჯერ მოუქნია, პირველ დარტყმაზე ხელის აფარება მოასწრო და იდაყვში მოხვდა, მეორედ რეაგირება ვეღარ მოახერხა და ხელკეტი თავში მოხვდა. ბოლო დარტყმაზე გონება დაკარგა. შ----------–---–---–ს სხვა პირებიც სცემდნენ. ძირითადად თავში ურტყამდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვიდა გონს. ცემის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, მარჯვენა ყვრიმალის ძვალი გაუტყდა, ცხვირი და წარბი ჰქონდა გატეხილი, თავზე ორი ჭრილობა ჰქონდა და ტვინის შერყევა მიიღო.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მ---------–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს ქალაქ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაპროტესტებელ აქციაზე წამოვიდნენ თავისი კუთვნილი ავტომანქანით თვითონ და ც-–---–----------. სოფელ ვ--–--–---ში შეაჩერეს. სველი წერტილის საძიებლად გადავიდნენ ავტომანქანიდან. რესტორან „ვ--–--–---ს“ რომ მიუახლოვდნენ და იკითხეს სველი წერტილი, იქ მდგომი მამაკაცები მათ მიმართ აგრესიულები გახდნენ. შ----------–---–---–ი მათ გამოესარჩლა და ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი და დაპირისპირება. ზოგი ჯოხით იყო შეიარაღებული, ზოგს რკინა ეჭირა, ერთს ბოთლი ეკავა ხელში და იმუქრებოდა ბენზინს გადაგასხამთო. აგრესიული სამი პიროვნება იყო, შოთა დაქალიშვილს პირველად რომ დაარტყეს, ჩაიკეცა. რკინის ნაჭერი ჩაარტყეს თავში. ამიტომ მ---------–--ე დახმარების სათხოვნელად პოლიციის თანამშრომლებისაკენ წავიდა. როდესაც მობრუნდა დაინახა, რომ შ----------–---–---–ი ძირს იწვა და სისხლიანი იყო.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ც-–---–----------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს ქალაქ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაპროტესტებელ აქციაზე წავიდა მ---------–--ესთან ერთად. რესტორან „ვ--–--–---სთან“ შეაჩერეს. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან საპირფარეშოს საკითხად. იქვე რამდენიმე მამაკაცი იდგა, რომლებიც მათ მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ, ილანძღებოდნენ და უწმაწურ სიტყვებს ეძახდნენ. მათ ხელკეტები, ჯოხები, ბოთლები, რკინის ნივთები ეკავათ ხელში. შ----------–---–---–ი გამოესარჩლა მათ, ამის გამო მამაკაცების აგრესია შოთაზე გადავიდა, უმოწყალოდ ურტყამდნენ. შოთას სისხლი მოსდიოდა, სახის და თავის არეში ჰქონდა დაზიანებები. სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს შ----------–---–---–ი და წაიყვანეს.
4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნ---------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაპროტესტებელ აქციაზე წამოვიდნენ კ----დან. სოფელ ვ--–--–---სთან გზა იყო ჩაკეტილი. თვითონ გადაკეტილ გზასთან ახლოს იყო, რა დროსაც შ----------–---–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ნაცემი იყო და საავადმყოფოში გადაჰყავდათ. თვითონაც დაუყოვნებლივ წავიდა ქ. გურჯაანში მდებარე საავადმყოფოსკენ. რომ მივიდა, დაინახა, რომ შ----------–---–---–ი დასისხლიანებული იყო. ტანსაცმელი ჩამოხეული ჰქონდა.
5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეების ვ-------------–---–ის და ა-–---------------–-–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ შემთხვევის დღეს მათ დაინახეს დასისხლიანებული შ----------–---–---–ი, თუმცა რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანებები მოწმეებისათვის უცნობია.
6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ექსპერტი გ----------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ექსპერტის N--------- დასკვნით დადასტურდა, რომ „შ----------–---–---–ი 2018 წლის 16 დეკემბერს მიღებული ტრავმის გამო მკურნალობას იტარებდა შპს „ჯეო ჰოსპიტალში“ 2018 წლის 16 დეკემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე. დიაგნოზით: სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ქალატვინის დახურული ტრავმა თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობები, ცხვირის ღია ჭრილობები. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
7. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა დ-----------–---–მა დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმების ნამდვილობა და სისწორე.
8. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების - დ-------------–---–ის, გ--------------ის, ა------–----ის, ქ-----------------ის, გ---------------ის, მ-------------–---–ის, თ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ-------------–---–მა, თ-------------–---–მა და გ---------------ემ შ----------–---–---–ს მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
9. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.
10. გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
11. რაც შეეხება აღნიშნული ქმედების დამამძიმებელ გარემოებას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, ამ შემთხვევაში, აუცილებელია დანაშაულის შემადგენლობას აღასრულებდეს ორი ან მეტი პირი მაინც და ყველა მათგანი იყოს ამსრულებელი. ამასთან, არ არის სავალდებულო ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი დანაშაულის ჩასადენად. გარდა ამისა, აუცილებელია ჯგუფის ორი წევრი მაინც იყოს შერაცხადი და პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული.
12. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------------ემ, მ-------------–---–მა და თ-------------–---–მა შ----------–---–---–ს ჯგუფურად მიაყენეს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
1. მ-------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. გ---------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
3. თ-------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
1. მ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ ქმედებას.
2. გ---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ ქმედებას.
3. თ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მ-------------–---–ის, გ---------------ის და თ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ვერ გაითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებს, რამდენადაც სასამართლომ ქმედება სამართლებრივად უნდა შეაფასოს მხოლოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, რადგან პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამდენად, ვინაიდან, ბრალდების შესახებ დადგენილებაში რაიმე დამამძიმებელ გარემოებაზე მითითება არ არის, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ დაამძიმებს ბრალდებულების სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ მ-------------–---–ის, გოჩა მაისურაძის და თ-------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. წარსულში არ არიან ნასამართლევები განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------------–---–ის, გ---------------ის და თ-------------–---–ის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. მ-------------–---–ს და გ---------------ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ პატიმრობა.
2. თ-------------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
3. 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით არსებითი განხილვის სხდომაზე, მ-------------–---–ის, გ---------------ის და თ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი და გირაოს თანხად თითოეული მათგანის მიმართ განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარი და მ-------------–---–ი, გ---------------ე და თ-------------–---–ი გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. მ-------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო გ--------------ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ე.წ. „ფ----–-–---“, საკადასტრო კოდი №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5001.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
5. გ---------------ის (პირადი N1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო გ---------------ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ე.წ. „ფ----–-–---“, საკადასტრო კოდი №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 4978.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
6. თ-------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო გ--------------ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ე.წ. „ფ----–-–---“, საკადასტრო კოდი №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5001.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
7. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართულია შ----------–---–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
გ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
თ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მ-------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გ--------------ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ე.წ. „ფ----–-–---“, საკადასტრო კოდი №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5001.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 დეკემბრის 21:47 საათიდან 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გ---------------ის (პირადი N1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გ---------------ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ე.წ. „ფ----–-–---“, საკადასტრო კოდი №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 4978.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 დეკემბრის 21:10 საათიდან 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და თ-------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გ--------------ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ე.წ. „ფ----–-–---“, საკადასტრო კოდი №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5001.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 იანვრის 18:30 საათიდან 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ პირობით მსჯავრდებულებმა.
ნივთიერი მტკიცებულება - შ----------–---–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი