1. შახტის ზედაპირულ და მიწისქვეშა საწარმოო მოედანზე განათებული უნდა იყოს ყველა სამუშაო ადგილი.

2. ამწევი დანადგარის, მთავარი განიავების ვენტილატორის, საკომპრესოროს, ჭაურების შახტზედა შენობებში, ფუჭი ქანის სანაყაროს ჯალამბრის და საბაგირო გზის, საქვაბის, ნახშირის ბუნკერის და ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტონომიური კვების წყაროთი უზრუნველყოფილი ავარიული განათება. ყველა ზემოჩამოთვლილ (გარდა ამწევი დანადგარის) შენობაში დასაშვებია ავარიული განათებისათვის ინდივიდუალური აკუმულატორული სანათის გამოყენება.

3. მოსამზადებელი გვირაბის სანგრევისპირა სივრცე გვირაბგამყვანი კომპლექსით ან კომბაინით გაყვანისას უნდა განათდეს მათში ჩაშენებული სანათებით.

4. მიწისქვეშა სანათი დანადგარების კვების ძაბვის სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტით  გათვალისწინებულ ნორმებს.

5. აკუმულატორული სანათი უნდა იყოს დალუქული.

6. შახტში სანათის გახსნა აკრძალულია.

7. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების უბნის მომუშავეთა სანათები გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ჯგუფად და უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სალამპეს პერსონალი.

8. სალამპის ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს საერთო და ადგილობრივი  ვენტილაცია.

9. სალამპე აღჭურვილი უნდა იყოს ჰერმეტული და შევსებადი აკუმულატორული ბატარეების ექსპლუატაციაზე გათვლილი ავტომატური სამუხტავი სადგური