1. კვამლდამცველს სასუნთქი საშუალება და დამცავი ტანსაცმელი გადაეცემა ინდივიდუალურად დადგენილი წესის შესაბამისად შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. მორიგე ცვლაში სასუნთქი საშუალების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯგუფური სასუნთქი საშუალებები. ამ შემთხვევაში სასუნთქი საშუალებები მორიგე ცვლის კვამლდამცველზე ინდივიდუალურად არ გამოიყოფა და გადაეცემა მორიგე ცვლას, იმ პირობით, რომ ყოველ კვამლდამცველს ინდივიდუალურად გადაეცემა სასუნთქი საშუალების პანორამული ნიღაბი.
3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ერთი და დამცავი მოქმედების ერთი ტიპისა და ხანგრძლივობის მქონე სასუნთქი საშუალებებით.
4. მორიგე ცვლის შეცვლისას გათვლის უფროსი უზრუნველყოფს კვამლდამცველის აღჭურვილობის დაკომპლექტებას (მათ შორის სარეზერვო ჰაერის ბალონებით) და კვამლდამცველის აღჭურვილობის სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებას.
5. სასუნთქი საშუალების სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებისას ჰაერის ბალონებში წნევა უნდა იყოს არა ნაკლებ 24,5 მპა (250კგ/სმ2) თუ ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით სხვა პარამეტრი არ არის დადგენილ