1. მეხანძრე-მაშველს (კვამლდამცველს) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემა სპეციალური დამცავი ტანსაცმლის მწარმოებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ.

2. დამცავი ტანსაცმლის მუშაობის დასაშვები რეჟიმი, ტექნიკური მომსახურება და ჩაცმა-გახდის წესი, აგრეთვე, მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმლის გამოყენების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება მწარმოებლის სექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.

3. დამცავი ტანსაცმელი, რომელსაც აქვს დეფექტი და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, ექვემდებარება გათვლიდან ამოღებას და დადგენილი წესით ჩამოწერა