1. შახტის ზედაპირზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებში დაცული უნდა იქნეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
2. შახტის მთელ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს წყლის წნევის ავტომატურკონტროლიანი, ხანძარსაწინააღმდეგო სარწყავი მილგაყვანილობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წყლის წნევა და ხარჯი.
3. შახტის ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იქნეს სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნები (ტექნოლოგია).