1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია თვალების, სახისა და სასუნთქი სისტემებისთვის, იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მინიმუმადე იქნეს დაყვანილი მისგან გამოწვეული მომხმარებლის სახის, თვალების, ხედვის არეალისა და სასუნთქი სისტემის შეზღუდვა.

2. ასეთი ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალების ხედვის ეკრანებს უნდა გააჩნდეს მომხმარებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სიზუსტესა და მუშაობის ხანგრძლივობასთან შესატყვისი ნეიტრალური ოპტიკური მახასიათებლები.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, ამგვარი ინდივიდუალური დაცვის საშუალება დამუშავებული უნდა იყოს დაორთქლვის საწინააღმდეგო საშუალებით ან გააჩნდეს დაორთქლვის პრევენციის საშუალებები.

4. ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოდელი, რომელიც განკუთვნილია მხედველობის პრობლემების მქონე პირებისთვის, თავსებადი უნდა იყოს სათვალეებთან ან კონტაქტურ ლინზებთა