განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
820100119002817140
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 151
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002817140

№1-25/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12.03.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ე-–------- პ--------ე

ადვოკატი - მ------–- ზ----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173131218001 საქმე

 

ბრალდებულ ე-–------- პ--------ის მიმართ

მამის სახელი: ნ--------

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

დაბადებული: 16.11.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ო-----–--, მე-2 ქ. 1-ლი ჩიხი N5

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:

 

1. 2018 წლის დასაწყისიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ო-----–--ს 21-ე ჩიხ, №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ე-–------- პ--------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის ე-–---ა პ--------ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს გ------–- პ--------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ე-–------- პ--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ 2018 წლის დასაწყისიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე დროის პერიოდში, ოჯახის წევრის მეუღლის გ------–- პ--------ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

4.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

6. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------- პ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდი არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

9.მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 22 თებერვლის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №001227919 დასკვნით და 2019 წლის 22 თებერვლის №001225919 დასკვნით ე-–---ა პ--------ე და გ------–- პ--------ე ე-–------- პ--------ის ქმედებებისაგან გამომდინარე არ განიცდიდნენ სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მათ ტანჯვას.

 

10. მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული დაზარალებულის გ------–- პ--------ის გამოკითხვის ოქმით მისი მეუღლე ე-–------- პ--------ე მას აყენებდა სისტემატიურად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

11.ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

12.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ბრალად წარედგინა ე-–------- პ--------ეს დანაშაულია მაშინ, როდესაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ადგილი აქვს სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც უნდა გამოიწვიოს ტანჯვა, რაც უნდა დადასტურდეს უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

13. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის გ------–- პ--------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნასთან, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს განიცდიდა თუ არა გ------–- პ--------ე სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას. რაც შეეხება ბრალდებულ ე-–------- პ--------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარებას სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე-–------- პ--------ის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება ვა-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდის დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ვა-----------------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდების დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაადგინა:

 

14. 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ო-----–--ს 21-ე ჩიხ, №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შვილს ე-–---ა პ--------ეს, რომელიც მას მოუწოდებდა შეეწყვიტა დედის გ------–- პ--------ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხელი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში, რა დროსაც გ------–- პ--------ე ჩადგა მათ შორის და შეეცადა მეუღლე ე-–------- პ--------ეს შეეწყვიტა შვილის მიმართ ძალადობა, რის შემდეგაც ე-–------- პ--------ემ მთელი აგრესია გადაიტანა მეუღლის მიმართ და ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ე-–---ა პ--------ის და გ------–- პ--------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

15. 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 22:20 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ო-----–--ს 21-ე ჩიხ, №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბენზინი გადაასხა სხეულზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს გ------–- პ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

16. 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ო-----–--ს 21-ე ჩიხ, №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბენზინი გადაასხა სხეულზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს შვილს ე-–---ა პ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

17. ე-–------- პ--------ემ განმარტა, რომ მეუღლეს, გ------–- პ--------ეს და შვილს ე-–---ა პ--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

18.დაზარალებულმა გ------–- პ--------ემ და ელზა პ--------ემ განაცხადეს, რომ მათ ე-–------- პ--------ემ მიაყენათ ფიზიკური ტკივილი.

 

19.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

 

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ე-–------- პ--------ემ მეუღლის - გ------–- პ--------ის და შვილის ე-–---ა პ--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

21. დაზარალებულმა გ------–- პ--------ემ განაცხადა, რომ მეუღლე ე-–------- პ--------ე, 2018 წლის 12 დეკემბერს, სხეულზე ბენზინის გადასხმით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

22. ბრალდებულმა ე-–------- პ--------ემ ასევე დაადასტურა მეუღლის-გ------–- პ--------ის მიმართ ბენზინის გადასხმით სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ექსპერტიზის №ქ/677 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი გ------–- პ--------ეის ტანსაცმელს აღმოაჩნდა ნავთობპროდუქტების კვალი.

 

24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ე-–------- პ--------ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლე გ------–- პ--------ის, მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

25. დაზარალებულმა ე-–---ა პ--------ემ განაცხადა, რომ მამამ, ე-–------- პ--------ემ, 2018 წლის 12 დეკემბერს, მას სხეულზე გადაასხა ბენზინი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

26. ბრალდებულმა ე-–------- პ--------ემ ასევე დაადასტურა შვილის-ე-–---ა პ--------ის მიმართ ბენზინის გადასხმით სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

27. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ექსპერტიზის №ქ/677 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ე-–---ა პ--------ეის ტანსაცმელს აღმოაჩნდა ნავთობპროდუქტების კვალი.

 

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ე-–------- პ--------ემ განახორციელა ოჯახის წევრის- შვილის, ე-–---ა პ--------ის, მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

30. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------- პ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

31. ე-–------- პ--------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

32 .ე-–------- პ--------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ასევე დაზარალებულებთან შერიგება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

33. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად და ამ მიზნით სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზნებს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქმედების განხორციელების ხერხზე, რაც გამოიხატა ოჯახის წევრებზე ბენზინის გასახმით სიცხცხლის მოსპობის მუქარაში და ასეთი ქმედებით მოსალოდნელი უმძიმესი შედეგის დადგომის შესაძლებლობაზე, ამავდროულად სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ქმედების შემდეგ ყოფაქცევას, განსაკუთრებით ითვალისწინებს დაზარალებულების პოზიციას, რომლის მიხედვით ისინი შეურიგდნენ ბრალდებულს და აპატიეს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა და ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ე-–------- პ--------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა- ყველაზე მძიმე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე-–------- პ--------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული ე-–------- პ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2. ბრალდებული ე-–------- პ--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ე-–------- პ--------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება

 

3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ე-–------- პ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.

 

4. ე-–------- პ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 დეკემბრიდან.

 

5. უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

6. ნივთმტკიცებად ცნობილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით; ანაწმენდები - განადგურდეს; ხოლო სანადირო თოფი "ИЖ-27'' მოდელის N------- განაჩენით დადგენილი აკრძალვის პერიოდში შენახული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი