1. განმცხადებელი პულმონარული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესებით, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. ვარგისად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილტვის ფუნქცია გაუმჯობესდება და დამაკმაყოფილებელი გახდება.
2. განმცხადებელი ვალდებულია, გაიაროს ფილტვის ფუნქციური ტესტები პირველადი სამედიცინო შემოწმებისას და სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
3. განმცხადებელმა ასთმის დიაგნოზით ან სამედიცინო ისტორიაში ასთმური შეტევის შემთხვევით, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი რესპირატორული გამოკვლევა. ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადების მიმდინარეობა ასიმპტომატურია და მკურნალობა გავლენას არ ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე.
4. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე, ჩაუტარდეს რესპირატორული სისტემის გამოკვლევა დამაკმაყოფილებელი შედეგით, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:
ა) რესპირატორული სისტემის მწვავე ანთებით დაავადებები;
ბ) აქტიური სარკოიდოზი;
გ) პნევმოთორაქსი;
დ) მთვლემარე აპნოეს სინდრომი;
ე) დიდი თორაკალური ქირურგია;
ვ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
ზ) ფილტვის ტრანსპლანტაცი