დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.06.2026
საქმის ნომერი
ას-528-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-528-2026 29 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - ბ.პ–ია (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მოპასუხე)

მეორე კასატორები- ი.ბ–ძე, თ.ყ-ს–ა (აპელანტები, მოპასუხეები)

მესამე კასატორი - ზ.დ–ნი (აპელანტი, მოსარჩელე)

მეოთხე კასატორი - თ.ჩ–ი (აპელანტი, მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მესამე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეოთხე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.დ–ია, ბ.ზ–ი, თ.მ–ი, რ.ს–ძე, ს.ც–ძე, თ.კ–ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ს–ს“ დირექტორი, რომელიც სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

2. „ქალთა მოძრაობამ“ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რათა პარლამენტისთვის წარედგინა მათი ლიდერი - ბ.პ–ია.

3. მოსარჩელე იყო „ქალთა მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეობდა ამ მოძრაობის ორგანიზებულ აქციებშიც.

4. 2018 წლის 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ სოციალური ქსელის - ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა შემდეგი სახის ღია განცხადებით: „საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ უნდა აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზ.დ–ნი, რომელიც მიუხედავად მისი საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, მხილებულია სექსუალური შევიწროების ჩვენთვის ცნობილ ათამდე შემთხვევაში. 16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დ–ის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზ.დ–ნის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ... ...ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების მანძილზე მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა... ...მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზ.დ–ნს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ“. (ტექსტიდან ამოღებული მაქვს რელევანტური ნაწილები).

5. სადავო განცხადებები გავრცელდა 17.03.2018 წელს „ქალთა მოძრაობის“ ფეისბუქ გვერდზე სტატიაში სათაურით „ქალთა მოძრაობის საგანგებო მიმართვა საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს“. ზ.დ–ნმა 2018 წლის 17 მარტს მოხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა და ასევე, დატოვა „ს–ს“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.

6. თ.ჩ–ის მიერ 2018 წლის 17 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაკეთებული იქნა შემდეგი განცხადებები: - „ის, რომ დ–ი ქალებს ავიწროვებს, მანამდე გავიგეთ და დავინტერესდით რა საფუძველი ჰქონდა ამ საუბრებს“; - „ტიპი დგას და გრანტებით მოპოვებულ ფულს, ვინც მისცემს, იმას სთავაზობსო - ეს უნდა მოეყოლათ სამართალდამცავებისათვის და რომ ვერ გაბედეს, ეს გიკვირთ?“;- „კოცონი სად დაინახეთ? კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით, თუ დადასტურდა“; - „შენ ფიქრობ, რომ ვიღაც მანიაკი დ–ის გამო გავიფუჭებ რეპუტაციას და დავაზიანებ ტ–სადმი ნდობას?“ - „როგორ მინდა, იმ გრანტიჭამია სექსუალური მანიაკის საჩივარი ჩემამდე მოვიდეს და რამენაირად ტ–ს შეეხოს“. დადგენილია, რომ თ.ჩ–ი, როგორც „ტ–ს“ დირექტორი, 2018 წლის 22 მარტს მიწვეული იყო პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მ.ც–ძესთან ერთად“, სადაც მან განაცხადა შემდეგი: „როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, წინ რვა ქალის ისტორია გვედო. აქედან ოთხი იყო ისეთი, სადაც ზ.დ–ნი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა, დანარჩენი ოთხი შემთხვევა კი, სამსახურს მიღმა ხდებოდა, როცა ქალი ფეისბუქით, ან სადღაც კონფერენციაზე გაიცნო“.. „ჩვენ იმ ქალებთან მიმოწერის სქრინებიც გვქონდა, სადაც ზ.დ–ნი თავის სექსუალურ მიმოწერის სქრინებიც გვქონდა, სადაც ზ.დ–ნი თავის სექსუალურ ფანტაზიებზე საუბრობს, მაგრამ ეს მასალა არ გამოგვიქვეყნებია. ბუნებრივია, ჩვენთვის იოლი იქნებოდა, ეს სქრინებიც ჩაგვერთო, რათა ამბავი ბევრად უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ზ.დ–ნის სექსუალური ფანტაზიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საჯარო ინტერესს ემსახურება და როდესაც სასწორზე მისი შვილების ინტერესი და საჯარო ინტერესი დავდეთ, ამ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩვენი რედაქციისთვის შვილების ინტერესმა გადაწონა და მასალა არ გამოვაქვეყნეთ“. თ.ჩ–ი ასევე მიწვეული იყო ტვ „ი–ს“ 2018 წლის 15 ივლისის გადაცემაში „ი.კ–ა“. მოპასუხე თ.კ–ძემ 2018 წლის 18 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ზუსტად მაგას ვამბობ 2 დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს“; - „ქალთა მოძრაობის თუ სხვების შეცდომა ვერ გადაფარავს დანაშაულს და ეს დ–ის სასარგებლო არგუმენტი ვერ იქნება“.

7. მოპასუხე ნ.დ–იამ ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „არ არის ერთ ზ–ში საქმე, ამაზე ლაპარაკით სხვა ქალებს გავაძლიერებთ და ზ–ისგან დაზარალებულ-შეურაცხყოფილი ქალების რეგისტრაცია იქნება“. ნ.დ–იამ ზ.დ–ნის საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 20 მარტს ინტერვიუ მისცა რ...-ის საინფორმაციო გადაცემას „კ–ი“; ასევე, 2018 წლის 15 ივლისს მიწვეული იყო ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“; 2018 წლის 15 ივლისის „ი.კ–ა“-ში ნ.დ–ია აცხადებს: „თუკი ოდნავ მაინც ვინმეს ესმის რას ნიშნავს ქალისთვის როდესაც ის ამბობს საჯაროდ, რომ მას სექსუალურად ავიწროვებდნენ, მასზე ძალადობდნენ, ასეთ არაკომფორტულ მდგომარეობაში აგდებდნენ, რასაკვირველია მაშინვე მიხვდება, რომ ამის მოგონება უბრალოდ არის შეუძლებელი“.

8. ი.ბ–ძე 2018 წლის 18 მარტს მიწვეული იყო ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“, სადაც განაცხადა შემდეგი: - „ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვერდით იყო და სულ სხვა სტატუსით, მაგრამ, სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“.

9. მოპასუხე ბ.პ–იას მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე 2018 წლის 19 მარტს გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროვებას და ძალადობას ვერ შევეგუები“. - „გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები „ქალთა მოძრაობის“ ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზ–ის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“; ბ.პ–იას აღნიშნული განაცხადი 2018 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“; ბ.პ–ია 2018 წლის 18 მარტს ასევე მიწვეული იყო ტელეკომპანია ი–ს გადაცემაში „ი.კ–ა“.

10. მოპასუხე თ.ყ-ს–ას მიერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „მე ვამბობ, რომ არის მოძალადე კაცი“; თ.ყ 2018 წლის 15 ივლისს მიწვეული იყო ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“, სადაც განაცხადა შემდეგი „მე ვიცი, რომ ზ.დ–ნი ნამდვილად არის მოძალადე კაცი“; „ჩვენ გაგვაბრაზა ქალები იმან, რომ კაცი, რომელიც ვიცით, რომ ქალების მიმართ არ არის ტოლერანტული, რომელიც ამ ქალებზე ძალადობს, ქალებს ავიწროვებს, გახდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი“.

11. მოპასუხე ე.ო–ის მხრიდან სოციალურ ქსელში, პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია“; „ეს საქმე არ არის რიგითი დ–ის სცენიდან გაჩოჩების საკითხი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია... ადამიანის და თან ქალების უფლებებზე მორალს არ კითხულობდნენ ისინი, ვისთანაც ერთი-ერთზე დარჩენა საშიშია ყველასთვის, ვისაც უკვე მიწერა და ვისთანაც მუშაობა შეუძლებელია, თუნდაც ერთი ადამიანისთვის“.

12. მოპასუხეებმა ბ.ჯ–მა (შემდგომში - ზ–ი), ს.ც–ძემ, რ.ს–ძემ, თ.მ–მა განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაცემა, რომლითაც დადგინდებოდა ზ.დ–ნის მხრიდან მათ მიმართ სექსუალური შევიწროვების ფაქტი.

13. 2018 წლის 17 მარტს ჟურნალ „ტ–ში“ გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით: „სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ყვებიან ქალები ზ.დ–ნზე“. „ტ–ს“-თან დ–ის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ 8 ქალი საუბრობს. ყველა მათგანმა ანონიმობა გადაწყვიტა, რის ძირითად მიზეზად ოჯახის წევრებისა და „ს“-ს ხელმძღვანელის შესაძლო რეაქცია დაასახელეს. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 01 ნოემბრის რეკომენდაციით დადგინდა სექსუალური შევიწროვებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა გამოკითხვისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ს.ც–ძის, თ.მ–ის და ბ.ჯ–ის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.

14. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, 2018 წლის 02 ნოემბერს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ რ.ს–ძისა და ი.ა–ის განცხადებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას გამოკვეთოს სექსუალური შევიწროვების ფაქტები.

15. სასარჩელო მოთხოვნა:

15.1. დაევალოს „ქალთა მოძრაობის“ წევრებს ბ.პ–იას, ნ.დ–იას, ი.ბ–ძეს, თ.ყ–სა და ე.ო–ს, ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების: I. „ზ.დ–ნი სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა ქალებს და ძალადობდა მათზე“, II. „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“, უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, „ქალთა მოძრაობის“ ფეისბუქ გვერდზე, სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.2. დაევალოს თ.ჩ–ს ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი შემდეგი განცხადებების: I - „დ–ი ქალებს ავიწროვებს“; II – „გრანტით მოპოვებულ ფულს ვინც მისცემს, იმას სთავაზობს“; III - „ზ.დ–ნისგან ქალები სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას იღებდნენ, მოტყუებით“; IV - „ზ.დ–ნი სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ, ძალადობს ქალებზე“; V - „ზ.დ–ნი სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს და თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა“; VI - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“; VII - „ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები (იგულისხმება ყველა ზემოთჩამოთვლილი განცხადება) ეყრდნობა სათანადო წესით მოპოვებულ ინფორმაციას“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მ.ც–ძესთან ერთად“ და ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.3. დაევალოს თ.კ–ძეს (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების „ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტებს, იგი არის მოძალადე და დამნაშავე“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, 25 ნოემბერი და მეტი ქალთა ჯგუფში. ამასთან, ვინაიდან სარჩელის წარმოდგენიდან გასულია 6 წელზე მეტი და გადაცემა „დეტალები“ აღარ არსებობს, უარყოფასთან დაკავშირებით ცნობის გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს ტელეკომპანია „კ–ის“ ეთერში მსგავსი ფორმატისა და კონტექსტის გადაცემაში; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; დაევალოს ნ.დ–იას (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების: I - „ზ.დ–ნმა ქალები დააზარალა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა“; II - „ზ.დ–ნმა ქალები სექსუალურად შეავიწროვა სამსახურში ან სამსახურის გარეთ“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“ და ტვ „რ...“-ის გადაცემაში „კ–ი“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.5. დაევალოს ი.ბ–ძეს (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“ და „პირისპირ“; ამასთან, ვინაიდან სარჩელის წარმოდგენიდან გასულია 6 წელზე მეტი და გადაცემა „პირისპირ“ აღარ არსებობს, უარყოფასთან დაკავშირებით ცნობის გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს ტელეკომპანია „ი–ს“ ეთერში მსგავსი ფორმატისა და კონტექსტის გადაცემაში; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.6. დაევალოს ბ.პ–იას (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების: I - „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“; II - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ტვ „ი“-ს გადაცემაში „ი.კ–ა“ და ინტერნეტ-ჟურნალ „ტ–ში“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.7. დაევალოს თ.ყ–ს (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების: I - „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“; II - „ზ.დ–ნი ქალების მიმართ არ არის ტოლერანტული, ქალებზე ძალადობს და ქალებს ავიწროებს“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ტვ „ი“-ს გადაცემაში „ი.კ–ა“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.8. დაევალოს ბ.ზ–ს ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების: „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად ავიწროებდა ბ.ჯ–ს“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, ინტერნეტ გაზეთ „ტ–ში“, ინტერნეტ გაზეთ o.ge-ზე და ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.9. დაევალოს თ.მ–ს ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების: „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად ავიწროებდა თ.მ–ს“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, ინტერნეტ გაზეთ „ტ“-სა და ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.10. დაევალოს რ.ს–ძეს ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების: „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად ავიწროებდა რ.ს–ძეს“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, ინტერნეტ გაზეთ „o.ge“-ში და „n“-ში; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; 1.11. დაევალოს ს.ც–ძეს ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების: „ზ. დ–ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად ავიწროებდა ს.ც–ძეს“ უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, ინტერნეტ გაზეთ „ნეტგაზეთში“; სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.

15.2. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

15.3. ზ.დ–ნი 2002 წლიდან 2018 წლის მარტამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ს–ს“ (ააიპ - „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“) აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლის 16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ს–ს“ აღმასრულებელი დირექტორი ზ.დ–ნი საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. 2018 წლის 14 მარტს მანამ, სანამ სახალხო დამცველის მიერ მოხდებოდა ზ.დ–ნის წარდგენა „ქალთა მოძრაობამ“ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად მათი ერთ-ერთი ლიდერი ბ. (ბ.) პ–ა წარედგინა საქართველოს პარლამენტისათვის. სწორედ, ზ.დ–ნის კანდიდატურის წარდგენამ გამოიწვია „ქალთა მოძრაობის“ წევრების უკმაყოფილება, რასაც 16 მარტსავე მოჰყვა ზ.დ–ნის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზება და შემდგომ დღეებში კამპანიის განხორციელება. ინტერესთა თანხვედრით იყო განპირობებული კამპანიაში პოლიტიკური და მედია ჯგუფების მონაწილეობა. 17 მარტს, „ქალთა მოძრაობამ“ ღია განცხადებით, ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ზ.დ–ნი სექსუალური შევიწროვების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. მოძრაობამ სახალხო დამცველს მოუწოდა გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა ქალის ისტორია, რომელიც ზ.დ–ნს სექსუალურ შევიწროვებაში ამხელდა. გარდა ამისა, „ქალთა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოუწოდა, სასწრაფოდ დაეწყო სექსუალური შევიწროვების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაეჭირა სექსუალურ ძალადობაში მხილებული ადამიანისათვის. მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ მათ ეჭვიც არ შეაქვთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც მათივე განცხადებით ამტკიცებენ, რომ დ–ი სექსუალური ხასიათის წერილებს მათ ინტენსიურად წერდა: „ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დ–ის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება“.

15.4. „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზ.დ–ნის მხრიდან სექსუალური შევიწროვების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

15.5. აღსანიშნავია, რომ თავად ამ განცხადებაშიც და ამ კამპანიის წევრების ცალკეული განცხადებებითაც ირკვევა, რომ ზ.დ–ნი „ქალთა მოძრაობის“ აქტიური წევრი იყო, ის მონაწილეობდა ამ მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და პოზიციონირებდა, როგორც ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. მათ შორის, 2018 წლის 8 მარტს ის, როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, „ქალთა მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობდა პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ქალთა კვოტირების საკითხის მხარდაჭერას ეხებოდა. ამ ფონზე, ერთი კვირის თავზე, კიდევ უფრო საეჭვოა „ქალთა მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან განხორციელებული კამპანია, რომელიც თითქოსდა დ–ის მხრიდან რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ შევიწროვებას ეხებოდა.

15.6. მოსარჩელე წლების განმავლობაში ასრულებს სოციალურ მისიას, მის აზრს აქვს გავლენა საზოგადოების ფართო მასებზე, შესაბამისად, ზ.დ–ნი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს საჯარო პირს. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები გავრცელებულია უშუალოდ მოპასუხეების მიერ. მოპასუხეთა გამონათქვამებს ყველა სივრცეში, იქნებოდა ეს სოციალურ ქსელში, ჟურნალსა თუ სატელევიზიო გადაცემებში, გასდევდა მხოლოდ ერთი კონტექსტი, რომ მათი მტკიცებით, ზ.დ–ნი არის მოძალადე და სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს. გამონათქვამის ამგვარი ფორმულირება არ არის შეფასებითი კატეგორია, არამედ წარმოადგენს ფაქტების მტკიცების შემთხვევას. სწორედ იმიტომ, რომ ზ.დ–ნის „მოძალადეობას“ ისინი მიიჩნევდნენ დადგენილ ფაქტად, მათ მოუწოდეს სახალხო დამცველს მოეხსნა ზ.დ–ნის კანდიდატურა. ასევე, მოპასუხეები აქტიურად მოუწოდებდნენ სხვა პირებსაც მხარი არ დაეჭირათ „მოძალადისათვის“. ამდენად, თითოეული მათგანი სხვადასხვა სიტყვებით, თუმცა საერთო კონტექსტით, ამტკიცებდა იმას, რომ ზ.დ–ნმა განახორციელა ძალადობისა და ქალების შევიწროვების ფაქტი.

15.7. მოპასუხეებს, მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა, არ დაუზუსტებიათ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის ნამდვილობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ არაკეთილსინდისიერებას და იმ ფაქტს, რომ ისინი მხოლოდ მოსარჩელის დისკრედიტაციისთვის ალაპარაკდნენ. საყურადღებოა ის კონტექსტი, რომელშიც იქნა გაკეთებული განცხადებები და ის ფონი, რომელზეც გაკეთდა აღნიშნული განცხადებები. მოპასუხეების მიერ ცალსახად და არაორაზროვნად იქნა განცხადებული, რომ მოსარჩელე არის მოძალადე, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ძალადობდა ქალებზე და ამას ჰქონდა განგრძობადი, მასიური ხასიათი. მოპასუხეთა მხრიდან გაკეთებული განცხადებების მცდარობა მათთვის წინასწარ იყო ცნობილი იმდენად, რამდენადაც მათ მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ეყრდნობოდა რაიმე მტკიცებულებას. ასევე, ცალსახაა, რომ სადავო განცხადებებმა გამოიწვიეს მოსარჩელის, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, მას მოუწია უარის თქმა „ს–ს“ დირექტორობაზე და მას შემდეგ, სხვა ორგანიზაციებისათვის „არასასურველ“ კადრად იქცა.

16. მოპასუხეების პოზიცია

16.1. მოპასუხე ბ.ჯ–მა (გვარის შეცვლის შემდგომ „ზ–ი“) წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს არ გაუვრცელებია მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია. სარჩელში მოყვანილი ფრაზები წარმოადგენს მოსაზრებებს და მათი მტკიცება ან უარყოფა ვერ მოხდება. ამასთან, ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირების მიმართ ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროვების ფაქტს, დადასტურდა მათი 2018 წლის განცხადებების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ზ.დ–ნის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის თაობაზე მიღებული რეკომენდაციით. მოსარჩელის მიერ მითითებული განცხადებების ნაწილი გავრცელებულია 2018 წლის 20 მარტსა და 2018 წლის 15 ივლისს. მოსარჩელე სწორედ რომ 20 მარტსა და 15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს. შესაბამისად, სარჩელის შეტანის მომენტისათვის გასულია კანონით გათვალისწინებული 100 დღიანი ვადა.

16.2. ბ.ჯ–თან მიმართებით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხება 15 ივლისის გადაცემაში „ი.კ–ა“, ინტერნეტ გაზეთი „ტ–ში“ და o.ge-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, არის ხანდაზმული, რადგან გასულია 100 დღიანი ვადა. ხანდაზმულობის ვადა არ არის დაცული დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში წარმოდგენილ მოთხოვნებთან მიმართებითაც, რადგან თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნები დაზუსტებულ სარჩელში წარმოდგენილია განსხვავებული ფორმით. შესაბამისად, ორივე დაზუსტებული სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

16.3. მოპასუხეებმა თ.მ–მა, რ.ს–ძემ და ს.ც–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. წარმოდგენილი სარჩელის მე-15 ფაქტობრივი გარემოება მიემართება მოპასუხეებს რ.ს–ძეს, თ.მ–ს და ს.ც–ძეს, სადაც მოსარჩელე ასაჩივრებს სავარაუდო მსხვერპლთა მიერ, სახალხო დამცველისადმი მიმართულ განცხადებას, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეების მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტებს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ, კონსტიტუციური უფლების განხორციელება (განცხადების შეტანა სახალხო დამცველის აპარატში) არის ცილისწამება და სწორედ აღნიშნულის გამო მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას მოპასუხეებზე. ცალსახაა, რომ სარჩელი სამი მოპასუხის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხეებს სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით მიემართათ სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმებისთვის, რაც მათ კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და გარანტირებულია აგრეთვე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

16.4. მოპასუხეებმა ნ.დ–იამ, თ.ყ–მა-ს–ამ და ი.ბ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს არ გაუვრცელებიათ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, სარჩელში მოყვანილი ფრაზები წარმოადგენს მოსაზრებებს და მათი მტკიცება ან უარყოფა ვერ მოხდება. ამასთან, ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირების მიმართ ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროვების ფაქტს, დადასტურდა მათი 2018 წლის განცხადებების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ზ.დ–ნის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის თაობაზე მიღებული რეკომენდაციით.

16.5. მოპასუხეების მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს არ აქვს კავშირი მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში გამოცხადებულ კონკურსებთან. ორგანიზაცია, რომელშიც საქმიანობას ახორციელებდა მოსარჩელე, არ წარმოადგენს იმგვარ დაწესებულებას, რომელსაც მოქმედი რეგულაციებით ევალება კონკრეტულ პირებთან შრომითი ხელშეკრულების დასადებად კონკურსის გამოცხადება.

16.6. ნ.დ–იასთან მიმართებით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხება გადაცემაში „ი.კ–ა“, „კ–ი“ და პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, არის ხანდაზმული, რადგან გასულია 100 დღიანი ვადა. ასევე, ი.ბ–ძესთან მიმართებით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხება გადაცემაში „ი.კ–ა“ და „პირისპირ“, ასევე პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, არის ხანდაზმული, რადგან გასულია 100 დღიანი ვადა. თ.ყ-ს–ასთან მიმართებით დაყენებული მოთხოვნა, რომელიც ეხება 15 ივლისის გადაცემაში „ი.კ–ა“ და პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციას, არის ხანდაზმული, რადგან ამ შემთხვევაშიც გასულია 100 დღიანი ვადა.

16.7. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

16.8. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეთა მოსაზრებით, მათ მიერ გაჟღერებული ფრაზები წარმოადგენს მათ მოსაზრებებს, რომლის ფორმირებაც მოხდა საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ეს მოსაზრებები არ შეიძლება არსებითად მცდარი ან მართალი იყოს, რადგან აზრის ფაქტით დამტკიცება შეუძლებელია.

16.9. მოპასუხე ბ. (ბ.) პ–ამ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ქალთა მოძრაობის“ უკმაყოფილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად სწორედ ზ.დ–ნის წარდგენამ გამოიწვია, რადგანაც მათ კანდიდატად ბ.პ–იას წარდგენა სურდათ. მოპასუხის მითითებით კი, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან უკმაყოფილების მიზეზი გახდა ისეთი პიროვნების წარდგენა, რომელიც შემჩნეული იყო ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში. ამასთან, მოპასუხის ან „ქალთა მოძრაობის“ სხვა წევრების მიერ მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზებას და წარმართვას ადგილი არ ჰქონია.

16.10. მოსარჩელის მიმართ ნამდვილად გავრცელდა მოპასუხის მიერ აღნიშნული განცხადებები, თუმცა როგორც ამას მოსარჩელე აღნიშნავს, ისინი არ იყო უსაფუძვლო. მათ საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის სექსუალური შევიწროვების მსხვერპლების მონაყოლები. მოპასუხის მიერ სადავო განცხადებების გაკეთებამდე „ქალთა მოძრაობის“ და სახალხო დამცველის წევრებთან ერთად შედგა შეხვედრა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლებთან, სადაც ისინი მოყვნენ თავიანთ ისტორიებს. სწორედ ამ ისტორიებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხის მიერ შემდგომი განცხადებების გაკეთება. მოპასუხე წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას (კავშირი საფარი) და მის მიერ გაკეთებული შეფასება, როგორც უფლებადამცველის შეფასება, ამავე დროს არის მისი ორგანიზაციის შეფასება. მოპასუხის მოსაზრებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს აზრს და არა ფაქტს. ამასთან, გაკეთებული განცხადებები სრულად თავსდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და მისი შეზღუდვა მოცემულ საქმეში დაუშვებელია. ასევე, უფლებამდაცველის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევებში უფლებადამცველებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვევს ამ ინსტიტუტის არსის გაქრობას.

16.11. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გამოთქმული შეფასებები ზ.დ–ნთან დაკავშირებით, არ იძლევა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ბ.პ–იასთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

16.12. მოპასუხე თ.ჩ–მა წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს სარჩელში არ დაურთავს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე წარმოადგენს რომელიმე განცხადების პირველად წყაროს ან მისი მხრიდან არსებობს რაიმე ფაქტზე მითითება. 2018 წლის 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ ღია განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს, სადაც საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათთვის ცნობილი იყო 10-მდე ფაქტი, სადაც ქალები ზ.დ–ნის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე საუბრობდნენ და აღნიშნულზე მოითხოვეს რეაგირება. სახალხო დამცველის ოფიციალურად გაკეთებული განცხადებით - „სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროვების, ასევე, სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს“. აღნიშნულის შემდგომ, როგორც სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლების, ასევე თ.ჩ–ის მიერ საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ მყოფ საკითხზე შეფასებები გაკეთდა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გაცხადებული გამონათქვამები წარმოადგენენ საზოგადოების ინტერესის სფეროში გავრცელებულ ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს და შეხედულებებს, რაც არ შეიძლება გახდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

16.13. მოპასუხის ყველა განცხადება წარმოადგენს მის აზრს და შეფასებას. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ფაქტის მტკიცებას. მის მიერ თანდართული მტკიცებულებები წარმოდგენილია დანაწევრებული და რედაქტირებული დიალოგების სახით და რთულია განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, გარდა ამისა, მოპასუხე უთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

16.14. მოპასუხე თ.კ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის მიერ მითითებული ფრაზები, გარდა იმისა, რომ ზოგადი ხასიათისაა, პირდაპირ არ იკვეთება თუ ვისი მისამართით არის გაკეთებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ მითითებული ფრაზები მიემართება მოსარჩელე ზ.დ–ნს, ისინი მოპასუხე თ.კ–ძის აზრს, შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს. ცილისწამებისათვის კი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი განცხადების გავრცელების შემთხვევაში. ნათელია, რომ განსახილველ შემთხვევაში თ.კ–ძის მხრიდან არ ყოფილა რაიმე ფაქტის უარყოფა ან მტკიცება ან რაიმე ინფორმაციის, როგორც ფაქტის გავრცელება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სადავოდ გამხდარ განცხადებაში გამოხატულია განმცხადებლის სუბიექტური განცდა, რომელსაც მას კონკრეტული პირის მოქმედება უჩენს და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს.

16.15. მოპასუხე ე.ო–მა წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ე.ო–ი არ წარმოადგენს „ქალთა მოძრაობის“ წევრს. მას არ მიუღია მონაწილეობა „ქალთა მოძრაობის“ სახელით გაკეთებული, სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი განცხადების შედგენაში. იგი არ ესწრებოდა არც „ქალთა მოძრაობის“ 2014 წლის პრეზენტაციას, არ მიუღია მონაწილეობა არცერთი განცხადების შემუშავებასა და გამოქვეყნებაში, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე გავრცელებულია „ქალთა მოძრაობის“ სახელით, მიუხედავად მისი პირადი პოზიციის თანხვედრის ან განსხვავებულობისა კონკრეტული საკითხებისადმი. ე.ო–ი არის ფეისბუქ ჯგუფის „25 ნოემბერი და მეტი“ წევრი. აღნიშნულ ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც იმ პერიოდში აერთიანებდა 2000-ზე მეტ მომხმარებელს, ე.ო–ი მონაწილეობდა ქალთა მიმართ ძალადობის და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და მსჯელობებში, ისევე, როგორც დანარჩენი 2000 მომხმარებელი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ განცხადება, რომელიც „ქალთა მოძრაობის“ სახელით გავრცელდა და 2000-ზე მეტ ქალსა და ორგანიზაციას აერთიანებს, განხილულ უნდა იქნეს, როგორც ყველა მათგანის გავრცელებული და აღნიშნავს, რომ ყველა მათგანს ეკისრება პასუხისმგებლობა განცხადების შინაარსზე, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, მოსარჩელემ 2000-ზე მეტი ადამიანიდან ამოარჩია მხოლოდ 6 ადამიანი და გადაწყვიტა პასუხისმგებლობა მხოლოდ მათზე დაეკისრებინა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის ნოემბერში „ქალთა მოძრაობის პრეზენტაციის ფოტოები, როგორც მტკიცებულება იმისა, თუ ვინ არიან „ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებლები და წევრები, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ არც ერთ ფოტოში ე.ო–ი არ არის აღბეჭდილი. ვინაიდან ე.ო–ი არ წარმოადგენს „ქალთა მოძრაობის“ წევრს, არც ერთი განცხადება მისი სახელით არ გავრცელებულა, არ მიუმართავს სახალხო დამცველისათვის, არ მიუღია მონაწილეობა ქალთა მოძრაობის დაფუძნებაში, ლოგიკას მოკლებულია მისი „ქალთა მოძრაობის“ წევრად დასახელება და იმ განცხადებების უარყოფის მოთხოვნა, რომელიც მას პირადად არ გაუკეთებია და არც მისი უშუალო მონაწილეობით მომზადებულა.

16.16. ე.ო–ის მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე და ფეისბუქ ჯგუფში „25 ნოემბერი და მეტი“ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მის აზრს და შეფასებას ზ.დ–ნის პიროვნების შესახებ. აზრის გამოხატვა და შეფასების გაკეთება საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე, არათუ აკრძალულია, არამედ წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამეტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას. გასათვალისწინებელია ასევე ე.ო–ის გამონათქვამების საერთო ფორმა და კონტექსტი, რომელიც ცალსახად შედგება შეფასებებისა და მსჯელობებისაგან, იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა ზ.დ–ნთან მიმართებაში. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, ე.ო–ის მიერ გაკეთებული სადავო განცხადებები უპირველესად ექცევა „აზრის“ და არა „ფაქტის“ კატეგორიაში. ამავე დროს აღნიშნული განცხადებები გაკეთებულია განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მყოფ საკითხზე, საჯარო განხილვის ფარგლებში, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებრივი ღირებულებების განვითარებისათვის.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ზ.დ–ნის სარჩელი მოპასუხეების ი.ბ–ძის, თ.ჩ–ის, ბ.პ–იას და თ.ყ-ს–ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა თ.ჩ–ს ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების - „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; დაევალა ი.ბ–ძეს (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც ,,ქალთა მოძრაობის წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების - „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“. სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; დაევალა ბ.პ–იას (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც „ქალთა მოძრაობის წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების - I - „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“; II - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ინტერნეტ-ჟურნალ „ტ–ში“. სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; დაევალა თ.ყ - ს–ას (როგორც ფიზიკურ პირს და არა როგორც ,,ქალთა მოძრაობის წარმომადგენელს) ზ.დ–ნის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების - „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. სასამართლოს მიერ უარყოფასთან დაკავშირებით დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში; ზ.დ–ნის სარჩელი მოპასუხეების თ.ჩ–ის, ი.ბ–ძის, ბ.პ–იას და თ.ყ-ს–ას მიმართ დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ზ.დ–ნის სარჩელი „ქალთა მოძრაობის“ წევრების (ბ.პ–ია, ნ.დ–ია, ი.ბ–ძე, თ.ყ - ს–ა, ე.ო–ი), ნ.დ–იას, თ.კ–ძის, ბ.ზ–ის, თ.მ–ის, რ.ს–ძის და ს.ც–ძის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

18. სააპელაციო საჩივრები:

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: თ.ჩ–მა, ი.ბ–ძემ და თ.ყ-ს–ამ, რომლემაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა მოსარჩელე ზ.დ–ნმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. შეგებებული სააპელაციო საჩივარი:

შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე ბ.პ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

20.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 თებერვლის თ.ჩ–ის, ი.ბ–ძის, თ.ყ-ს–ასა და ზ.დ–ნის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ასევე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის ბ.პ–იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

20.2. თბილისის გაერთიანება „ქალთა მოძრაობის“ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან სათანადო წესით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პირთა გაერთიანების წევრობის ფაქტი, „ქალთა მოძრაობის“ წევრობა ვერ იქნება განხილული როგორც რაიმე სახის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი სტატუსი. კონკრეტულ ჯგუფში, როგორც პლატფორმაზე შევიწროვების სავარაუდო მსხვერპლების მხრიდან გაჟღერებულ ისტორიებზე კომენტარის ან ე.წ. ფეისბუქ სტატუსის ფორმით გამოხმაურება, მხარდაჭერის გამოხატვა, ვერ დაუკავშირდება ამ პირების წევრის სტატუსის ფორმირებას და შესაბამისად, არ გამოიწვევს ამ პირთა, როგორც გაერთიანების წევრთა მიმართ რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობას. „ქალთა მოძრაობის“ წევრობაზე პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან სათანადო წესით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პირთა (ბ.პ–იას, ნ.დ–იას, ი.ბ–ძეს, თ.ყ-ს–ას და ე.ო–ს) გაერთიანების წევრობის ფაქტი, შესაბამისად, „ქალთა მოძრაობის“ წევრობა ვერ იქნება განხილული როგორც რაიმე სახის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი სტატუსი. საქმის მასალებით, უტყუარად არ დასტურდება, რომ ე.ო–ი „ქალთა მოძრაობის“ წევრია.

20.3. ე.ო–ის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან მოსარჩელე ე.ო–ის არა როგორც ფიზიკური პირის, არამედ როგორც გაერთიანების (ქალთა მოძრაობის) წევრის მიმართ მოთხოვნას აყენებს. საქმის მასალებით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ ე.ო–ი „ქალთა მოძრაობის“ წევრია.

20.4. ხანდაზმულობაზე შედავება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი „ქალთა მოძრაობის“ წევრების ბ.პ–იას, ნ.დ–იას, ი.ბ–ძის, თ.ყ-ს–ას და ე.ო–ის მიმართ სასამართლოში კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი.

20.5. „ქალთა მოძრაობის“ მიმართ მოსარჩელემ მოთხოვნა დააყენა 2019 წლის 10 ოქტომბერს წარმოდგენილი მეორე დაზუსტებული სარჩელით, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა 17.03.2018 წელს საჯაროდ გავრცელებული სადავო ფრაზების უარყოფის შესახებ სასამართლოში წარმოდგენილია სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის (100 დღე) ვადის დარღვევით. მოსარჩელის მიერ შეტყობის მომენტად სწორედ სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების დღე უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან სწორედ გავრცელებისთანავე მოხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა.

20.6. თ.ჩ–ის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია. 15.07.2018 წლის „ი.კ–აში“ გავრცელებულ ოთხ ფრაზაზე სარჩელი მხოლოდ 2019 წლის 10 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით იქნა დაყენებული, ხოლო დანარჩენი განცხადებები („ზ.დ–ნი მოძალადეა“, „სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს“ და სხვ.) საჯაროდ გავრცელდა 2018 წლის მარტ–ივლისში (საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფეისბუქი, „ი.კ–ა“), რის გამოც 100-დღიანი ვადა გასული იყო.

20.7. ნ.დ–იას მიმართ მოთხოვნები ასევე ხანდაზმულად შეფასდა. თავდაპირველ სარჩელში (25.06.2018) სხვა ფრაზები იყო სადავო, ხოლო 2019 წლის 10 ოქტომბრის დაზუსტებულ სარჩელში დაემატა ახალი მოთხოვნები („ქალები დააზარალა“, „სექსუალურად შეავიწროვა“). რადგან სადავო განცხადებები გავრცელდა 2018 წლის მარტში (ფეისბუქი, კ–ი) და 15 ივლისს (ი.კ–ა), სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნები 100-დღიანი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი.

20.8. თ.ყ-ს–ას ნაწილში პალატამ ი.კ–აში 15.07.2018 გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით („ზ.დ–ნი მოძალადე კაცია“, „ქალებზე ძალადობს და ავიწროვებს“) მოთხოვნები ხანდაზმულად მიიჩნია, რადგან სარჩელი მხოლოდ 2019 წლის 10 ოქტომბერს დაზუსტდა. თუმცა, არ არის ხანდაზმული მხოლოდ მისი პირად ფეისბუქზე 2018 წლის მარტში გავრცელებული ფრაზის („ზ.დ–ნი მოძალადე კაცია“) უარყოფის მოთხოვნა, რადგან ეს თავდაპირველ სარჩელში უკვე იყო მითითებული.

20.9. დანარჩენ მოთხოვნებზე არ დადგინდა ხანდაზმულობა, ამიტომ პალატამ არსებითად იმსჯელა.

20.10. სააპელაციო პალატამ მოსარჩელე აღიარა საჯარო პირად მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. მტკიცების ტვირთიც თავისთავად მოსარჩელეს დააკისრა.

20.11. თ.ჩ–ის ნაწილში აპელაციამ მიიჩნია, რომ 1) 2018 წლის 17 მარტს მოპასუხის მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე გაკეთებული განაცხადი - „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ წარმოადგენს ინფორმაციის შემცველ ფაქტს მოსარჩელე ზ.დ–ნის მიმართ და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას; 2) 2018 წლის 18 მარტს მოპასუხე ი.ბ–ძის მიერ ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–აში“ გაჟღერებული ფრაზა - „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“ - წარმოადგენს ინფორმაციის შემცველ ფაქტს მოსარჩელე ზ.დ–ნის მიმართ და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. 3) ჩ–ის პასუხი სოც. ქსელში დასმულ კითხვაზე: „ის რომ დ–ი ქალებს ავიწროვებს, მანამდე გავიგეთ და დავინტერესდით რა საფუძველი ჰქონდა ამ საუბრებს“ სასამართლომ ესეც ფაქტად მიიჩნია. ამ ყველაფრით შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია; 4) დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 17 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაკეთებული იქნა შემდეგი განცხადებები: „ის, რომ დ–ი ქალებს ავიწროვებს, მანამდე გავიგეთ და დავინტერესდით რა საფუძველი ჰქონდა ამ საუბრებს“ - „ტიპი დგას და გრანტებით მოპოვებულ ფულს, ვინც მისცემს, იმას სთავაზობსო - ეს უნდა მოეყოლათ სამართალდამცავებისათვის და რომ ვერ გაბედეს, ეს გიკვირთ?“; - „კოცონი სად დაინახეთ? კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით, თუ დადასტურდა“; „სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ ძალადობას ვერ ხედავთ“; - აპელაციამ მიუთითა, რომ ერთიან კონტექსტში სადავო გამონათქვამი - „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ უნდა ჩაითვალოს ფაქტის მტკიცებად, ვინაიდან იგი დანაშაულის ტერმინოლოგიურად დაბრალების მიღმა გამყარებულია უფრო დაწვრილებითი შინაარსით. ამიტომ, მოპასუხის პირად ფეისბუქ გვერდზე 17 მარტს გავრცელებული სადავო ფრაზის უარყოფისა და დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების შესახებ დაკმაყოფილდა; 5) „ტიპი დგას და გრანტებით მოპოვებულ ფულს, ვინც მისცემს, იმას სთავაზობსო - ეს უნდა მოეყოლათ სამართალდამცავებისათვის და რომ ვერ გაბედეს, ეს გიკვირთ?“; - „კოცონი სად დაინახეთ? კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით, თუ დადასტურდა“; - „სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ ძალადობას ვერ ხედავთ“ - ესენი აპელაციამ მიიჩნია შეფასებებად - მოპასუხე ამ შემთხვევაში აფიქსირებს თავის შეფასებას გავრცელებული ინფორმაციის მიმართ და ასევე ხაზს უსვამს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საჭიროებს დადასტურებას „თუ დადასტურდა“.

20.12. ბ.პ–იას ნაწილში: 1) 2018 წლის 19 მარტს მის პირად ფეისბუქ გვერდზე და ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“ 2018 წლის 19 მარტს გაკეთებული განაცხადი - „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“ და 2) ასევე, მოპასუხე ბ.პ–იას მიერ ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“ 2018 წლის 19 მარტს გაკეთებული განაცხადი - „გვეყო მოძალადე კაცები“ (სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“) - წარმოადგენს ინფორმაციის შემცველ ფაქტს მოსარჩელე ზ.დ–ნის მიმართ და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. აღნიშნული განცხადებებით შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რითაც მას მიადგა ზიანი; 3) მიერ 2018 წლის 19 მარტს მის პირად ფეისბუქ გვერდზე, ასევე ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“ გავრცელებული შემდეგი ფრაზები: I – „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“, II – „გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზ–ის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“ - ესეც აპელაციამ მოსაზრებად არ მიიჩნია. 4) ბ.პ–იას მიერ გაჟღერებული ფრაზების უარყოფას მოსარჩელე ასევე ითხოვს ტელეკომპანია ი–ს გადაცემაში „ი.კ–ა“, თუმცა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნაში არ აქვს კონკრეტულად აღნიშნული, თუ რომელ თარიღში გასული სიუჟეტს გულისხმობს. საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“ ბ.პ–იას მიერ აღნიშნული ფრაზები გაჟღერებული არ ყოფილა.

20.13. თ.ყ-ს–ას ნაწილში: 1) მიერ მის პირად ფეისბუქ გვერდზე გაკეთებული განაცხადი - „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“ - წარმოადგენს ინფორმაციის შემცველ ფაქტს მოსარჩელე ზ.დ–ნის მიმართ და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. აღნიშნული განცხადებით შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რითაც მას მიადგა ზიანი; 2) 2018 წლის მარტის თვეში, მის პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ფრაზა - „მე ვამბობ, რომ არის არის მოძალადე კაცი“ - ასევე არის ფაქტის გაჟერება და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. აღნიშნული განცხადებით შეილახა მოსარჩელის პატივი,20.14. ი.ბ–ძის ნაწილში: 1) 2018 წლის 18 მარტს ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–აში“ გაავრცელა შემდეგი ფრაზა: „ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვერდით იყო და სულ სხვა სტატუსით, მაგრამ სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“. აპელაციამ ესეც მიიჩნია ფაქტად და არა მოსაზრებად. 2) 2018 წლის 20 მარტს, ი.ბ–ძის მიერ ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „პირისპირ“ სადავო ფრაზების გაჟღერებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, მოპასუხე ი.ბ–ძე ზემოაღნიშნულ გადაცემაში სადავო ფრაზას არ ამბობს (03:39წთ - 08:54წთ). ამასთან, ბუნდოვანია მოთხოვნა პირად ფეისბუქზე სადავო განცხადების გავრცელების თაობაზე, ვინაიდან არც ამ შემთხვევაში დასტურდება სოციალურ ქსელში მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფრაზის გამოქვეყნება/გავრცელება.

