1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, ტერიტორიულ დანაყოფსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები არიან დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოსა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (შემდგომ - პასუხისმგებელი თანამდებობის პირები).
2. პასუხისმგებელი თანამდებობის პირები (გარდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოსი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებასა და საქმიანობის კონტროლს;
ბ) ორგანიზებას უწევენ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების საქმიანობის სფეროში;
გ) გეგმავენ და ახორციელებენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნის და განვითარების ღონისძიებებს.
3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, ტერიტორიული დანაყოფებისა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობენ და ორგანიზებას უწევენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ძალების და საშუალებების, მათ შორის კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოებისათვის განკუთვნილი დაზიანებული ტექნიკური საშუალებების აღრიცხვას;
გ) უზრუნველყოფენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელებისათვის შემადგენლობის მზადყოფნას;
დ) უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ სასუნთქი საშუალებების ექსპლუატაციის წესების დაცვას და აღნიშნული საშუალებების შენახვას.
4. პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ, ამ წესით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის შესაბამისად დაავალონ დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს და კოორდინაციის განყოფილების უფროსებს, ხოლო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში − ცვლის მეთაურებს.
5. ცვლის მეთაური უზრუნველყოფს მორიგე ცვლის შემადგენლობის მუდმივ მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ჩასატარებლა