1. შესაბამის დანაყოფებში სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანა ხორციელდება სასუნთქი საშუალებების ტექნიკური დამოწმების შემდეგ.

2. თითოეულ სასუნთქ საშუალებაზე იხსნება სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათი (დანართი 11), რომელიც ინახება სასუნთქი საშუალების პასპორტთან ერთად, შესაბამის დანაყოფში, სასუნთქი საშუალების ჩამოწერამდე.

3. ტექნიკური დამოწმება მოიცავს:

ა) სასუნთქი საშუალების ლუქის მთლიანობის შემოწმებას;

ბ) სასუნთქი საშუალების დაკომპლექტების შემოწმებას;

გ) სასუნთქი საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის საექსპლუატაციო დოკუმენტების ნომრებთან შესაბამისობის დადგენას;

დ) სასუნთქი საშუალების №2 შემოწმებას (დანართი 13).

4. სასუნთქი საშუალების ტექნიკური დამოწმების ჩატარებისას დეფექტების და შეუსაბამობების არარსებობის შემთხვევაში ხორციელდება მისი გაწმენდა და დეზინფექცია და სასუნთქი საშუალების პასპორტსა და სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათში კეთდება ჩანაწერი სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვის თაობაზ