1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
4. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(443)
- საქმე №ბს-433(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
…საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან…
- საქმე №ბს-477(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
…საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის…
- საქმე №ბს-985(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
…უფლება მიეღოთ სახელმწიფო გასაცემელი კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, რის გამოც მათთვის სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის/პენსიის მიღების შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა კანონს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ თუ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს…
- საქმე №ბს-485(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2025
…ოდენობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან…
- საქმე №ბს-82(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…საფუძველი გახდა. განსახილველი დავის ფარგლებში კი, შეფასების საგანს წარმოადგენს სწორედ სწორედ მოპასუხეთა ქმედებების მართლზომიერებისა და შესაბამისად, მათთვის ზიანის დაკისრების საფუძვლიანობის შემოწმება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის…
- საქმე №ბს-323(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-870(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-528(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-516(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2025
- საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №ბს-249(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-291(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-670(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2025
- საქმე №ბს-548(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ბს-171(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
- საქმე №ბს-18(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
- საქმე №ბს-330(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2025
- საქმე №ბს-634(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-282(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.09.2025
- საქმე №ბს-332(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.09.2025
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
- საქმე №ბს-488(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-511(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-258(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
- საქმე №ბს-714(2კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
- საქმე №ბს-324(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №ბს-484(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-322(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-393(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-325(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ბს-959(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-512(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-919(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №ბს-954(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2025
- საქმე №ბს-189(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ბს-964(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2025
- საქმე №ბს-720(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ბს-1081(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №ბს-840(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 443-დან.