1. სპეციალური შემოწმება ხორციელდება სასუნთქი საშუალების ყოველი ჩართვის წინ, სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესვლამდე.
2. სპეციალური შემოწმება ხორციელდება 1 წთ-ის განმავლობაში. ამ დროს მოწმდება:
ა) სასუნთქი საშუალების ნიღბის გამართულობა და მისი მიერთების საიმედოობა;
ბ) სასუნთქი საშუალების ჰერმეტულობა გაიშვიათებაზე;
გ) სასუნთქი საშუალების ავტომატის და ამოსასუნთქი სარქველის მუშაობა;
დ) სასუნთქი საშუალების ბალონში არსებული ჰაერის წნევა მანომეტრის მაჩვენებლის მიხედვით;
ე) სასიგნალო მოწყობილობის გამართულობა.
3. სასუნთქი საშუალების პანორამული ნიღბის შემოწმება ტარდება მისი ვიზუალური დათვალიერებით. პანორამული ნიღაბი ითვლება გამართულად, თუ ის სრულად არის დაკომპლექტებული და არ აღინიშნება ცალკეული ელემენტის დაზიანება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება ხორციელდება ამ წესის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურის მიხედვი