1. შახტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და შესრულებული, რომ არ წარმოიშვას მიწისქვეშა ხანძარი.

2. ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ყველა ტექნოლოგიური პროცესის ან სარემონტო სამუშაოს და სამთო-საშახტო დანადგარის ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ეფექტური ლოკალიზაცია და მისი ჩაქრობა საწყის სტადიაში.

3. თვითაალების უნარის მქონე ნახშირის ფენის (რომლის დამუშავებას ითვალისწინებს შახტის დამუშავების პროექტი ან სამთო სამუშაოების განვითარების გეგმა) მიდრეკილება თვითაალებისადმი წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი.

4. შახტში ნახშირის თვითაალებისადმი მიდრეკილების მქონე ფენების ნუსხა ყოველწლიურად უნდა განიხილოს შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა სამთო-სამაშველო სამსახურთან ერთად.

5. ფენის თვითაალებისადმი მიდრეკილების დასადგენად აღებული უნდა იქნეს სინჯები შახტის ტექნიკური ხელმძღვანელისა და სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილებში.

6. თვითაალებადი ნახშირის ფენა უნდა დამუშავდეს ცალკეული ამოსაღები ველით (უბნით), რომლის გახსნა უნდა განხორციელდეს საველე შუროებით ან საველე ბრემსბერგებით (ქანობებით). ამოსაღებ ველში ნახშირის ფენა უნდა დამუშავდეს უკუსვლით (გარდა დამცავი ფენისა).

7. კვერშლაგების შეუღლების ადგილები საველე შტრეკებთან და ჯგუფურ საველე შუროებთან უნდა გამაგრდეს ხანძარმედეგი  სამაგრით.

8. შახტის გვირაბებში, ჭაურთან განლაგებულ შენობა-ნაგებობებში საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება დასაშვებია, სტანდარტით გათვალისწინებული აფეთქებისა და ხანძარის წარმოქმნის საწინააღმდეგო ღონისძიებების უზრუნველყოფისა