20.15. თ.კ–ძის ნაწილში: სავარაუდოდ გავრცელებული ფრაზები: - „ზუსტად მაგას ვამბობ 2 დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს“; „ქალთა მოძრაობის თუ სხვების შეცდომა ვერ გადაფარავს დანაშაულს და ეს დ–ის სასარგებლო არგუმენტი ვერ იქნება“; 1) მოპასუხის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთი ფრაზით („ზუსტად მაგას ვამბობ 2 დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს“) არ ხდება ერთმნიშვნელოვნად მოსარჩელე მხარის იდენტიფიცირება და უკავშირდება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს. ორივე ფრაზასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ მოცემული ტექსტის შინაარსი განსხვავდება სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფრაზისგან და მოსარჩელის მიერ ინტერპრეტირებულია, რაც გამორიცხავს აღნიშნული ფრაზების ცილისმწამებლურ ფაქტებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას. ამასთან, მოთხოვნა არის ბუნდოვანი ტელევეზია „კ–ის“ მიმართ გავრცელების ნაწილში, ვინაიდან თავად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ტელევიზიაში ის გადაცემა აღარ გადის და ითხოვს მსგავს გადაცემაში უარყოფას, რაც სარჩელის მოთხოვნას გაურკვეველს ხდის. - ანუ აპელაციამ ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

20.16. აპელაციამ ერთიანად იმსჯელა ი.ბ–ძის, ბ.პ–იას და თ.ყ-ს–ას მიმართ ამ ნაწილის მოთხოვნებზე: მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ: მოპასუხე ი.ბ–ძის მიერ 2018 წლის 18 მარტის ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“ გაჟღერდა შემდეგი ფრაზა: - „ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვერდით იყო და სულ სხვა სტატუსით, მაგრამ, სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“, (05:05 წთ-05:35 წთ); მოპასუხე ბ.პ–იას მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე 2018 წლის 19 მარტს გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროვებას და ძალადობას ვერ შევეგუები“. „გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზ–ის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“; ბ.პ–იას აღნიშნული განაცხადი 2018 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“; ხოლო მოპასუხე თ.ყ-ს–ას მიერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „მე ვამბობ, რომ არის მოძალადე კაცი“. აპელაციამ მიუთითა, რომ მოპასუხეების ი.ბ–ძის, ბ.პ–იას და თ.ყ-ს–ას მიერ გავრცელებული სადავო ფრაზები შინაარსობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულია და შეეხება მოსარჩელის მიმართ იმგვარი ცილისმწამებლური შინაარსის გავრცელებას, რაც უკავშირდება მოსარჩელის დადანაშაულებას - სექსუალური ხასიათის ძალადობის შემცველი ქმედებების ჩადენაში. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისას, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე ზ.დ–ნი ზემოთ მითითებული სოციალური ქსელის, სოციალური მედიისა თუ ტელეკომპანიაში გასულ სიუჟეტში დადანაშაულებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, სწორედ რომ მოპასუხეებზე გადავიდა მტკიცების ტვირთი, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ჩადენას, თუმცა წარმოდგენილი არ არის განაჩენი აღნიშნული დანაშაულის მოსარჩელის მიერ ჩადენის დადასტურების თაობაზე. განაჩენის არარსებობა კი, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ქმნის პრეზუმფციას, რომ დანაშაული არ ჩადენილა.

20.17. სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილში აპელაციამ მიუთითა, რომ ეს დასკვნა შეეხო სამი განმცხადებლის - ს.ც–ძის, თ.მ–ის და ბ.ჯ–ის საქმეებს. წარმოების ფარგლებში სახალხო დამცველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა პირდაპირი მტკიცებულებები, რამდენადაც განმცხადებლებისა და მოპასუხის შეხვედრებს მესამე პირები არ დასწრებიან, აღნიშნულის შესახებ არც ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილება დაეყრდნო არაპირდაპირ მტკიცებულებებს. სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროვების განხორციელების ვარაუდი, ხოლო მოპასუხე მხარის (ამ შემთხვევაში ზ.დ–ნის) მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ წარმოშობილი ვარაუდი გაექარწყლებინა. მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველმა საფუძვლად დაუდო გაცემულ რეკომენდაციას, არ ადასტურებს მოპასუხეთა საჯარო, სადავო განცხადებების ნამდვილობას. კერძოდ, გაცემული რეკომენდაციით დადგენილი სექსუალური შევიწროვების ფაქტი უპირობოდ და უდავოდ არ წარმოშობს ამ ფაქტის სისწორის პრეზუმფციას, ხოლო სხვა სახის რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეთა მხრიდან ვრცელდება სადავო განცხადებები, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“ (მოპასუხე ი.ბ–ძე), ,,ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“, „ზ.დ–ნი არის მოძალადე“ (მოპასუხე ბ.პ–ია) და „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“ (მოპასუხე თ.ყ-ს–ა) შეიცავს დადასტურებად ფაქტს და ამ განცხადებების შინაარსის შეუსაბამობის გარკვევა/შემოწმება გამავრცელებლების მიერ შესაძლებელი იყო, რაც მათ არ განახორციელეს.

20.18. ბ.ზ–ის, თ.მ–ის, ს.ც–ძის და რ.ს–ძის ნაწილში აპელაციამ მიუთითა, რომ მოსარჩელე უნდა ითხოვდეს ზუსტად სიტყვა სიტყვით იმ სიტყვების უარყოფას და არა ტექსტის მისეული გაშინაარსებული ვერსიის უარყოფას. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოპასუხეებმა ბ.ჯ–მა (ზ–ი), თ.მ–მა, ს.ც–ძემ და რ.ს–ძემ გაავრცელეს მედია საშუალებით სადავო გამონათქვამი (ფრაზა) მოსარჩელის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს ტექსტის მისეულ გაშინაარსებულ ვერსიას, რომელთა საჯაროდ გავრცელება მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ და ამასთან, რაც მთავარია, მოპასუხეების საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის მიზანს წარმოადგენდა მათ მიმართ სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენა და არა მოსარჩელისათვის განზრახ ზიანის მიყენება.

21. თ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი

21.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ჩ–მა, რომელმაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კერძოდ, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩ–ის ნაწილში სადავოდ არ გაუხდია, არ გაუსაჩივრებია, ამიტომ აპელაციას არ ქონდა მსჯელობის უფლება ამ ნაწილში.

21.2. კასატორი მიუთითებს, მის მიერ გაჟღერებული ფრაზა: „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მოსარჩელე საჯარო პირია, ამიტომ უნდა დაედასტურებინა მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რამდენად მცდარი იყო, რამდენად იყო მცდარობა ადრესანტისთვის ცნობილი, რამდენად გამოიჩინა მოპასუხემ აშკარა უხეში დაუდევრობა და რამდენად მიაყენა მოსარჩელეს პატივს, ღირსებას და რეპუტაციას ზიანი.

21.3. კასატორის მითითებით განჩინება ეწინააღმდეგება როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკას. ასევე, არასწორადაა მტკიცების ტვირთი გადაკისრებული. ამის საფუძველზე, აზრის გამოთქმა არასწორად მიეთითა, როგორც ფაქტის გაჟღერება. ცალკე აღებული „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ არის ამოჭრილი წინადადებიდან, რაც კონტექსტის შინაარსს ცვლის. ეს წინადადება კასატორს არასდროს განუცხადებია, მან ფეისბუქ პოსტზე დააკომენტარა შემდეგი: „ის, რომ დ–ი ქალებს ავიწროვებს, მანამდე გავიგეთ და დავინტერესდით რა საფუძველი ჰქონდა ამ საუბრებს“. ასევე, არასწორია, რომ თითქოს ეს წინადადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. არამედ სოც. ქსელში მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტზე დააკომენტარა, სადაც მიმდინარეობდა დისკუსია. ამიტომ, „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ კონტექსტიდანაა ამოკვეთილი და წინადადების სრული გააზრება ცვლის სამართლებრივ მოცემულობას. აღნიშნული კომენტარების მთელი კონტექსტი კასატორის მხრიდან იყო ცილისწამების საფუძვლიანობის კვლევა და არა პირდაპირ ცილისწამება. კასატორი აფასებდა თავად ისტორიას, რომ გაიგო სხვადასხვა წყაროებიდან დ–ის ძალადობის შესახებ არსებული საუბრების შესახებ.

21.4. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუ სიტყვათწყობის იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაასის გაყალბების გარეშე, მაშინ გამონათქვამი უნდა შეფასდეს ერთიანად და უნდა შემოწმდეს მისი ერთიანი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და კონტექსტი. მოცემულ შემთხვევაში, „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ - ეს წინადადება მთლიანი წინადადებიდანაა იზოლირებული და ისეა შეფასებული, რაც პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ცალკეული წინადადება, რომლის უარყოფასაც მოსარჩელე ითხოვს („დ–ი ქალებს ავიწროვებს“ ) არ არსებობს.

21.5. კასატორი მედიასაშუალება ტ–ს რედაქტორია, შესაბამისად, მისი გამოხატვის თავისუფლება, როგორც ჟურნალისტის უფრო მეტად ფართოა და არ შეიძლება ჟურნალისტს დაევალოს დამტკიცებული ფაქტების გამოქვეყნება. აქედან გამომდინარე, კასატორი როგორც ჟურნალისტი, განცხადებული გამონათქვამით ავლენდა საკითხისადმი დაინტერესებას. მისი მთავარი ინტერესი იყო ის, რომ საზოგადოებაში გავრცელდა მოსარჩელის ძალადობის შესახებ ინფორმაცია და როგორც ჟურნალისტს აინტერესებდა და სურდა გამოეკვლია ფაქტის საფუძვლიანობა.

21.6. ცილისწამების შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა იყოს შესაძლებელი მისი დადასტურება ან უარყოფა. იმ პირობებში, როდესაც კასატორის წინადადება დაჭრილი და დარედაქტირებულია, საკმარისი არ არის მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილებისთვის, ასევე აღსრულებაუნარიანობისთვის. დაუშვებელია მთლიანი ფრაზის უარყოფის ნაცვლად მისი ნაწილის უარყოფის მოთხოვნა, როდესაც მთლიანი წინადადების კონტექსტი დაკარგულია.

21.7. მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა „დ–ი ქალებს ავიწროვებს“ -აღნიშნული ფრაზის უარყოფა, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლომ კი უდავოდ მიიღო ეს ფაქტი. სახეზეა შემდეგი მოცემულობა: 1) მოსარჩელე საჯარო პირია და საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია მის მიმართ. 2) კასატორი არ ყოფილა ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო. 3) გავრცელებული ინფორმაცია საჯარო განხილვისა და დისკუსიების საგანი იყო, რაშიც კასატორი მონაწილეობდა. 4) სახალხო დამცველის 2018 წლის 1 ნოემბრის რეკომენდაციით მოსარჩელე მხილებულია სქესის ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროვებაში. 5) მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი გამოძიება. 6) საქმის ფარგლებში არიან ქალები, რომლებიც ადანაშაულებენ მოსარჩელეს სექსუალურ შევიწროვებაში, ხოლო სასამართლომ მათზე არ დაადგინა ცილისწამება. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლო მიუთითებს ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც არასაკმარისია იმისთვის, რომ დადგინდეს კასატორის სიმცდარე.

21.8. ზიანის ნაწილში კასატორი უთითებს, რომ დაუსაბუთებელია რა კონკრეტული ზიანი მიადგა მოსარჩელეს მისი ფრაზით. მოსარჩელეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება ზიანის დასადასტურებლად.

21.9. მოპასუხემ იცოდა გაცხადებული ფაქტის მცდარობა ან მისი გავრცელება მოპასუხის აშკარა და უხეშმა დაუდევრობამ გამოიწვია: ან ნაწილზე კასატორი უთითებს, რომ სრულ კომუნიკაციაში ნათქვამი აქვს, „რაც თუ დადასტურდა ცი იქნება“, ანუ მსჯელობს საკითხზე და როგორც ფაქტს არ გასაზღვრავს. ასევე, აპელაცია ვერ უთითებს რომელი უტყუარი მტკიცებულებით დაადგინა მოსარჩელემ, რომ კასატორმა წინასწარ იცოდა მცდარობა ან როგორ დადგინდა, რომ მცდარი ფაქტის გავრცელება აშკარა და უხეშმა დაუდევრობამ გამოიწვია.

22. ბ.პ–იას საკასაციო საჩივარი

22.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია შემდეგი ფრაზები არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველად: „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“, „გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები „ქალთა მოძრაობის“ ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზ–ის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“.

22.2. სააპელაციო პალატამ არასწორად გამიჯნა აზრი და ფაქტი ერთმანეთისგან. ასევე, მტკიცების ტვირთიც არასწორად გადანაწილდა, მოსარჩელე იყო ვალდებული დაესაბუთებინა რომ სახეზე იყო არასწორი ფაქტის გავრცელება. კასატორმა, როგორც უფლებადამცველმა მოისმინა ძალადობაგამოვლილი ქალების გამოცდილება, შეაფასა ის როგორც ძალადობა და გამოაქვეყნა საკუთარი შეფასებითი, ღირებულებითი მსჯელობა. აღნიშნული ასევე გაზიარებულია სახალხო დამცველის მიერაც, რის საფუძველზეც დადგინდა სექსუალური ნიშნით შევიწროვება და დისკრიმინაცია.

22.3. ძალადობაგამოვლილი ქალები, რომლებიც ღიად საუბრობენ და ამხელენ დამსაქმებლის უკანონო ქცევას, დაცულები არიან გამოხატვის თავისუფლებით, რამდენადაც მხილება თანამშრომლის უკანონო ქმედებაზე საზოგადოებრივი სიკეთის დასაცავად და საკუთარი უფლების რეალიზებისთვის ექცევა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში. აქედან გამომდინარე, ასეთ დავებში სხვა გარემოებებთან ერთად უნდა შეფასდეს სახეზე ხომარაა მამხილებელი ადრესანტი და ხომ არ არსებობს მისი დაცვის შესაბამისი სახის საკანონმდებლო გარანტიები.

22.4. მამხილებლის გამოხატვის თავისუფლებაში ევროსასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს შემდეგი სახის კრიტერიუმები: 1) ინფორმაციის საჯაროდ გაცხადება, როგორც ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი; 2) განცხადებაში გახმოვანებული საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესები; 3) ინფორმაციის ავთენტურობა; 4) საჯარო ინტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი; 5) მამხილებლის მოტივი. 6) დამდგარი შედეგის სიმძიმე. ამ შეთხვევაში, რადგან მოსარჩელე მნიშვნელოვან საჯარო თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო, მამხილებლებმა, მათ შორის, ბ.პ–იამ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩაჯდა აღნიშნული მოსაზრება.

