სასუნთქი საშუალების გაწმენდა და დეზინფექცია ხორციელდება მწარმოებლის მიერ კონკრეტული სასუნთქი საშუალებისათვის დადგენილი საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების მიხედვით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების ჩატარებისას;

ბ) სასუნთქი საშუალების მორიგე ცვლის სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებისას – კვამლდამცველის მიერ;

გ) სასუნთქი საშუალების გამოყენების შემდეგ – კვამლდამცველის მიერ;

დ) სასუნთქი საშუალების პანორამული ნიღბის სხვა პირის მიერ გამოყენების შემდეგ – კვამლდამცველის მიერ;

ე) სასუნთქი საშუალების რეზერვში გადატანისას – რეზერვში გადატანის ადგილის მიხედვით გათვლის უფროსის მიე