1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით დადგენილი რაიმე სახის ნევროლოგიური დაავადება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
2. განმცხადებელი, უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:
ა) ეპილეფსია;
ბ) გაურკვეველი მიზეზით, ცნობიერების პერიოდული მოშლილობა.
3. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს განმეორებითი გამოკვლევა, თუ სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება:
ა) ეპილეფსია, რომელიც არ განმეორებულა 5 წლის განმავლობაში;
ბ) ეპილეფსია, განმეორების და მკურნალობის გარეშე 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში;
გ) ეპილფსია, EEG ფორმის ანომალიებით და ფოკუსური ნელი ტალღებით;
დ) ნერვული სისტემის პროგრესირებადი ან არაპროგრესირებადი დაავადებები;
ე) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების მოშლილობის ერთჯერადი შემთხვევა;
ვ) თავის ტრამვის შემდეგ ცნობიერების დაკარგვა;
ზ) ტვინის გამჭოლი დაზიანება;
თ) ზურგის ან პერიფერიული ნერვული დაზიანება.
4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვარგისად შეფასდება სააგენტოსთან შეთანხმები