2. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრე და რესურსები ურთიერთ სარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე ხალხს ჩამოერთვას საარსებო საშუალებები.
3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა, მათ შორის, რომელთაც ეკისრებათ არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.
ნაწილი I