1. შესაბამის დანაყოფში თითოეულ კვამლდამცველზე იხსნება კვამლდამცველის პირადი ბარათი (დანართი 10).

2. კვამლდამცველის პირადი ბარათის გახსნას უზრუნველყოფს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი, ხოლო კვამლდამცველის პირადი ბარათის შენახვასა და წარმოებას კი ცვლის მეთაური.

3. კვამლდამცველის პირად ბარათში ჩანაწერი კეთდება კალმით. დაუშვებელია კვამლდამცველის პირად ბარათში ჩანაწერის ჩასწორება.

4. კვამლდამცველის პირად ბარათში შეიტანება ინფორმაცია კვამლდამცველის სასუნთქი საშუალების მუშაობის დროის შესახებ, რომლის საფუძველზეც ყოველ კვარტალურად ჯამდება კვამლდამცველების სასუნთქი საშუალებებით მუშაობის დრო.

5. შესაბამის დანაყოფში აღირიცხება კვამლდამცველის პირადი ბარათები რა დროსაც რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:

ა) კვამლდამცველის პირადი ბარათის ნომერი (კვამლდამცველის პირადი ბარათის გახსნის თანმიმდევრობის შესაბამისად);

ბ) კვამდლამცველის თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი, მამის სახელი;

გ) მონაცემები კვამლდამცველის მიერ გავლილი სწავლების შესახებ;

დ) სასუნთქი საშუალების გადაცემის შესახებ განკარგულების ნომერი და თარიღი;

ე) მონაცემები კვამდამცველის პირადი ბარათის დაკარგვისა და დაკარგულის სანაცვლოდ ახალი ბარათის გაცემის შესახებ;

ვ) მონაცემები კვამლდამცველის სხვა დანაყოფში გადასვლისას მისი პირადი ბარათის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნის შესახებ.

6. კვამლდამცველის პირადი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, კვამლდამცველი ახალი პირადი ბარათის გაცემის თხოვნით მიმართავს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც შესაბამისი მიმართვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს კვამლდამცველისთვის ახალი პირადი ბარათის გახსნას.

7. კვამლდამცველის ახალი პირადი ბარათის მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი „პირადი ბარათი გაცემულია დაკარგულის სანაცვლოდ