1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.
7. მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით. # # # # # # # # # # # # #
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(423)
- საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…თავიანთ მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. 13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი აზრის გამოხატვისა და გავრცელების დროს დაცულია სპეციალური კანონით; საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ამავე გარანტიას ადგენს; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის კონვენციის მე-10 მუხლით ყველას აქვს გამოხატვის…
- საქმე №ას-1554-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2026
…უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები]. 18. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს…
- საქმე №2კ-441აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
…და სასამართლოსადმი ხალხის ნდობის შენარჩუნებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). 5.7. ამასთან, „ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებად დასახელებულია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და…
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
…ამ კუთხით, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1/10/703) 13.10.2017წ. მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის…
- საქმე №ას-581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2025
…განცხადება არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვის ქვეშ. კასატორი მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამივე პირობა - შეზღუდვა…
- საქმე №ას-177-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ას-1552-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
- საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ას-989-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
- საქმე №ას-432-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ას-176-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2024
- საქმე №ას-1503-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-1582-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-585-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-622-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
- საქმე №ას-1590-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
- საქმე №ას-501-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
- საქმე №ბს-511(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ას-366-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-57-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-1373-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ას-1498-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2023
- საქმე №ას-1639-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
- საქმე №2კ-1134აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2023
- საქმე №ას-797-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ას-517-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-989-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №ბს-267(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
- საქმე №2კ-903აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2021
- საქმე №ას-697-651-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
- საქმე №ბს-358(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ას-706-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2021
- საქმე №ას-938-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ას-1152-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
- საქმე №ას-1696-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
- საქმე №ას-1366-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2020
- საქმე №ას-647-647-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2019
- საქმე №ბს-724(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
- საქმე №ბს-568(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
- საქმე №ას-1857-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 423-დან.