1. ახლად წარმოქმნილი ენდოგენური ხანძარი უნდა დარეგისტრირდეს და მას უნდა მიენიჭოს რიგითი ნომერი. ჩამქრალი ხანძარი, რომელიც იძლევა ხანძრის განმეორების ნიშნებს, უნდა დარეგისტრირდეს ხელახლა.
2. შახტში ენდოგენური ხანძრის და მისი განმეორების რეგისტრაციის ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი და ინახებოდეს შახტში.
3. ენდოგენური ხანძრის აღმოჩენიდან 5 დღის განმავლობაში შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილმა ხანძრის წარმოქმნის მიზეზების გამომკვლევმა კომისიამ უნდა შეადგინოს ხანძრის გამოკვლევის აქტი.
4. განმეორებით წარმოქმნილ ხანძარზე უნდა შეიქმნას ცალკე დოკუმენტაცია, რომელშიც შეინახება ყველა მასალა.
5. ხანძარზე, რომლის ჩაქრობაც მოხდა აქტიური საშუალებით ან სპეციალური ღონისძიებებით 48 საათის განმავლობაში, უნდა შედგეს აქტი ხანძრის ნომრის მინიჭების გარეშე. ხანძრის აქტის გაფორმება და ჩამოწერა უნდა მოხდეს შახტის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ.
6. ხანძრის წარმოშობის ორგანიზაციული და ტექნიკური მიზეზები უნდა გაეცნოს შახტში მომუშავე პერსონალს.
7. თუ ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება აქტიური მეთოდებით, უნდა დამუშავდეს მიწისქვეშა ხანძრის ჩაქრობის დამატებითი ღონისძიებები, რომელიც უნდა შეთანხმდეს სამთო-სამაშველო სამსახურთან.
8. მიწისქვეშა ხანძრის ჩაქრობის აქტიური მეთოდების გამოყენების პარალელურად სამთო-სამაშველო სამსახურის ძალებით უნდა ჩატარდეს ხანძრიანი უბნის ზღუდარებით იზოლაციის სამუშაოები.
9. ხანძრიანი უბნის საიზოლაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ზღუდარებიდან იზოლირებულ სივრცეში ჰაერის შეწოვის შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს იზოლირებული სივრცის დალამვა და ზღუდარების ჰაერგაუმტარი მასალით დაფარვა.
10. ენდოგენური ხანძრის მდგომარეობის შეფასებას და ხანძრის ჩაქრობის მიმდინარეობაზე კონტროლს აწარმოებს სამთო-სამაშველო სამსახური რეგლამენტის შესაბამისად, საზიდ და სავენტილაციო ჰორიზონტებზე განლაგებული ზღუდარებიდან და საკონტროლო ჭაბურღილებიდან ჰაერის სინჯის ანალიზისა და ტემპერატურის ცვლილების საფუძველზე.
11. სინჯების ანალიზის შედეგად წვადი აირების ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის აღმოჩენისას აუცილებელია ხალხის სასწრაფოდ გამოყვანა ხანძრიანი უბნიდან და ღონისძიებების გატარება ცვლილებების გამომწვევ მიზეზთა სასწრაფოდ ლიკვიდაციისათვის.
12. ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს შეტყობინების სახით სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ და გაეგზავნოს შახტის ხელმძღვანელობას. ჭაბურღილიდან და ზღუდარში დატოვებული მილებიდან აღებული ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, ნახშირჟანგის და მეთანის პროცენტული შედგენილობის ცვლილების გრაფიკების სახით და უნდა ივსებოდეს ხანძრის მთლიან ჩამოწერამდ