22.5. საკატორი განმარტავს ე.წ. SLAPP-სარჩელის შინაარსს, რაც გულისხმობს ადრესატის მხრიდან ერთდროული სასარჩელო მოთხოვნების წაყენებას იმ პირების მიმართ, რომლებიც მის წინააღმდეგ მამხილებელ ინფორმაციას ასაჯაროვებენ. სწორედ ამის მსხვერპლია ბ. პ–აც, როგორც ქალი უფლებადამცველი. სწორედ მსხვერპლის მიმართ არსებული სტანდარტი უნდა გავრცელდეს უფლებადამცველებზეც. „ქალები, რომლებიც საკუთარ ან სხვის მიმართ ჩადენილ გენდერულ ძალადობაზე ღიად საუბრობენ, თავიანთი განცხადებებით, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ მართლმსაჯულების აღსრულებას კონკრეტულ დანაშაულზე, ხოლო, მეორე მხრივ, ფართო საზოგაოდების ყურადღებას მიაპყრობენ სექსუალური შევიწოვების მიმართ“, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

23. თ.ყ-ს–ას, ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი

23.1. „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“; „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“, „ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვერდით იყო და სულ სხვა სტატუსით, მაგრამ სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“. - აღნიშნული გამონათქვამები არის მოსაზრება და არა ცილისმწამებლური ფაქტების გავრცელება. ორივე კასატორი ენდო მსხვერპლი ქალების მონათხრობსა და სახალხო დამცველის რეკომენდაციას. მათი გამონათქვამები კი მხოლოდ სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით იყო გამოხატული. აქედან გამომდინარე, მათთვის არ იყო ფაქტების მცდარობა წინასწარ ცნობილი, ასევე არ ჰქონდათ ზიანის მიყენების მოტივი. კასატორების მიზანი იყო მაღალ საჯარო თანამდებობაზე არ დანიშნულიყო პირი, რომლის მიმართაც არსებობდა სექსუალური შევიწროვების ეჭვები.

23.2. სასამართლო უთითებს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს. კერძოდ, მითითებულია, რომ განაჩენამდე არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ მათი გამონათქვამი შეემოწმებინათ რამდენად იყო სწორი. კასატორებისთვის ბუნდოვანია როგორ გადაემოწმებინათ გაჟღერებული ცნობის სიწორე განაჩენის არარსებობის პირობებში. რადგან ასეთი განაჩენი არ არსებობდა, ცნობის გავრცელების პერიოდში კასატორებს არ ჰქონდათ ცნობის გადამოწმების ვალდებულება. სასამართლო არ უთითებს როგორ შეეძლოთ კასატორებს გავრცელებული ცნობების შემოწმება.

24. ზ.დ–ნის საკასაციო საჩივარი

24.1. ზ.დ–ნის საკასაციო საჩივარი გულისხმობს სააპელაციო პალატის განჩინების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, შესაბამისად, ითხვოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, მოთხოვნილია: „ქალთა მოძრაობის“ წევრების (ი.ბ–ძე, თ.კ–ძე, ნ.დ–ია, თ.ყ), ასევე ბ.პ–იას, ასევე ბ.ზ–ს, თ.მ–ს, რ.ს–ძეს, ს.ც–ძეს დაევალოთ „ი.კ–აში“ გაჟღერებული ფრაზების - „ზ.დ–ნი სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა ქალებს და ძალადობდა მათზე“, „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“ უარყოფა. ბ.პ–იას (როგორც ფიზიკურ პირს) დაევალოს ფრაზის- „ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“ - უარყოფა. ბარბარე ზელთერს დაევალოს ფრაზის - „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის ამოყენებით სექსუალურად ავიწროვებდა ბ.ჯ–ს“ - უარყოფა. თ.მ–ს დაევალოს ფრაზის - „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის ამოყენებით სექსუალურად ავიწროვებდა თ.მ–ს“ - უარყოფა. რ.ს–ძეს დაევალოს ფრაზის - „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის ამოყენებით სექსუალურად ავიწროვებდა რ.ს–ძეს“ - უარყოფა. ს.ც–ძეს დაევალოს ფრაზის - „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის ამოყენებით სექსუალურად ავიწროვებდა ს.ც–ძეს“ - უარყოფა.

24.2. მოპასუხეებს - ბ.პ–იას, ნ.დ–იას, იდა ბახტუიძეს, თ.ყ–ას შესაგებლით არ გაუხდიათ სადავო „ქალთა მოძრაობის“ წევრობა. ისინი შესაგებელში უთითებდნენ, რომ „ქალთა მოძრაობა“ ვერ იქნება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის სუბიექტი. ასევე, მათ სადავოდ არ გაუხდიათ ხანდაზმულობის საკითხი. პალატა უთითებს, რომ მოპასუხეებმა ხანდაზმულობაზე წარადგინეს შედავება, თუმცა მთავარ სხდომაზე მისი წარდგენის უფლებამოსილება ინდივიდუალურად აღარ ჰქოდნათ.

24.3. სააპელაციო პალატა „ქალთა მოძრაობაზე“ დაუსაბუთებლად მსჯელობს, რომ თითქოს მისი წევრები არიან თუ არა მოპასუხეები ვერ დასაბუთდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა წევრობის საკითხი: თ.კ–ძის 17.03.2018წ. პოსტი ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში 25 ნოემბერი და მეთა - „ქალთა მოძრაობამ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, უმრავლესობასთან, უმცირესობებთან შეხვედრა რომ მოითხოვოს ოფიციალურად, მგონი ცუდი არ იქნება. ლ–ია უკან არ წაიღებს კანდიდატურას და ისევ პარლამენტში უნდა ჩაიკლას მისი კანდიდატურა“ (04.12.2019წ.) თ.კ–ძის პოსტი საკუთარ ფბ გვერდზე (ბოლო ნაწილი) „ოღონდ ქალთა მოძრაობის თუ სხვების შეცდომა ვერ გადაფარავს დანაშაულს“ (04.12.2019წ.)

24.4. განცხადებას ერთვის სრული მიმოწერა, სადაც 17.03.2018წ. ი.ბ–ძე აცხადებს: ქალებო, ეს არის ქალთა მოძრაობის განცხადება, გადახედეთ და გამოვაქვეყნოთ ქალთა მოძრაობის გვერდზე - გამოქვეყნებისთანავე თ.ყ აცხადებს: ხელს ვაწერ... იდა, სასწრაფოდ არის გასავრცელებელი. ბ. პ–ს, ი.ბ–ძეს, ნ.დ–იას და თ.ყ–-ს–ას „ქალთა მოძრაობის“ წევრობა არც უარუყვიათ. მათ მხოლოდ არასათანადო მოპასუხეზე მიუთითეს. აღნიშნულ საკითხზე უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა არ ქონია, ამიტომ დასაშვებია ამ კუთხითაც.

24.5. სააპელაციო პალატამ ბ. პატარიას მიმართ წაყენებული მოთხოვნის ნაწილში მიიჩნია, რომ თითქოს ფრაზა - „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“ - არ ყოფილა გაჟღერებული. კასატორმა სიდი დისკით წარმოადგინა ტელეკომპანია „ი–ში“ გასული გადაცემის „ი.კ–ის“ 2018 წლის 15 ივლისის სიუჟეტის ჩანაწერი, სადაც 22:31-ზე ბ.პ–ია ამბობს: „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“. აღნიშნული ფრაზა სადავოდ არ გაუხდია თავად მოპასუხეს. აღნიშნული ასევე დასტურდება გადაცემაში მითითებული ფრაზის ტექსტური ფოტოთიც. აღნიშნული ფრაზა ფაქტის მტკიცებაა და არა მოსაზრების. დამატებით, მოპასუხისთვის ფაქტის მცდარობა წინასწარ იყო ცნობილი და მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა მისი გავრცელებისას. ამან კი ცალსახად გამოიწვია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. კერძოდ, მოსარჩელეს ინფორმაციის გავრცელების გამო მოუწია სამსახურის დატოვება - წელიწადნახევარი იყო უმუშევარი. ამის შემდეგ დასაქმდა, სადაც 3 წლის მისი ხელფასი მანამდე არსებული 3 თვის ხელფასს წარმოადგენდა. ბოლოს კი იძულებით მოუწია ემიგრირება.

24.6. საქმეში კასატორმა წარმოადგინა ექპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სახალხო დამცველისადმი წარდგენილი თ.მ–ის ახსნა-განმარტებაში აღწერილი ისტორია და „ტ–ში“ გამოქვეყნებული სტატიის ისტორია არის ერთი და იგივე სხვადასხვა ინტერპრეტაციით. რ.ს–ძის და ს.ც–ძის შესაგებლებში არ იყო მითითებული რომ თითქოს ინფორმაცია არ გავრცელებულა, არამედ მითითებულია, რომ მოპასუხეებს ჰქონდათ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სხვადასხვა მექანიზმისთვის მიმართვის უფლება. სოფიკო მენაბდიშვილმა (წარმომადგენელი) აღნიშნული საკითხები მხოლოდ მთავარ სხდომაზე გახადა სადავო, რაც სასამართლოს აღარ უნდა მიეღო მხედველობაში.

24.7. ბ.ზ–ი არ უარყოფს სადავო ფრაზების გავრცელების ფაქტს, ის სახალხო დამცველთან წარდგენილ განცხადებაშიც უთითებს, რომ საჯაროდ ამის შესახებ ისაუბრა 2018 წლის 16-17 მარტს. ამასთან, მოპასუხე უარყოფს ცილისმწამებლური ფაქტის გავრცელებას.

24.8. სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მსჯელობს ხანდაზმულობის ნაწილზე უთითებს რა, რომ თითქოს მოპასუხეებმა წარადგინეს ხანდაზმულობის შედავება. მოპასუხეები ხანდაზმულობაზე უთითებდნენ როგორც ფიზიკური პირების მიმართ არსებულ მოთხოვნებზე და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წევრები. მათ შორის, ბ.პ–იას, როგორც მოძრაობის წევრს, ხანდაზმულობა არ გაუხდია სადავოდ.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 მაისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

28. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრების უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორების პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.

33. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

34. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

36. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვაში - „უზრუნველყოფენ“, პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტებისა და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის.

37. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).

38. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.

40. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.

41. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა)მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

42. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საჯარო პირი არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება (სპეციალური კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო, კერძო პირი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივ ყურადღებად განიმარტება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

43. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს“ (2); „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“ (5); „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“ (6); „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ფაქტის გადამოწმება და დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის, შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში აზრები და ფაქტები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი გამიჯვნა არცთუ ისე ადვილია. რეალურად გამოხატვის (გამოთქმის) ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება ე.წ. „სუფთა სახით“. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, სამართლებრივი კვალიფიკაციის დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ-ები: №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ; №ას-989-2019, 28.06.2022წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ-ები №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.).

45. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-547-2020, 14.12.2021 წ.).

46. ევროსასამართლომ აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად, თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Obershlik v. Austria (Application no. 11662/85 (N1), 1991 23.05.1991) გამიჯნა განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I- De Haes and Gijsels, §42.), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის; თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (De Haes and Gijsels v. Belgium, §47; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV (Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV); ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, N71343/01, § 36, 11/04/2006 (Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006) და ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული, §55- Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. Morice v. France [GC], no. 29369/10, §126, ECHR 2015).

47. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). განსახილველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებების კონტექსტისა და შინაარსის გათვალისწინებით, ისინი ერთობლიობაში განაპირობებდა მოსარჩელისათვის შერაცხული ქცევის განსაკუთრებულად შეუსაბამოდ მიჩნევას, როგორც მორალური, ისე სოციალური თვალსაზრისით, ე.ი. ბრალდება მეტად სერიოზულს წარმოადგენდა, ვინაიდან განმცხადებლები მოსარჩელეს დანაშაულის ჩადენაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, საკმარისია იმ შეფასების გასაკეთებლად, რომ დადასტურებული შეუსაბამობა არსებობს სინამდვილესა და განცხადებაში გადმოცემულ ფაქტებს შორის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც უარყოფს მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებების შინაარსს, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთი ბრუნდება და სწორედ მოპასუხეს (კასატორს) ეკისრება ვალდებულება, მითითებული ფაქტის სინამდვილის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები წარმოადგინოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ფაქტების სისწორეში დაარწმუნებდა.

48. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანი წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად აღიარებას, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და აქვს მიმთითებლური ხასიათი - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას.

49. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ.დ–ნი 2002 წლიდან 2018 წლის მარტამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ს–ს“ (ააიპ - „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“) აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლის 16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ს–ს“ აღმასრულებელი დირექტორი ზ.დ–ნი საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

50. დადგენილია, რომ „ქალთა მოძრაობა“ დაფუძნდა 2014 წლის 17 ნოემბერს და წარმოადგენს კონკრეტული მიზნით გაერთიანებულ ფიზიკურ პირთა გაერთიანებას. ქალთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საქველმოქმედო ფონდი - ეს არის მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ქალი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა, ქალების უფლებები და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია ქალების მკვლელობით, გახშირებული ოჯახური ძალადობით და ქალების მუდმივი ჩაგვრით საქართველოში; ქალთა მოძრაობის მანიფესტში გაცხადებულია მათი გაერთიანების მიზნები: ქალთა ძალადობის აღმოფხვრა, ქალებზე ძალადობის და ჩაგვრის მავნე ტენდეციის შეცვლა.

51. 2018 წლის 14 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და მოუწოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ბ. (ბ.) პ–ა.

52. დადგენილია, რომ ზ.დ–ნი წარმოადგენდა „ქალთა მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერს. იგი მონაწილეობდა ამ მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და პოზიციონირებდა, როგორც ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. მათ შორის, 2018 წლის 8 მარტს, მოსარჩელე, როგორც ერთერთი თანაორგანიზატორი, „ქალთა მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობდა პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ქალთა კვოტირების საკითხის მხარდაჭერას ეხებოდა.

53. 2018 წლის 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ სოციალური ქსელის - ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა შემდეგი სახის ღია განცხადებით: „საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ უნდა აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზ.დ–ნი, რომელიც მიუხედავად მისი საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, მხილებულია სექსუალური შევიწროების ჩვენთვის ცნობილ ათამდე შემთხვევაში.

