1. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება მოიცავს:
ა) გამოძახების მიღებასა და დამუშავებას;
ბ) გასვლისთვის მომზადებას და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობას;
გ) დაზვერვას და დაზვერვის ორგანიზებას;
დ) სამუშაოებს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას;
ე) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლას;
ვ) მხარდაჭერის უზრუნველყოფის ორგანიზებას;
ზ) უბნის და სექტორის ორგანიზებას;
თ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
ი) ხანძრის ლოკალიზაციას, ლიკვიდაციას და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულებას;
კ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე სპეციალური სამუშაოების ჩატარებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ლ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
მ) სამსახურის დანაყოფის შეკრებას და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.
2. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები ტარდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგრეთვე არსებული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
3. ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებები იწყება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლიდან და ითვლება დასრულებულად ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულების მომენტიდან.
4. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები ტარდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
5. იმ ობიექტებზე, სადაც შემუშავებულია ხანძრის ჩაქრობის გეგმები და ბარათები, ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება ამ დოკუმენტებში მოყვანილი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის გათვალისწინები