1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობისა ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის გამოიყენება ის სასუნთქი საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება (დანართი 12).

2. სასუნთქი საშუალების გამოყენებამდე კვამლდამცველი:

ა) ახორციელებს სასუნთქი საშუალების სპეციალურ შემოწმებას;

ბ) ირგებს სასუნთქ საშუალებას;

გ) მოახსენებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს სასუნთქი საშუალების ბალონში არსებული ჰაერის წნევის მაჩვენებელს და სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მოქმედებების ჩასატარებლად მზადყოფნას.

3. კვამლდამცველების სასუნთქ საშუალებებში ჩართვა ხორციელდება კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების რგოლის მეთაურის ბრძანებით.

4. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილას ნებადართულია სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონის შეცვლა. ასეთ შემთხვევებში სასუნთქი საშუალების ტექნიკური მომსახურება ტარდება სპეციალური შემოწმების მოცულობი