54. 16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დ–ის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზ.დ–ნის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

55. ზ.დ–ნი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზ.დ–ნი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ.

56. ზ.დ–ნი წლების მანძილზე იყო „ქალთა მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი. ის ესწრებოდა ჩვენს მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას, ღიად და საჯაროდ უჭერდა მხარს ქალთა უფლებებს და ამ დრომდე ის ითვლებოდა „ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთ თანამოაზრედ. გარდა ამისა, ზ.დ–ნი „ქალთა მოძრაობის“ არაერთი წევრის კოლეგა და მეგობარია.

57. ქალთა მოძრაობა სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზ.დ–ნთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი. ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზ.დ–ნის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს „დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დ–ი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დ–ის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება. ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების მანძილზე მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა. გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს. მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზ.დ–ნს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ“.

58. სადავო განცხადებები გავრცელდა 17.03.2018 წელს „ქალთა მოძრაობის“ ფეისბუქ გვერდზე სტატიაში სათაურით „ქალთა მოძრაობის საგანგებო მიმართვა საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს“.

59. ზ.დ–ნმა 2018 წლის 17 მარტს მოხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა და ასევე, დატოვა „ს–ს“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.

60. დადგენილია, რომ თ.ჩ–ის მიერ 2018 წლის 17 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაკეთებული იქნა შემდეგი განცხადებები: - „ის, რომ დ–ი ქალებს ავიწროვებს, მანამდე გავიგეთ და დავინტერესდით რა საფუძველი ჰქონდა ამ საუბრებს“; - „ტიპი დგას და გრანტებით მოპოვებულ ფულს, ვინც მისცემს, იმას სთავაზობსო - ეს უნდა მოეყოლათ სამართალდამცავებისათვის და რომ ვერ გაბედეს, ეს გიკვირთ?“; - „კოცონი სად დაინახეთ? კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით, თუ დადასტურდა“; - „შენ ფიქრობ, რომ ვიღაც მანიაკი დ–ის გამო გავიფუჭებ რეპუტაციას და დავაზიანებ ტ–სადმი ნდობას?“ - „როგორ მინდა, იმ გრანტიჭამია სექსუალური მანიაკის საჩივარი ჩემამდე მოვიდეს და რამენაირად ტ–ს შეეხოს“.

61. თ.ჩ–ი, როგორც „ტ–ს“ დირექტორი, 2018 წლის 22 მარტს მიწვეული იყო პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მ.ც–ძესთან ერთად“, სადაც მან განაცხადა შემდეგი: „როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, წინ რვა ქალის ისტორია გვედო. აქედან ოთხი იყო ისეთი, სადაც ზ.დ–ნი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა, დანარჩენი ოთხი შემთხვევა კი, სამსახურს მიღმა ხდებოდა, როცა ქალი ფეისბუქით, ან სადღაც კონფერენციაზე გაიცნო“.. „ჩვენ იმ ქალებთან მიმოწერის სქრინებიც გვქონდა, სადაც ზ.დ–ნი თავის სექსუალურ მიმოწერის სქრინებიც გვქონდა, სადაც ზ.დ–ნი თავის სექსუალურ ფანტაზიებზე საუბრობს, მაგრამ ეს მასალა არ გამოგვიქვეყნებია. ბუნებრივია, ჩვენთვის იოლი იქნებოდა, ეს სქრინებიც ჩაგვერთო, რათა ამბავი ბევრად უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ზ.დ–ნის სექსუალური ფანტაზიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საჯარო ინტერესს ემსახურება და როდესაც სასწორზე მისი შვილების ინტერესი და საჯარო ინტერესი დავდეთ, ამ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩვენი რედაქციისთვის შვილების ინტერესმა გადაწონა და მასალა არ გამოვაქვეყნეთ“. თ.ჩ–ი ასევე მიწვეული იყო ტვ „ი–ს“ 2018 წლის 15 ივლისის გადაცემაში „ი.კ–ა“.

62. მოპასუხე თ.კ–ძემ 2018 წლის 18 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ზუსტად მაგას ვამბობ 2 დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს“; - „ქალთა მოძრაობის თუ სხვების შეცდომა ვერ გადაფარავს დანაშაულს და ეს დ–ის სასარგებლო არგუმენტი ვერ იქნება“.

63. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ.დ–იამ ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „არ არის ერთ ზ–ში საქმე, ამაზე ლაპარაკით სხვა ქალებს გავაძლიერებთ და ზ–ისგან დაზარალებულ-შეურაცხყოფილი ქალების რეგისტრაცია იქნება“.

64. ნ.დ–იამ ზ.დ–ნის საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 20 მარტს ინტერვიუ მისცა რ...-ის საინფორმაციო გადაცემას „კ–ი“; ასევე, 2018 წლის 15 ივლისს მიწვეული იყო ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“; 2018 წლის 15 ივლისის „ი.კ“-ში ნ.დ–ია აცხადებს: „თუკი ოდნავ მაინც ვინმეს ესმის რას ნიშნავს ქალისთვის როდესაც ის ამბობს საჯაროდ, რომ მას სექსუალურად ავიწროვებდნენ, მასზე ძალადობდნენ, ასეთ არაკომფორტულ მდგომარეობაში აგდებდნენ, რასაკვირველია მაშინვე მიხვდება, რომ ამის მოგონება უბრალოდ არის შეუძლებელი“.

65. დადგენილია, რომ მოპასუხე ი.ბ–ძე 2018 წლის 18 მარტს მიწვეული იყო ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“, სადაც განაცხადა შემდეგი: - „ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვერდით იყო და სულ სხვა სტატუსით, მაგრამ, სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“, (05:05 წთ-05:35 წთ); 2018 წლის 20 მარტს, ი.ბ–ძე ასევე მიწვეული იყო ტვ „ი–ს“ გადაცემაში „პირისპირ“.

66. მოპასუხე ბ.პ–იას მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე 2018 წლის 19 მარტს გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროვებას და ძალადობას ვერ შევეგუები“. - „გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები „ქალთა მოძრაობის“ ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზ–ის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“.

67. ბ.პ–იას აღნიშნული განაცხადი 2018 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“; ბ.პ–ია 2018 წლის 18 მარტს ასევე მიწვეული იყო ტელეკომპანია ი–ს გადაცემაში „ი.კ–ა“.

68. დადგენილია, რომ მოპასუხე თ.ყ-ს–ას მიერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „მე ვამბობ, რომ არის მოძალადე კაცი“;

69. თ.ყ 2018 წლის 15 ივლისს მიწვეული იყო ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“, სადაც განაცხადა შემდეგი (0:43 წთ - 0:59 წთ, 03:52წთ - 03-57წთ, 08:28 წთ - 08:58 წთ); - „მე ვიცი, რომ ზ.დ–ნი ნამდვილად არის მოძალადე კაცი“; - „ჩვენ გაგვაბრაზა ქალები იმან, რომ კაცი, რომელიც ვიცით, რომ ქალების მიმართ არ არის ტოლერანტული, რომელიც ამ ქალებზე ძალადობს, ქალებს ავიწროვებს, გახდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი“.

70. მოპასუხე ე.ო–ის მხრიდან სოციალურ ქსელში, პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: „ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია“; - „ეს საქმე არ არის რიგითი დ–ის სცენიდან გაჩოჩების საკითხი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია... ადამიანის და თან ქალების უფლებებზე მორალს არ კითხულობდნენ ისინი, ვისთანაც ერთი-ერთზე დარჩენა საშიშია ყველასთვის, ვისაც უკვე მიწერა და ვისთანაც მუშაობა შეუძლებელია, თუნდაც ერთი ადამიანისთვის“.

71. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბ.ჯ–მა (შემდგომში „ზ–ი“), ს.ც–ძემ, რ.ს–ძემ, თ.მ–მა განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაცემა, რომლითაც დადგინდებოდა ზ.დ–ნის მხრიდან მათ მიმართ სექსუალური შევიწროვების ფაქტი.

72. 2018 წლის 17 მარტს ჟურნალ „ტ–ში“ გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით: „სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ყვებიან ქალები ზ.დ–ნზე“. „ტ–სთან“ დ–ის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ 8 ქალი საუბრობს. ყველა მათგანმა ანონიმობა გადაწყვიტა, რის ძირითად მიზეზად ოჯახის წევრებისა და „ს“-ს ხელმძღვანელის შესაძლო რეაქცია დაასახელეს. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 01 ნოემბრის რეკომენდაციით დადგინდა სექსუალური შევიწროვებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა გამოკითხვისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ს.ც–ძის, თ.მ–ის და ბ.ჯ–ის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.

73. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, 2018 წლის 02 ნოემბერს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ რ.ს–ძისა და ი.ა–ის განცხადებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას გამოკვეთოს სექსუალური შევიწროვების ფაქტები.

74. რამდენადაც ნაწილობრივ შედავებულია ხანდაზმულობის საკითხი, პირველ რიგში საკასაციო პალატა იმსჯელებს მასზე, რადგან მისი დაკმაყოფილება გამორიცხავს ნაწილობრივ საქმეზე არსებითი მსჯელობის საფუძველს.

75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დაწესებულია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. კერძოდ, კანონი ცილისწამების შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადად განსაზღვრავს 100 დღეს, მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

76. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

77. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

78. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

79. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი „ქალთა მოძრაობის“ წევრების ბ.პ–იას, ნ.დ–იას, ი.ბ–ძის, თ.ყ-ს–ას და ე.ო–ის მიმართ სასამართლოში კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი, რასაც ასევე ზიარებს საკასაციო სასამართლო.

80. რამდენადაც თითოეული სადავო ცნობა გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს და ამასთან, მათი უარყოფის შესახებ მოთხოვნა სხვადასხვა დროსაა წარდგენილი, აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია ინდივიდუალურად. ასევე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტობრივად დადგენადი და არა სამართლებრივ შეფასებას დაქვემდებარებადი მოცემულობაა. საკასაციო პალატა მიუთითებს რომ 2018 წლის 26 ივნისს წარდგენილი სარჩელით „ქალთა მოძრაობის“ წევრების - ბ.პ–იას, ნ.დ–იას, ი.ბ–ძის, თ.ყ-ს–ას და ე.ო–ის მიმართ 2018 წლის 17 მარტს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ცნობების უარყოფის შესახებ მოთხოვნა არ წარუდგენია. „ქალთა მოძრაობის“ მიმართ მოსარჩელემ მოთხოვნა დააყენა 2019 წლის 10 ოქტომბერს წარმოდგენილი მეორე დაზუსტებული სარჩელით, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა 17.03.2018 წელს საჯაროდ გავრცელებული სადავო ფრაზების უარყოფის შესახებ წარდგენილია სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის (100 დღე) ვადის დარღვევით. აქვე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოსარჩელისათვის სადავო განცხადების შეტყობის მომენტად სწორედ სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების დღე უნდა იქნეს მიჩნეული. ვინაიდან უდავოა ის გარემოება, რომ ამ განცხადების სოციალური ქსელში გავრცელებისთანავე მოსარჩელემ მოხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა.

81. დადგენილია, რომ მოპასუხე თ.ჩ–ის მიმართ შემდეგი სადავო ფრაზების ცილისწამებად აღიარებისა და უარყოფის შესახებ - (I) „დ–ი ქალებს ავიწროვებს“, (II) „გრანტით მოპოვებულ ფულს ვინც მისცემს, იმას სთავაზობს“, (III) - „ზ.დ–ნისგან ქალები სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას იღებდნენ, მოტყუებით“ და (IV) – „ზ.დ–ნი სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ, ძალადობს ქალებზე“ - ოთხივე სადავო ფრაზის უარყოფის შესახებ მოთხოვნები - მხოლოდ 15.07.2018 წლის ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ“-ში გავრცელების ნაწილში წარმოდგენილია 2019 წლის 10 ოქტომბერს მეორე დაზუსტებული სარჩელით, ხოლო სადავო სიუჟეტი როგორც აღინიშნა გავიდა 2018 წლის 15 ივლისს. ასევე, დანარჩენი ფრაზების ნაწილში სრულად (V) - „ზ.დ–ნი სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს და თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა“. (VI) - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“ და (VII) - „ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები (იგულისხმება ყველა ზემოთჩამოთვლილი განცხადება) ეყრდნობა სათანადო წესით მოპოვებულ ინფორმაციას“ სარჩელის მოთხოვნები სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 10 ოქტომბერს (დაზუსტებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 1-27), თუმცა მოსარჩელისვე მითითებული გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უდავოდ დასტურდება, რომ სადავო განცხადებები საჯაროდ გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში („აქტუალური თემა მ.ც–ძესთან ერთად“) 2018 წლის 21 მარტს, მოპასუხის პირად ფეისბუქზე - 2018 წლის 11 ივნისს და ტვ „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“ – 15.07.2018 წელს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ზემოთაღნიშნული ფრაზები შესაბამისი ნაწილის თუ გავრცელების საშუალების მითითებით, მოსარჩელის მიერ სადავო გახდა სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარუმატებელს ხდის ამ ნაწილში სარჩელს; მოპასუხე ნ.დ–იას მიმართ 2018 წლის 25 ივნისს წარდგენილ სარჩელში („პირველი სარჩელით“) მოსარჩელე ითხოვდა პირად ფეისბუქ გვერდზე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის გამოქვეყნებას შემდეგი ფორმით: „სიცრუე, რომ ზ.დ–ნი უკიდურესად სირია“; „სიცრუეა, რომ ზ.დ–ნი არის ჩლუნგი და გარყვნილი კაცი“; 2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში აღარ არის ზემოაღნიშნული მოთხოვნები და ჩნდება ახალი მოთხოვნები, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა, რომ ნ.დ–იამ მის პირად ფეისბუქ გვერდზე, ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–აში“ და ტელეკომპანია „რ...“-ის გადაცემა „კ–ში“ უარყოს ფაქტები შემდეგი ფორმულირებით: „- სიცრუეა, რომ ზ.დ–ნმა ქალები დააზარალა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა“, „- სიცრუეა, რომ ზ.დ–ნმა ქალები სექსუალურად შეავიწროვა სამსახურში ან სამსახურის გარეთ“; ხოლო 2020 წლის 09 ოქტომბერს წარდგენილ სარჩელში (მესამე დაზუსტებულ სარჩელი) მოთხოვნების ფორმულირება დაზუსტდა, თუმცა შინაარსი იგივე დარჩა. ვინაიდან მოპასუხე ნ.დ–იას ფრაზები გადაცემაში „ი.კ–აში“ გაჟღერდა 2018 წლის 15 ივლისს, „კ–ში“ ნ.დ–იას ინტერვიუ გავრცელდა 2018 წლის 20 მარტს, ხოლო მის პირად ფეისბუქზე ამ თემასთან დაკავშირებით მისი განმარტება გავრცელებულია იმავე წლის 16 მარტს (3.1.10), შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნები წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

82. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტელეკომპანია „რ...“-ის გადაცემაში „კ–ი“ მოპასუხე საუბრობს აღნიშნული საკითხის ირგვლივ (01:38 წთ, 02:06 წთ), თუმცა მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნაში დაფიქსირებული ფრაზები არ გაუჟღერებია და ამასთან, მოსარჩელე არც აზუსტებს კონკრეტულად ტელეკომპანია „რ...“-ის რომელ და როდის გასულ სიუჟეტში გავრცელებულ ფრაზებს ხდის სადავოდ.

