1. მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება:
ა) გულმკერდის ან მუცლის აორტის სუპრარენალური ანევრიზმა ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;
ბ) გულის სარქვლების რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციური ან სიმპტომური ანომალია.
გ) გულის ან ფილტვის ტრანსპლანტაცია.
2. მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, გადამისამართდება სააგენტოში, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზში აღენიშნება:
ა) პერიფერიული არტერიული დაავადება, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;
ბ) გულმკერდის ან ან სუპრარენალური აორტის ანევრიზმა, ქირურგიულ ჩარევის შემდეგ;
გ) მუცლის აორტის ინფრარენალური ანევრიზმა, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;
დ) ფუნქციონალური, კარდიალური სარქვლოვანი მცირე ანომალიები;
ე) კარდიალური სარქვლის ქირურგიული მკურნალობა;
ვ) პერიკარდიუმის, მიოკარდიუმის ან ენდოკარდიუმის ანომალიები;
ზ) გულის თანდაყოლილი ანომალიები ქირურგიულ მკურნალობამდე ან მის შემდეგ;
თ) შექცევადი ვაზოვაგალური სინკოპე;
ი) არტერიული ან ვენური ტრომბოზები;
კ) ფილტვის ემბოლია.
ლ) კარდიოვასკულარული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სისტემურ ანტიკოაგულაციურ თერაპიულ მკურნალობას.
3. სტანდარტული 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) კეთდება და შესაბამისი ანგარიში ივსება სამედიცინო ჩვენების დროს და შემდეგ შემთხვევებში:
ა) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, 30 წლის ასაკის მიღწევამდე;
ბ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლებისას;
გ) სამედიცინო ჩვენების მიხედვით;
4. გულსისხლძარღვთა სისტემის გაფართოებული შემოწმება უნდა განხორციელდეს:
ა) 65 წლის შემდეგ, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის პირველადი გაგრძელების და განახლებისას და შემდეგ, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ;
ბ) სამედიცინო ჩვენების მიხედვით;
5. სავალდებულოა სისხლის შრატში ლიპიდების განსაზღვრა, ქოლესტერინის ჩათვლით, სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, პირველადი გამოკვლევისას და სამედიცინო ჩვენების მიხედვი