მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. # # # # # # #
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (23.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. # # # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(494)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 494-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-539(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული თვალსაზრისით განხორციელებული საკანონმდებლო ზომები აუცილებელია შეფასდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში, რომელიც სათავეს იღებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების დაცული სფეროდან, იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად იზღუდება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქმე №ბს-363(4კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2024
კასატორი აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/1/1404 გადაწყვეტილებაზე ( „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და 2011 წლის 22 დეკემბრის N1/1/477 გადაწყვეტილებაზე ( „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13) სადაც მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს აღწევს.
საქმე №2კ-998აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის…
საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, ქმედუნარიანი კონტრაჰენტის დაცვის მიზნით, გარკვეული სამართლებრივი საშუალებების შექმნას, თუმცა ის რეგულაცია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დადგენილი, უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს. სახელმწიფო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში პოზიტიური მოქმედებებით უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესების დაცვა.
საქმე №ბს-792(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2023
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
საქმე №ბს-792(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2023
საქმე №ბს-1046(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
საქმე №54აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2021
საქმე №ას-1114-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
საქმე №58აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2020
საქმე №ბს-1023(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
საქმე №ბს-1137(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
საქმე №ბს-744(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
საქმე №ბს-1151(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
საქმე №9აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2020
საქმე №ბს-483(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2020
საქმე №ბს-636(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2020
საქმე №ბს-776(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2020
საქმე №ბს-159(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2020
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუცია“, მუხლი 16, №786, 24.08.1995, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.000.116 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30346/muxli-16/