1. შარდის ანალიზი სამედიცინო შემოწმების ნაწილია. შარდი არ უნდა შეიცავდეს ისეთ პათოლოგიურ ელემენტებს, რომლებიც მიუთითებს მნიშვნელოვანი პათოლოგიური პროცესის არსებობას.
2. განმცხადებელი შარდსასქესო სისტემის ან მისი დანამატების დაავადების რაიმე გართულებით ან ქირურგიული ჩარევით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა, კერძოდ ობსტრუქცია, სტრიქტურა, კომპრესია, უნდა შეფასდეს არავარგისად.
3. განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ვარგისად თირკმლის/უროლოგიური გამოკვლევის დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში, მიუხედავად შარდსასქესო სისტემის შემდეგი მოშლილობისა:
ა) თირკმელ(ებ)ის დაავადება;
ბ) კენჭ(ებ)ის არსებობა შარდსასქესო სისტემაში.
4. განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა შარდსასქესო სისტემის ან მისი დანამატების დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ამ ორგანოების ნაწილობრივ ან სრულ ამოკვეთას ან მათ გადახრას, სრული გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და მისი ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი გამოკვლევის შემთხვევაშ