1. გადაწყვეტილება ხანძრის ჩაქრობის შეწყვეტაზე მიღებული უნდა იქნეს  საიზოლაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ საკონტროლო ანალიზების შედეგების საფუძველზე. ჭაბურღილებიდან და ზღუდარებში დატოვებული მილებიდან ჰაერის კონტროლი უნდა გაგრძელდეს ხანძრის ჩაქრობიდან მის ჩამოწერამდე.

2. ენდოგენური ხანძრის ჩამოწერილ კატეგორიაში გადაყვანა უნდა განხორციელდეს მისი ჩაქრობიდან, სულ ცოტა, სამი თვის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ გამოვლინდა ხანძრის არსებობის ნიშნები.

3. ენდოგენური ხანძარი უნდა ჩაითვალოს ჩაქრობილად, თუ ხანძრიან უბანში აღებულ ჰაერის სინჯებში არ ვლინდება ნახშირჟანგი და იზოლირებული სივრციდან გამონადენი ჰაერის და წყლის ტემპერატურა არ აღემატება სტანდარტით  განსაზღვრულ ნორმებს.

4. თუ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ანალიზების შედეგების საფუძველზე  შეუძლებელია ხანძრის ჩამოწერის საკითხის გადაჭრა, უნდა გაიხსნას ხანძრიანი უბანი და განიავდეს არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში სისტემატურად უნდა მიმდინარეობდეს ტემპერატურისა და ჰაერის შედგენილობის კონტროლი სპეციალური გეგმით.

5. ჩამოსაწერი ხანძრიანი უბანი შესწავლილი უნდა იყოს სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ.

6. ჩამოსაწერი ხანძრიანი უბნის შესწავლის გეგმას ადგენს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი და ათანხმებს სამთო-სამაშველო სამსახურთან.

7. ხანძრის ჩამოწერას სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსის  წერილობითი მოხსენების საფუძველზე აწარმოებს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი ხანძრის წარმოქმნის მიზეზების გამომკვლევი კომისი