1. განმცხადებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან მისი მიმდებარე ორგანოს რომელიმე  ნაწილის დაავადების რაიმე გართულებით ან ქირურგიული ჩარევით, ნებისმიერი ობსტრუქციით, სტრიქტურით, ან კომპრესიით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა ფრენის დროს, უნდა შეფასდეს არავარგისად.

2. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს თიაქარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

3. განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ვარგისად, ქირურგიული ჩარევის შემდეგ წარმატებული მკურნალობის ან სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში, გასტროინტესტინალური გამოკვლევის დამაკმაყოფილებლად გავლის შემდეგ, გასტროინტესტინარული სისტემის შემდეგი მოშლილობით:

ა) განმეორებადი დისპეპსიური აშლილობა, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას;

ბ) პანკრეატიტი;

გ) სიმპტომატიკით მიმდინარე  ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება;

დ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  დიაგნოსტირებული, ქრონიკული ანთება;

ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან მის ახლომდებარე ორგანოებზე ქირურგიული ოპერაციები, იმ ოპერაციების ჩათვლით, რომელიც გულისხმობს მათ სრულ ან ნაწილობრივ ამოკვეთას ან ამ ორგანოს (ორგანოების) გადახრა