1. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმებას ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს კვამლდამცველი, რომელზეც გადაცემულია სასუნთქი საშუალება.
2. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება ხორციელდება მწარმოებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არანაკლებ თვეში ერთხელ, თუ ამ დროის განმავლობაში იგი არ იქნა გამოყენებული, აგრეთვე:
ა) სასუნთქი საშუალების კვამლდამცველზე გადაცემის შემდეგ;
ბ) სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონის შეცვლის შემდეგ;
გ) სასუნთქი საშუალების გამოყენების შემდეგ;
დ) სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების და შეკეთების შემდეგ;
ე) სასუნთქი საშუალების გაწმენდისა და დეზინფექციის შემდეგ.
3. სარეზერვო სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება ტარდება ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით მორიგე ცვლის გათვლის უფროსის მიერ.
4. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმების განხორციელების შემდეგ, შესაბამისი ჩანაწერი კეთდება სასუნთქი საშუალების №2 შემოწმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 13), ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შემდეგ აგრეთვე, სასუნთქი საშუალების №2 შემოწმების სარეგისტრაციო ჟურნალშ