განმცხადებელს/ავიასპეციალისტს არ უნდა აღენიშნებოდეს  ისეთი პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციონალური უუნარობის ისეთი ხარისხი, რომელიც ხელს შეუშლის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას:

ა) თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები;

ბ) აქტიური, ლატენტური (ფარული), მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;

გ) ოპერაციის შემდგომი გართულებები, ჭრილობები ან დაზიანებები;

დ) თერაპიული, დიაგნოსტიკური ან პრევენციულად მიღებული მედიკამენტებით გამოწვეული უკუჩვენება ან გვერდითი ეფექტები