1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილას ქმნის კვამლსაწინააღმდეგო რგოლს, კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და უსაფრთხოების საგუშაგოს.
2. საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობისა ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ნიშნავს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელ პირებს.
3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მიერ სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მოქმედებების ჩატარებისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი განსაზღვრავს:
ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში განსახორციელებელ მოქმედებებს;
ბ) უსაფრთხოების საგუშაგოს განთავსების ადგილს და სამოქმედო ტერიტორიას;
გ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მოძრაობის მიმართულებას;
დ) კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლის განთავსების ადგილს;
ე) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობა