1. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება ხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად არანაკლებ წელიწადში ერთხელ, სასუნთქი საშუალებების შემოწმების წლიური და თვიური გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.
2. ახალი სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება პირველად ტარდება მწარმოებლის მიერ დადგენილი მუშაობის საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. კვამლდამცველზე გადაცემული სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება ხორციელდება დადგენილი გრაფიკით.
4. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების დროს დასაშვებია სასუნთქი საშუალების კვანძების და დეტალების შეცვლა, რის შესახებაც აღნიშვნა კეთდება სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათში და სასუნთქი საშუალების პასპორტში.
5. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების ჩასატარებლად მიღების და შემოწმების შემდეგ შესაბამისი დანაყოფისთვის მისი გადაცემის თაობაზე მონაცემები შეიტანება სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 14) და სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათშ