1. მე-5 და მე-6 მუხლების შინაარსისთვის ზიანის მიუყენებლად, მონაწილეს შეუძლია განსაზღვროს განსაკუთრებული სიტუაციები, როცა მის ტერიტორიაზე კულტურულ თვითგამოხატვას განადგურების რისკი ექნება, სერიოზული საფრთხე ემუქრება ან რაიმე სხვა სახის გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
2. მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და შენარჩუნებისთვის 1 პუნქტში მითითებული სიტუაციებისას ისე, რომ ეს ზომები წინამდებარე კონვენციის დებულებებს შეესაბამებოდეს.
3. მონაწილეები ამგვარი სიტუაციების წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ 23-ე მუხლში მოხსენიებულ სამთავრობათაშორისო კომიტეტს, ხოლო კომიტეტს შეუძლია შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბებ