1. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები ექვემდებარება პერიოდულ შემოწმებას მფლობელის მიერ.
2. სისტემების გამოკვლევასა და რემონტს ატარებს გაზის მიმწოდებელი საწარმო ან სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
3. შემდგომი ექსპლუატაციისათვის სისტემების უვარგისობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამომვლენი ვალდებულია ხელწერილით გააფრთხილოს მომხმარებელი გაზის ხელსაწყოებითა და აპარატებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ. შემოწმების დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შენობის მფლობელს, გაზის მიმწოდებელ საწარმოს ან იმ საწარმოს, რომელიც ტექნიკურ მომსახურებას უწევს შენობის საინჟინრო მოწყობილობას, გაზის ხელსაწყოების გამორთვისათვის ზომების მისაღებად.
4. ზამთრის პერიოდში შენობების მფლობელებმა პერიოდულად უნდა დაათვალიერონ კვამლსადენები მათი მოყინვისა და დაცობის თავიდან აცილების მიზნით.
თავი IX
გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტებ
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 23. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები
თავი VIII — ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების გაზსადენები და გაზმოწყობილობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 20. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები
- მუხლი 26. სავენტილაციო სისტემები
- მუხლი 92. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 91. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები და მათი უფლებამოსილებები
- მუხლი 111. კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი
- მუხლი 110. კვამლსაწინააღმდეგო რგოლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. წნევის რეგულატორები
- მუხლი 18. მცველი სარქვლები
- მუხლი 19. ფილტრები
- მუხლი 20. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზგამომყენებელი დანადგარების მიმართ
- მუხლი 21. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის მიმართ
- მუხლი 22. გაზსადენები და გაზმოწყობილობა
- მუხლი 24. ზოგადი მოთხოვნები გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების მიმართ
- მუხლი 26. რეზერვუარები და ბალონები
- მუხლი 27. ჩამკეტი არმატურა, სარქვლები
- მუხლი 28. კომპრესორები და ტუმბოები
- მუხლი 29. სავენტილაციო სისტემები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 23, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-23/