83. მოპასუხე თ.ყ-ს–ას შემდეგი სადავო განცხადებები - „მე ვიცი, რომ ზ.დ–ნი ნამდვილად არის მოძალადე კაცი“ გაჟღერდა ტელეკომპანია „ი–ს“ 2018 წლის 15 ივლისის გადაცემაში „ი.კ–ა“, ხოლო ფრაზა - „მე ვამბობ, რომ არის მოძალადე კაცი“ მისი პირადი ფეისბუქის საშუალებით 2018 წლის მარტის თვეში. მეორე სადავო ფრაზა („ზ.დ–ნი ქალების მიმართ არ არის ტოლერანტული, ქალებზე ძალადობს და ქალებს ავიწროვებს“) კი - ტელეკომპანია „ი–ს“ 2018 წლის 15 ივლისის გადაცემაში „ი.კ–ა“ (0:43 წთ - 0:59წთ, 03:52-03:57 წთ, 08-28წთ - 08:58წთ). პირველ სარჩელში (25.06.2018 წელი) მოსარჩელე მოპასუხე თ.ყ-ს–ას მიმართ ითხოვდა შემდეგი ფრაზის გამოქვეყნებას მის პირად ფეისბუქ გვერდზე: „სიცრუეა, რომ ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“. ხოლო 2019 წლის 10 ოქტომბერს და 2020 წლის 09 ოქტომბერს (სარჩელის მოთხოვნების ფორმულირება დაზუსტდა) წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელებით ითხოვს შემდეგი ფრაზების გამოქვეყნებას მის პირად ფეისბუქ გვერდზე და ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–აში“ - „სიცრუეა, რომ ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“ და „სიცრუეა, რომ ზ.დ–ნი ქალების მიმართ არ არის ტოლერანტული, ქალებზე ძალადობს და ქალებს ავიწროვებს“.

84. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის დადგენის ნაწილში სააპელაციო პალატამ მართლზომიერად იმსჯელა. დასახელებული მოთხოვნები სადავო ფრაზების უარყოფის გამოქვეყნების შესახებ ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–აში“ გასული სიუჟეტის ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან გადაცემა ეთერში გავიდა 2018 წლის 15 ივლისს, ხოლო მოთხოვნა წარმოდგენილია 2019 წლის 10 ოქტომბერს, სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მოპასუხე თ.ყ–ას მიმართ ხანდაზმული არ არის მხოლოდ მის პირად ფეისბუქ გვერდზე შემდეგი ფრაზის უარყოფის გამოქვეყნების მოთხოვნა: „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“. ამდენად, მოპასუხე თ.ჩ–ის მიმართ სარჩელის მოთხოვნები შემდეგ სადავო ფრაზებთან მიმართებით: (I) „დ–ი ქალებს ავიწროვებს“, (II) „გრანტით მოპოვებულ ფულს ვინც მისცემს, იმას სთავაზობს“, (III) - „ზ.დ–ნისგან ქალები სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას იღებდნენ, მოტყუებით“ და (IV) – „ზ.დ–ნი სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ, ძალადობს ქალებზე“ - ოთხივე სადავო ფრაზა - მხოლოდ 15.07.2018 წლის ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ“-ში გავრცელების ნაწილში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები სრულად - (V) - „ზ.დ–ნი სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს და თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა“. (VI) - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“ და (VII) - „ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები (იგულისხმება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განცხადება) ეყრდნობა სათანადო წესით მოპოვებულ ინფორმაციას“ სასამართლოში კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი.

85. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ნ.დ–იას (როგორც ფიზიკური პირის და არა როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლის) მიმართ სასამართლოში კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი.

86. მოპასუხე თ.ყ–ას მიმართ შემდეგი სადავო განცხადებების ნაწილში: (I) - „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“ (გავრცელება ტელეკომპანია „ი–ს“ 15.07.2018 წლის გადაცემაში „ი.კ–ა) და (II) - „ზ.დ–ნი ქალების მიმართ არ არის ტოლერანტული, ქალებზე ძალადობს და ქალებს ავიწროვებს“ სარჩელის მოთხოვნები სასამართლოში კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი.

87. არახანდაზმულ ნაწილში, საკასაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტზე მსჯელობის პირველად საჭიროებად მიიჩნევს იმსჯელოს მოსარჩელის საზოგადოებრივ სახელზე, რამდენადაც მისი პიროვნების სტატუსი განაპირობებს სტანდარტის შესაბამის განსაზღვრას. საკასაციო პალატა ამ კუთხით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრება განსაზღვრავს მის პიროვნებას, როგორც საჯარო მოხელეს, შესაბამისად, სპეციალური კანონის მე-14 მუხლი მტკიცების ტვირთი მთლიანად მასზეა გადაკისრებული, მიუთითოს, რომ მის შესახებ გავრცელდა სადავო განცხადება; სადავო განცხადება არსებითად მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი არსებითად მცდარი ფაქტის შემცველია; სადავო განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა; განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა სადავო განცხადების გავრცელებისას.

88. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).

89. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).

90. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი დანაწეს–ნ გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.

91. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.

92. რამდენადაც დავის საგანი „ქალთა მოძრაობის“ როგორც ბრუნვაუნარიანი სუბიექტის საპროცესო მხარედ განსაზღვრასაც შეეხება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით აუცილებელია საქმის შეფასება, რამდენადაც ის განაპირობებს ამ ნაწილში მოთხოვნის წარმატებულობას.

93. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე იურიდიული პირის შეუქმნელად დაფუძნებული ფიზიკურ პირთა გაერთიანებაა საერთო მიზნებისთვის ერთობლივად მოქმედების გზით. სსკ-ის 39-ე მუხლი განსაზღვრავს არარეგისტრირებული კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივ რეგულირებას, რომლის თანახმად, ასეთი კავშირი შესაძლოა სასამართლოში წარდგენილი იყოს წევრებით ან უფლებამოსილი პირით. აქედან გამომდინარე, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომლის მიხედვით, შესაბამისად, არარეგისტრირებული კავშირი არის პირთა გაერთიანების სპეფიციკური ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ მონაწილეობს სამოქალაქო ურთიერთობაში, აქვს (შიდა) ორგანიზაციული სტრუქტურა, გამოდის საკუთარი სახელით ბრუნვაში. არარეგისტრირებული კავშირის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი არის გაერთიანების ქონების ფორმირება, რომელიც ხელშეკრულებას ან წესდებას ეფუძნება. ამგვარ გაერთიანებას, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს წესდება (სადამფუძნებლო შეთანხმება), რომელიც განსაზღვრავს მის სტრუქტურასა და მართვის წესს.

94. დადგენილია, რომ ორგანიზაციის მოქმედების შინაარსი იმ ადამიანების გაერთიანებაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა, ქალების უფლებები და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია ქალების მკვლელობით, გახშირებული ოჯახური ძალადობით და ქალების მუდმივი ჩაგვრით საქართველოში.

95. სწორედ აღნიშნული გაერთიანების წევრად მოიაზრებს მოსარჩელე მოპასუხეების - ბაბუა პ–ას, ნ.დ–იას, ი.ბ–ძეს, თ.ყ–ას და ე.ო–ს. მიუხედავად ამისა, საქმეზე არ დადგენილა ისეთი გარემოება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა აღნიშნულ მოპასუხეთა წევრობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ რამდენადაც არ დასტურდება დასახელებული პირების გაერთიანების წევრებად იდენტიფიცირება, გაერთიანების ნებისმიერი სოციალური აქტივობა ავტომატურად არ გამოიწვევს ამ პირთა, როგორც გაერთიანების წევრთა მიმართ რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობას.

96. თ.ჩ–ის მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ განაცხადს - „დ–ი ქალებს ავიწროვებს“, თ.ყ–ას მიერ მის პირად ფეისბუქ გვერდზე გაკეთებული განაცხადს - „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“, ი.ბ–ძის მიერ ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–აში“ გაჟღერებულ ფრაზას - „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“, ბ.პ–იას მიერ 2018 წლის 19 მარტს მის პირად ფეისბუქ გვერდზე და ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“ 2018 წლის 19 მარტს გაკეთებული განაცხადი - „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“ და ასევე, მოპასუხე ბ.პ–იას მიერ ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“ 2018 წლის 19 მარტს გაკეთებული განაცხადი - „გვეყო მოძალადე კაცები“ (სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული - „ზ.დ–ნი არის მოძალადე“), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული წინადადებები არა მოსაზრებას, არამედ ფაქტის გაჟღერებას წარმოადგენს, რაც დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დადასტურდება გაჟღერებული ფაქტის სისწორე ან მცდარობა. ამ შემთხვევაში, ვერ დადგინდა მოსარჩელის მიმართ წაყენებული ბრალდებები, შესაბამისად, სახეზეა ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, რაც ცდება კვალიფიციური პრივილეგიის ფარგლებს, ლახავს რა მოსარჩელის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და შედეგად აყენებს მას ზიანს.

97. თ.ჩ–ის ნაწილში საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 17 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაკეთებული იქნა შემდეგი განცხადებები: - „ის, რომ დ–ი ქალებს ავიწროვებს, მანამდე გავიგეთ და დავინტერესდით რა საფუძველი ჰქონდა ამ საუბრებს“; - „ტიპი დგას და გრანტებით მოპოვებულ ფულს, ვინც მისცემს, იმას სთავაზობსო - ეს უნდა მოეყოლათ სამართალდამცავებისათვის და რომ ვერ გაბედეს, ეს გიკვირთ?“; - „კოცონი სად დაინახეთ? კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით, თუ დადასტურდა“; - „სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ ძალადობას ვერ ხედავთ“ - წარმოდგენილია სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის დაცვით (სხვა გამონათქვამების ნაწილში პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რამდენადაც, დადგინდა, რომ სადავო განცხადებებიდან I, II, III, IV ფრაზები (მხოლოდ 15.07.2018 წლის ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემა „ი.კ–ა“-ში გავრცელების ნაწილში) და V, VI და VII ფრაზები სრულად, არის ხანდაზმული). შესაბამისად, ამ ნაწილში შესაფასებელი იყო ექვემდებარებოდა თუ არა დასახელებული ფრაზები აბსოლუტური პრივილეგიით დაცვის სტანდარტს.

98. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მარტს სახალხო დამცველი იმ პირებს შეხვდა, რომლებიც შესაძლო შევიწროვების ფაქტებზე საუბრობდნენ. სახალხო დამცველის ოფიციალურად გაკეთებული განცხადებით „სახალხო დამცველმა“ პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროვების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. მოპასუხის პოზიციით, სწორედ ამ დროსა და კონტექსტში წარმოთქვა დასახელებული ფრაზები, როგორც არა პირველწყარომ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ სოც. ქსელის მომხმარებლის კითხვისთვის გაეცა პასუხი, შესაბამისად, მან მხოლოდ შეაფასა ფაქტი და არ ჰქონია თავად ფაქტის მტკიცებას ადგილი. აღნიშნულ შესაგებელს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან თავად ფრაზის ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით არ იკვეთება მოპასუხის მხრიდან ვარაუდის გაჟღერების გარემოება, არამედ პირიქით, მოპასუხის მირე გავრცელებული ფრაზით ცალსახად ჩნდება მოსარჩელის წინააღმდეგ მტკიცებით ფორმაში წარმოთქმული ბრალდების აღქმა, რაც შესაძლებელი იყო წინასწარ გადაემოწმებინა მოპასუხეს, თუმცა ფაქტად გავრცელებული ინფორმაციის სისწორის კვლევის დადასტურება მან ვერ შეძლო.

99. აზრისა და ფაქტის გამიჯვნა რთულია, აღნიშნულზე მიუთითებს არა მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკა, არამედ საკასაციო საჩივარშიც ფართოდ ციტირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. სახელდობრ, თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55). იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37). „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

100. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

101. განსახილველ შემთხვევაში, გავრცელებული ცნობების სრული კონტექსტი გულისხმობს მოსარჩელის დადანაშაულებას სქესის ნიშნით ქალების შევიწროვებაში, ამავე ნიშნით დისკრიმინაციაში, ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ამ კუთხით გამოყენებაში. აღნიშნული ცნობები ცალსახად ფაქტის გავრცელებაა, რომელთა სისწორეც არ დადასტურდა, შესაბამისად ფაქტად გავრცელებული ცნობა ცილისმწამებლურია, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ფეისბუქ გვერდზე 17 მარტს გავრცელებული სადავო ფრაზის უარყოფისა და დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების შესახებ სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად დააკმაყოფილა. ამავდროულად, დანარჩენი სადავო ცნობები/განცხადებები („ტიპი დგას და გრანტებით მოპოვებულ ფულს, ვინც მისცემს, იმას სთავაზობსო - ეს უნდა მოეყოლათ სამართალდამცავებისათვის და რომ ვერ გაბედეს, ეს გიკვირთ?“; - „კოცონი სად დაინახეთ? კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით, თუ დადასტურდა“; -„სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ ძალადობას ვერ ხედავთ“) ზემოაღნიშნული გამიჯვნის მსჯელობიდან გამომდინარე წარმოადგენს არა ფაქტის, არამედ მოსაზრების გავრცელებას, რამდენადაც მოპასუხე მიუთითებს ვარაუდზე შემდეგი სახით: „თუ დადასტურდა“, რაც ჯდება აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული „აზრის“ დეფინიციაში, და არ ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს.

102. თ.კ–ძის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა გულისხმობდა განცხადების - „ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროვების ფაქტებს, იგი არის მოძალადე და დამნაშავე“ უარყოფას. ამ ნაწილში დადგენილია, რომ მოპასუხემ 2018 წლის 18 მარტს ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ზუსტად მაგას ვამბობ 2 დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს“; - „ქალთა მოძრაობის თუ სხვების შეცდომა ვერ გადაფარავს დანაშაულს და ეს დ–ის სასარგებლო არგუმენტი ვერ იქნება“. (რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ტელეკომპანია „კ–ის“ ეთერში გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფის შესახებ, არ დადგინდა, რომ მოპასუხემ რამე ცნობა გაავრცელა აღნიშნულ ეთერში). საკასაციო პალატა ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფრაზა არ არის მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადების იდენტური, ამასთან, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთი ფრაზით („ზუსტად მაგას ვამბობ 2 დღეა. დისკომფორტი ყველგან და ყოველთვის, როგორც მოძალადეს, ისე მის მხარდამჭერს“) არ ხდება ერთმნიშვნელოვნად მოსარჩელე მხარის იდენტიფიცირება და უკავშირდება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს, რაც გამორიცხავს კონკრეტული პირისადმი ცილისწამების გავრცელების საფუძველს. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნით იმ ფრაზების უარყოფაა მოთხოვნილი, რაც მოპასუხის ნათქვამს არ ემთხვევა, ასევე, მოპასუხის განცხადებები არ წარმოადგენს დადასტურებად ფაქტებს და ამ განცხადებების გავრცელებისას მოპასუხე დაეყრდნო საჯარო ინტერნეტსივრცეში მოპოვებად და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც გაავრცელა პირადი მოსაზრება, მსჯელობა კონკრეტული საკითხის მიმართ.

103. ი.ბ–ძის, ბ.პ–იასა და თ.ყ–ას ნაწილში დადგენილია, რომ ი.ბ–ძის მიერ 2018 წლის 18 მარტის ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „ი.კ–ა“ გაჟღერდა შემდეგი ფრაზა: - „ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვერდით იყო და სულ სხვა სტატუსით, მაგრამ, სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“, (05:05 წთ-05:35 წთ); მოპასუხე ბ.პ–იას მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე 2018 წლის 19 მარტს გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროვებას და ძალადობას ვერ შევეგუები“. - „გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზ–ის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“; ბ.პ–იას აღნიშნული განაცხადი 2018 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა ინტერნეტ-გაზეთ „ტ–ში“; ხოლო მოპასუხე თ.ყ–ას მიერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: - „მე ვამბობ, რომ არის მოძალადე კაცი“.

104. ამ ნაწილში სადავოა ის, რომ მოპასუხის აღნიშნული გამონათქვამებით (სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით: „ზ.დ–ნი ქალებს ავიწროვებდა“ (მოპასუხე ი.ბ–ძე), „ზ.დ–ნი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“, „ზ.დ–ნი არის მოძალადე“ (მოპასუხე ბ.პ–ია) და „ზ.დ–ნი არის მოძალადე კაცი“ (მოპასუხე თ.ყ-ს–ა) მოსარჩელის პატივი და ღირსება შეილახა. ამ ნაწილშიც, საკასაციო პალატის შესაფასებელია გაიმიჯნოს სადავო გამონათქვამები ექვემდებარება თუ არა დაცვას.

105. საკასაციო პალატა მიუთითებს ზემოგანვითარებულ მსჯელობებზე აზრისა და ფაქტის გამიჯვნის სტანდარტის შესახებ და მიიჩნევს, რომ ის გამონათქვამი, რომელიც მიუთითებს ქალების შევიწროვების ფაქტზე, ვერ იქნება აბსოლუტური პრივილეგიით დაცული, რამდენადაც სწორედ ფაქტის და არა მოსაზრების მტკიცებით ფორმაში გავრცელებას მიუთითებს ის. შესაბამისად, მოპასუხე ი.ბ–ძის მიერ ტელეკომპანია ი–ს გადაცემაში „ი.კ–ა“ წარმოთქმული ფრაზა - „სინამდვილეში ქალებს ავიწროვებდა“ ვერ იქნება ვერც აბსოლუტური და ვერც კვალიფიციური პრივილეგიით დაცული გამონათქვამი. ამიტომ, სააპელაციო პალატის მოსაზრებას იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიიჩნევს, რომ ფრაზა წარმოადგენს ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველ ფაქტს, რომლის სისწორის შემოწმება მოპასუხისათვის გავრცელებამდე შესაძლებელი იყო, თუმცა, გამოიჩინა აშკარა დაუდევრობა და აღნიშნული ცილისმწამებლური შინაარსის ფაქტის გავრცელებამდე არ შეამოწმა მისი სისწორე სათანადო წესით.

106. საბოლოოდ, აღნიშნულ ნაწილში (ი.ბ–ძის, ბ.პ–იას და თ.ყ-ს–ას მიერ გამოთქმულ დასახელებულ ფრაზებში), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც გავრცელებული ცნობა მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას (სექსუალური ხასიათის ძალადობა) და მოპასუხეებზე გადაკისრებული მტკიცების ტვირთით (წარედგინათ შესაბამისი სახის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი) ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რაზეც მოპასუხეები საჯაროდ ავრცელებდნენ მტკიცებით ფორმაში ცნობებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ცალსახაა ცილისწამების შემადგენლობა.

107. რაც შეეხება იმ არგუმენტაციას, რომ სახალხო დამცველის დასკვნით დადგინდა ძალადობის ფაქტი, დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 01 ნოემბრის რეკომენდაციით დადგინდა სექსუალური შევიწროვებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა გამოკითხვისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ს.ც–ძის, თ.მ–ის და ბ.ჯ–ის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.

108. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული დასკვნა არაპირდაპირი მტკიცებულებებითაა მიღებული, რის საფუძველზეც სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური ხასიათის შევიწროვების ვარაუდი. ამავდროულად, სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიეთითა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებას ვერ ექნება წინასწარ დადგენილი ძალა და მოსამართლე ვერ იქნება სახალხო დამცველის რეკომენდაციით შებოჭილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის ეტაპზე აღნიშნული მტკიცებულება უგულებელყოფილია და ვერც ამ საფუძველზე დადგინდა შევიწროვების ფაქტი. საკასაციო პალატას კი დასაბუთებული პრეტენზიის არარსებობის პირობებში არ აქვს უფლებამოსილება შეაფასოს აღნიშნული გარემოებები, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამ კუთხით სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

109. რაც შეეხება 2018 წლის 20 მარტს, ი.ბ–ძის მიერ ტელეკომპანია „ი–ს“ გადაცემაში „პირისპირ“ სადავო ფრაზების სავარაუდო გაჟღერებას, ასევე ბ.პ–იას მიერ ტელეკომპანია ი–ს გადაცემაში „ი.კ–ა“ გაჟღერებული ფრაზების უარყოფას, სააპელაციო პალატის მიერ არ დადგენილა, რომ დასახელებული ფრაზები მოპასუხეებმა ნამდვილად გაავრცელეს, შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი - დაედასტურებინა მითითებული ფრაზების ნამდვილად გავრცელების ფაქტი, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ დასაბუთებას, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

110. ბ.ზ–ის, თ.მ–ის, რ.ს–ძის და ს.ც–ძის ნაწილში არსებულ შედავებებს რაც შეეხება, მოსარჩელემ მოითხოვა განცხადების უარყოფა - „ზ.დ–ნი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად ავიწროვებდა ბ.ჯ–ს (მოპასუხე ბ.ზ–ის მიმართ) თ.მ–ს (მოპასუხე თ.მ–ის მიმართ), რ.ს–ძეს (მოპასუხე რ.ს–ძის მიმართ) და ს.ც–ძეს“.

111. საქმეში წარმოდგენილია 01.11.2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია სექსუალური შევიწროვებით გამოხატული სქესის ნიშნის დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ზ.დ–ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ს.ც–ძის, თ.მ–ის და ბ.ჯ–ის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო. (ასევე, 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ რ.ს–ძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას გამოკვეთოს სექსუალური შევიწროვების ფაქტები).

112. საქმეში წარმოდგენილია დასკვნები, კერძოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ზ.დ–ნი თავისი ტემპერამენტითა და კონსტიტუციონალურ-ხასიათობრივი მადომინირებელი ნიშნებით წარმოადგენს გაწონასწორებულ, გარემოში თანმიმდევრულად და ჰარმონიულად ადაპტირებულ ფსიქოტიპს. ზ.დ–ნი მოძალადე არ არის. ის არის ლიბერალურად მოაზროვნე და თავისუფალი ნებაყოფლობითი ურთიერთობების გამტარებელი. ფსიქოტიპი არ განიხილება პიროვნული აშლილობის არც ერთი კლასტერის მიხედვით. მას არ გააჩნია პიროვნული აშლილობისთვის დამახასიათებელი დისპარმონიულობა და გარემოსთან შეუთავსებლობა. პირიქით, მის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ გარემოში მისი ადაპტირებულობის ხარისხი მაღალია, ის თანმიმდევრული და გაწონასწორებულია. მოძალადეობა კი დისოციალურ-ანტისოციალური (სოციოპათიური) პიროვნული აშლილობის მქონე ფსიქოტიპის მადომინირებული თვისებაა. ზ.დ–ნი წმინდა მანიპულატორი არ არის! და არ ძალუძს სხვისი ნების გარეშე იძულება ან რაიმე სხვა ძალადობრივი ფორმით ზემოქმედება. ის არის ლიბერალურად მოაზროვნე „წესიერი მოთამაშე“, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს პარტნიორს, რისი დასტურიც არის თუნდაც ის, რომ მას „მსხვერპლი ქალები“ თავადვე მიჰყავს სახლში და მათთან ფლირტს წყვეტს. მისთვის არა ნიშნავს არას. ზ.დ–ნს ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით აღენიშნება ნევროზული რეგისტრის შერეული შფოთვითი დეპრესიული აშლილობა. ამას მოწმობს ამნეზური მონაცემები, ფრუტრირებულობა, ასთენიზაცია, ობსესიური ჩართვები (აკვიატების სახით), სუბდეპრესიულობა ნევრიზული რეგისტრისაა და გამოწვეულია უწყვეტი პროტრაგირებული განცდებით, რაც ცხადია კავშირშია ზემოთ აღწერილ მოვლენებთან, რომლებიც აქტუალობას დღემდე ინარჩუნებენ. ექსპერტიზის დასასრული თარიღი - 16.06-22.06.2020.

113. საქმეს ასევე ერთვის 25.05.2018 წლის დასკვნა რ.ს–ძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პაციენტთან გამოხატულია სიმპტომატიკა დაქვეითებული გუნება-განწყობა, შფოთვითი მდგომარეობა, რაც ხელს უშლის იყოს ეფექტური ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. აღნიშნული დასკვნაზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელესთან ურთიერთობამ მას ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. ასევე წარმოდგენილია ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის 04.04.2018 წლის ფსიქოლოგის დასკვნა ბ.ჯ–ის (ზ–ის) ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. სიღრმისეული შეფასებისა და კლინიკური ტესტრირებების („ბეკის დეპრესიის კითხვარი“ „PCL5 - პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების კითხვარი“) შედეგად გამოვლინდა დეპრესიისა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის საკმაოდ მწვავე სიმპტომატიკა, რაც გამოიწვია მასზე განხორციელებულმა სექსუალური ხასიათის ტრავმულმა გამოცდილებამ. პაციენტს აღენიშნება უსამართლობის და იმედგაცრუების განცდა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, ზესიფხიზლე, ადვილად აღგზნებადობა, ღამის კოშმარები და ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული ადგილებისადმი ამრიდებლური ქცევა. აქვს მუდმივი შიში, რომ შესაძლოა ინციდენტი კვლავ განმეორდეს.

114. მოსარჩელე მიუთითებდა გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების გამო გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, თუმცა მოპასუხეებმა (თ.მ–ი, ს.ც–ძე და რ.ს–ძე) მიუთითეს, რომ ისინი არ არიან არასწორი ცნობების გამავრცელებლები, რამდენადაც არ გაუვრცელებიათ არანაირი ცნობები მოსარჩელის მიმართ, მათ მხოლოდ გამოიყენეს სახალხო დამცველისთვის მიმართვის უფლება. მიზანი კი დისკრიმინაციის სახალხო დამცველის მიერ დადგენას და არა მცდარი ფაქტების გავრცელებას წარმოადგენდა. ასევე, მის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს ნამდვილ ფაქტებს, რომლებიდან გამომდინარეც, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროვებას.

115. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხეებმა ბ.ჯ–მა (ზ–ი), თ.მ–მა, ს.ც–ძემ და რ.ს–ძემ გაავრცელეს მედია საშუალებით სადავო გამონათქვამი (ფრაზა) მოსარჩელის შესახებ. მოსარჩელის ამ ნაწილში დაყენებული მოთხოვნები მისი ინტერპრეტირების შედეგია და არა უშუალოდ მხარეების მიერ წამოთქმული განცხადებები. გავრცელებული ცნობების უარყოფის დავებში კი აუცილებელია, რომ მოთხოვნა ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოსარჩელემ, რაც მოცემულ შემთხვევაში არა თუ ბუნდოვანია, არამედ ვერ დასტურდება მოპასუხეების მხრიდან ცნობების გავრცელების ფაქტი.

116. ამასთან, პალატა მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ბ.ზ–ის, თ.მ–ის, ს.ც–ძის და რ.ს–ძის მიერ მიმართვა განხორციელებულია სახალხო დამცველის წინაშე და მოპასუხეებს რაიმე სახის განცხადებები მოსარჩელის შესახებ სარჩელში მითითებული მედიასაშუალებების მეშვეობით, არ გაუვრცელებიათ, შესაბამისად, მათ არ დაურღვევიათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული სტანდარტი, რის გამოც, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი წარუმატებელია.

117. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რადგან მოპასუხეების მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორი, დაუსაბუთებელი, შესაბამისად ცილისმწამებლური, ასევე, დადგინდა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს მათ მიერ ფაქტის გადამოწმების მინიმალური სტანდარტის ვალდებულება. ამავდროულად, ცალსახაა, რომ განცხადება მოსარჩელისათვის იყო ზიანის მიმყენებელი - მისი პიროვნების მადისკრედიტირებელი, პატივისა და ღირსების შემლახველი. შესაბამისად, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს დაკისრებული თანხის ოდენობას და მიიჩნევს, რომ ის დარღვეული უფლების დაცვის მიზნის პროპორციულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ.პ–იას, ი.ბ–ძის, თ.ყ-ს–ას, ზ.დ–ნისა და თ.ჩ–ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი