1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შექმნის შემთხვევაში დამატებით იქმნება ერთი კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი.
2. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სათავსებში, გვირაბებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, ცხრაზე მეტი სართულის მქონე შენობებში, გემის ტრიუმებსა და პოტენცურად საშიშ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ყოველი კვამლსაწინააღმდეგო რგოლისათვის იქმნება დამატებით ერთი კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლ