1. შახტში, სადაც მუშავდება თვითაალებადი ნახშირის ფენები, შახტის ვენტილაციის და უსაფრთხოების უბნის და სამთო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გაატარონ ღონისძიებები ნახშირის თვითგახურების წინასწარი ნიშნების აღმოსაჩენად.

2. ნახშირის თვითგახურების გამოვლენისათვის უნდა განხორციელდეს ატმოსფეროს მუდმივი კონტროლი გადასატანი ხელსაწყოს მეშვეობით. ნახშირჟანგის ექსპრესმეთოდით აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია აღებულ იქნეს სინჯი ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად.

3. ნამუშევარ და იზოლირებულ სივრცეებში, მთლიანად ნამუშევარ ბლოკებში და ამოსაღებ ველებში უნდა განხორციელდეს ზღუდარებიდან გამონადენი წყლის ტემპერატურის და ჰაერის კონტროლი.

4. ნახშირის თვითგახურების პროცესზე საკონტროლო დაკვირვებები უნდა განხორციელდეს შახტისა და სამთო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ და შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის ჟურნალში.

5. გვირაბებში ნახშირის თვითგახურების ნიშნების აღმოჩენისას უბანი უნდა დარეგისტრირდეს ენდოგენური ხანძრის წარმოშობის მხრივ საშიშად და სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს ღონისძიებები ნახშირის თვითგახურების სალიკვიდაციოდ.

6. თუ გატარებული ღონისძიებების შემდეგ უბნის ამომავალ ჭავლში ნახშირჟანგის შემცველობა და ჰაერის ტემპერატურა არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმებს, უბანი უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ხანძრიანი და უნდა გატარდეს დამატებითი ღონისძიებები ენდოგენური ხანძრის სალიკვიდაციოდ.

7. გვირაბში ღია ცეცხლის ან კვამლის წარმოშობის შემთხვევაში ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სხვა მოქმედი გვირაბებისაგან მისი იზოლირებ