1. დამუშავების სისტემები და ჭერის მართვის მეთოდები უნდა შემუშავდეს საწმენდ უბანში ენდოგენური ხანძრის წარმოშობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამთო-გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური ფაქტორების შესაბამისად.

2. ამოსაღები ველის ან ბლოკის საზღვრებში დაუშვებელია დამუშავების ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა, თუ ეს არ არის განპირობებული ფენის ჩაწოლის სამთო-გეოლოგიური პირობების ცვალებადობით.

3. აკრძალულია მოსამზადებელი და საწმენდი   სამუშაოების წარმოება მოქმედი ხანძრის ქვემოთ.

4. საწმენდი სანგრევის განიავება უნდა განხორციელდეს ისეთნაირად, რომ გამოირიცხოს ჰაერის გაწოვა გამომუშავებული სივრცის გავლით. სუფთა და გამომუშავებული ჰაერის ჭავლი მიმართული უნდა იქნეს ფუჭ ქანში გაყვანილი კვერშლაგების, შუროების და სასულეების საშუალებით, ხოლო დამცავი ფენის დამუშავებისას სასულეებსა და ორტებში დადგმული უნდა იქნეს საიზოლაციო ზღუდარებ